პოლიტიკა

პრემიერის ბრიფინგი მთავრობის ადმინისტრაციაში

მინდა შევაფასო ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება, რომელიც გუშინ იქნა მიღებული. როგორც თავად ჩვენმა ევროპელმა ლიდერებმა აღნიშნეს, გუშინ მართლაც ისტორიული დღე იყო. საქართველომ მიიღოს ის რაც დავიმსახურეთ, ესაა დამსახურებული მიღწევა. ევროპული პერსპექტივა ჩვენს ქვეყანას დამსახურებულად მიენიჭა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს აქვს დამატებით მოტივაცია, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში შეასრულოს ყველა პირობა.

„თქვენ ნახეთ რომ ჩაიწერა საჯაროდ, რომ რეალურად ევროპამ კარი გაუხსნა საქართველოს. ეს არის აღიარება ჩვენის ხალხის, ევროპული იდეალებისადმი მისწრაფების, მათი ერთგულების, ჩვენი შეუპოვრობის, მისწრაფების, ჩვენი პრინციპულობის, ბრძოლის და ჩვენი მთავრობის 10-წლიანი მუშაობის აღიარებაც. ჩვენ მოვისმინეთ მათი შეფასება, რომ ევროპული პერსპექტივის მინიჭებით ჩვენს ქვეყანას სამუდამოდ გაუხსნეს კარი ევროპაში და პირდაპირ ჩაიწერა, რომ ქვეყანას ევროპული შეიხ იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. ეს ნამდვილად არის დამსახურებული მონაპოვარი და მე ვულოცავ ქართველ ხალხს. რაც შეხება კანდიდატის სტატუსს. ჩვენ ასევე მოვისმინეთ ევროპული ლიდერების შეფასებები, დანაპირები, რომ როგორც კი შევასრულებთ მათ მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტებს მაშინვე მიენიჭება ქვეყანას კანდიდატის ტატუსი. ეს რა თქმა უნდა გვაძლევს ჩვენ დამატებით მოტივაციას, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში შევასრულოთ ყველა ის პირობა, რაც განსაზღვრულია ევროკავშირის მიერ. ჩვენი მთავრობა, ხელისუფლება არის მობილიზებული იმისთვის, რომ ევროკავშირის მიერ განსაზღვრული ყველა პირობა დროულად შევასრულოთ, იმისთვის რომ რაც შეიძლება დროზე მივიღოთ კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე ნახეთ

ირაკლი კობახიძე – ჩვენ განვაახლეთ და წარმოვადგინეთ მრავალფეროვანი სია საზოგადოების წინაშე – წარმოიდგინეთ, „ახალი“ ეწოდება პოლიტიკურ პარტიას, სადაც წარმოდგენილი არიან ყველაზე დრომოჭმული სახეები

სიის ოცეულში იყვნენ წარმოდგენილნი ჩვენი გუნდის გამორჩეული წევრები, გამოცდილი, სტაჟიანი პოლიტიკოსები. გარდა ამისა, სხვადასხვა სფეროს …

ჩანთების ონლაინ მაღაზია