პოლიტიკა

ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია

ლაშა ბექაურმა (90კგ) ჩემპიონის ტიტული პარიზში დაიცვა და ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა.

24 წლის ქართველმა სპორტსმენმა შეჯიბრების ფინალში იაპონელ სანშირო მურაოს ორი ვაზარით მოუგო. პირველი ვაზარი იაპონელმა აიღო, თუმცა ბექაურმა მალევე გაათანაბრა ანგარიში (1:1), ხოლო ძირითადი დროის დასრულებამდე 4 წამით ადრე ლაშამ მეორე ვაზარით მურაო დაამარცხა და ოლიმპიური ჩემპიონობა მოიპოვა.

ბექაურის განვლილი გზა ფინალამდე – ლაშამ პირველი წრე გამოტოვა და ტურნირის მეორე რაუნდში ბულაგარელი ივაილო ივანოვი დაამარცხა. მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში ქართველმა სამხრეთ კორეელ ჰანს სძლია, ხოლო ნახევარფინალში ესპანეთის სახელით გამომსვლელ ტრისტან მოსახლიშვილს გაფრთხილებებით მოუგო.

ასევე ნახეთ

ალეკო ელისაშვილი კანცელარიის შენობის დაწვის მცდელობის მიზეზით დააკავეს

ალეკო ელისაშვილი დაამავედ. როგორც შსს-ში აცხადებენ, პარტია “ლელო-ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა დღეს დილით, გამთენიისას, თბილისის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...