პოლიტიკა

გიგი უგულავა – დღეს რუსთაველზე ზღვა იქნება

”დღეს რუსთაველზე ზღვა იქნება – რადგან ასე იყო 1989 წლის 9 აპრილს, ასე იყო 2003-ის 23 ნოემბერს, ასე იყო 2019-ის 20 ივნისს, ასე იყო ყოველთვის, როცა რუსეთიდან გაქცევის შანსია. ასე იქნება ყოველთვის, როცა რუსეთში დაბრუნების საფრთხეა” – ამის შესახებ გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს.

უგულავას თქმით, საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად ქვეყანაში უნდა განხორციელდეს „დეოლიგარქიზაცია“, რისთვისაც საჭიროა „ივანიშვილის ოცნების“ წასვლა.

შეგახსენებთ, დღეს თბილისსა და რეგიონებში აქცია „შინ ევროპისკენ“ გაიმართება. აქცია თბილისში, რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ, 20:00 საათზე დაიწყება.

აქცია „სირცხვილიას“ და სამოქალაქო მოძრაობების ორგანიზებით იმართება.

ასევე ნახეთ

93 წლის ასაკში გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II

93 წლის ასაკში გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II, ამის შესახებ მოსაყდრე შიომ და …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...