პოლიტიკა

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელი – არ არსებობს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ ვლადიმერ პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობა არასტაბილურია ან ავად არის

არ არსებობს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ ვლადიმერ პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობა არასატაბილურია ან ის ავად არის. როგორც „ბიბისი“ წერს, ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელმა უილიამ ბერნმა კოლორადოში უსაფრთხოების ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.

მედიაში არაერთი დაუდასტურებელი ინფორმაცია გავრცელდა რუსეთის პრეზიდენტის ჯანმრთლეობასთან დაკავშირებით, ზოგიერთი გამოცემა წერდა, რომ შესაძლოა, მას მძიმე დაავადება აქვს. თუმცა როგორც უილიამ ბერნსმა განაცხადა, ამ ვარაუდის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს.

როგორც ბერნსმა იხუმრა, ვლადიმერ პუტინი „ზედმეტად ჯანმრთელად“ გამოიყურება და დასძინა, რომ ეს ხუმრობა არ იყო ოფიციალური სადაზვერვო შფასება.

„ბევრი ჭორი ვრცელდება პრეზიდენტ პუტინის ჯანმრთელობის შესახებ და რამდენადაც ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, ის ზედმეტად ჯანმრთელადაა“, – აღნიშნა ვერნსმა.

აღსანიშნავია, რომ უილიამ ბერნსი 2005-2008 წლებში მოსკოვში აშშ-ის ელჩად მუშაობდა. უილიამ ბერნსკის თქმით, პუტინი „კონტროლის, დაშინების და ანგარიშსწორების დიდი მომხრეა და მისი ეს მიდგომა ბოლო ათწლეულის განმავლობაში კიდევ უფრო გამკაცრდა მისი მრჩეველთა წრის შემცირებასთან ერთად.

„ის დარწმუნებულია, რომ მისი, როგორც რუსეთის ლიდერის დანიშნულებაა, აღადგინოს რუსეთი, როგორც დიდი ძალის მქონე სახელმწიფო. მას მიაჩნია, რომ ამისთვის საკვანძოა რუსეთის სამეზობლოში გავლენის სფეროს ხელახლა შექმნა და მას არ შეუძლია ამის გაკეთება უკრაინის კონტროლის გარეშე“,  – განაცხადა უილიამ ბერნსმა.

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელი მოსკოვში ნოემბერში იმყოფებოდა, რათა გაეფრთხილებინა პუტინი უკრაინაში ინტერვენციის შემთხვევაში სერიოზული შედეგების შესახებ. თუმცა ბერნსის თქმით, მან რუსეთი კიდევ უფრო შეშფოთებულმა დატოვა, ვიდრე იქ ჩასვლისას იყო.

როგორც ბერნსმა აღნიშნა, რუსეთის პრეზიდენტების გეგმები ეფუძნებოდა მცდარ შეფასებებს და ზოგიერთ ილუზიას, განსაკუთებით უკრაინასთან და წინააღმდეგობის ნებასთან დაკავშირებით.

„პუტინს ნამდვილად სჯერა თავისი რიტორიკის. მომისმენია, როდესაც წლების განმავლობაში პირად საუბრებში ამბობდა, რომ უკრაინა არ არის ნამდვილი ქვეყანა. ნამდვილ ქვეყნებს წინააღმდეგობის გაწევა შეუძლიათ. სწორედ ეს არის, რაც უკრაინელებმა გააკეთეს“ – განაცხადა უილიამ ბერნსმა.

ასევე ნახეთ

არჩილ თალაკვაძე – ვინმე და რამე სამოქალაქო საზოგადოებას თუ აზიანებს, ეს არიან არასამთავრობო სექტორს ამოფარებული პარტიები, პოლიტიკაში ყოფნა უნდათ, მაგრამ გამოჩენა – არა

დღეს კიდევ უფრო აშკარაა, რომ საქართველოსაც კანონმდებლობა და რეგულაციები სჭირდება. ისევე, როგორც ბიზნესს და სახელმწიფო …

ჩანთების ონლაინ მაღაზია