Breaking News

რობერტა მეცოლა – ვიმუშაოთ, რათა უკრაინისა და მოლდოვის მსგავსი შესაძლებლობა მივცეთ საქართველოს მოსახლეობას

ვიმუშაოთ, რათა უკრაინისა და მოლდოვის მსგავსი შესაძლებლობა მივცეთ საქართველოს მოსახლეობას, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ განაცხადა.

„უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსი ძლიერ პოლიტიკურ სიგნალს გზავნის. ავტოკრატიის წინააღმდეგ. თავისუფლებისთვის.

ევროპარლამენტის სახელით, ევროპული კომისიის რეკომენდაციას მივესალმები.

დღევანდელი გადაწყვეტილება გვაძლევს გზას, რომ ევროპულმა საბჭომ უკრაინას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს.

ჩვენ ასევე მივესალმებით მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას.

და ვიმუშაოთ იმისთვის, რომ იგივე შესაძლებლობა მივცეთ საქართველოს მოსახლეობას.

ჩვენი კარი ღია უნდა დარჩეს. რათა გავაძლიეროთ ევროპა, დავიცვათ ჩვენი ღირებულებები და დავიცვათ თავისუფლება“, – წერს ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა „ტვიტერში“.

 

Check Also

გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. ცესკოს თავმჯდომარე 26 ოქტომბრის არჩევნების …

ჩანთების ონლაინ მაღაზია