პოლიტიკა

ლატვია და ლიეტუვა საქართველოს გვერდით

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მხარდაჭერის თხოვნით ევროპელ ლიდერებს მიმართა. სალომე ზურაბიშვილმა ევროპელი ლიდერებისადმი ვიდეომიმართვები „ტვიტერზე“ გაავრცელა. 

მიმართვას გამოეხმაურნენ ლიეტუვისა და ლატვიის პრეზიდეტები:

ვაფასებ საქართველოში ყველა საჭირო დემოკრატიული რეფორმის განხორციელებისადმი თქვენს ერთგულებას და თქვენს ქვეყანას ამ გზაზე დარჩენას ვუსურვებ, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა სოციალურ ქსელში წერს.

ლიეტუვის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ მისი ქვეყანა მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციის მისწრაფებებს.

წარმატებისათვის საჭიროა, რომ ევროპული ორიენტაცია ერთსულოვანი იყოს, – ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტი ეგილს ლევიტსი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ლატვიის პრეზიდენტი აღნიშნავს, მისი ქვეყანა საქართველოს მუდმივი მხარდამჭერია ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.

ასევე ნახეთ

პარლამენტმა პრეზიდენტის არჩევის თარიღად 14 დეკემბერი დაამტკიცა

დღეს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის არჩევის თარიღი დაამტკიცა. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტს …

ჩანთების ონლაინ მაღაზია