პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი – ვინც დღევანდელ შეხვედრას არ დაესწრო, მათი მხრიდან ფასადურობაზე საუბარი, არასერიოზულია – ფაქტობრივად, ეს არის ხალხი, ვინც ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას მაგიდას უყირავებს

ვინც დღევანდელ შეხვედრას არ დაესწრო, მათი მხრიდან ფასადურობაზე საუბარი, არასერიოზულია – ფაქტობრივად, ეს არის ხალხი, ვინც ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას მაგიდას უყირავებს, – ასე შეაფასა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტი, რომლებიც ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებაზე “ქართული ოცნების” მიერ ინიცირებულ პროცესში არ მონაწილეობენ.

როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, ისინი ბოიკოტს უცხადებენ არა “ქართულ ოცნებას”, არამედ ევროპულ პერსპექტივას.

„ამ შანსის ხელიდან გაშვება კი იმას უდრის, რომ ბოიკოტს ევროპულ პერსპექტივას უცხადებ. ყველაფერს გავაკეთებთ, რაც ჩვენზეა დამოკიდებული. ამ პროცესში არმონაწილეობით დისკრედიტაციას უკეთებენ 12-პუნქტიან რეკომენდაციას.

ჩვენ რამდენიმე თვის წინ პოლიტიკურ პარტიებთან შევთანხმდით, რომ “ქართული ოცნება” დოკუმენტს მოამზადებდა, რომელიც სასამართლო სისტემაში გატარებული რეფორმის სიტუაციური ანალიზი იქნებოდა. 200-გვერდიანი დოკუმენტი წარმოდგენილია, სადაც ასახულია ქართული მართლმსაჯულების ინსტიტუციური განვითარება 2013 წლიდან დღევანდელ დღემდე. მასში საუბარია თითოეულ განხორციელებულ ცვლილებაზე, ყველა გატარებულ რეფორმაზე, ყველა რეკომენდაციაზე. რეკომენდაციების უმეტესობა შესრულებულია. თვალსაჩინოა პროგრესი, რაც სასამართლო სისტემამ განიცადა და შეუძლებელია ამ ფაქტებს კონტრფაქტებით შეეწინააღმდეგო. ამ ყველაფრის გათვალისწინებით მზად ვართ, ოპონენტებთან ერთად ვიმსჯელოთ. მომავალ კვირას შევიკრიბებით და დოკუმენტებზე მოსაზრებებს გავცვლით.

სამუშაო ჯგუფის ფარგლებში წარმოდგენილია მხოლოდ ორი დოკუმენტი – ჩვენ და “მოქალაქეებმა” წარმოვადგინეთ დოკუმენტი. “ლელო”-მ არათუ დოკუმენტი წარმოადგინა, შეხვედრაზეც არ მოვიდნენ. არ ვიცი, ოპონენტები რას გულისხმობენ მოჩვენებით პროცესში, მათთვის რა არის გამოწვევა. ამაზე ვერბალურად კი არ უნდა ვისაუბროთ, დოკუმენტები უნდა დადონ”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ასევე ნახეთ

ირაკლი კობახიძე – ჩვენ განვაახლეთ და წარმოვადგინეთ მრავალფეროვანი სია საზოგადოების წინაშე – წარმოიდგინეთ, „ახალი“ ეწოდება პოლიტიკურ პარტიას, სადაც წარმოდგენილი არიან ყველაზე დრომოჭმული სახეები

სიის ოცეულში იყვნენ წარმოდგენილნი ჩვენი გუნდის გამორჩეული წევრები, გამოცდილი, სტაჟიანი პოლიტიკოსები. გარდა ამისა, სხვადასხვა სფეროს …

ჩანთების ონლაინ მაღაზია