პოლიტიკა

”შინ ევროპისკენ” – პოლიტიკური შეფასებები

”შინ ევროპისკენ” – დედაქალაქის მთავარ გამზირზე გამართულ აქციას აფასებენ ოპოზიციონერები და მმართველი გუნდის წევრები.

ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი ფიქრობს, რომ 20 ივნისს გამართულ აქციაზე ხალხმა თავისი ნება ნათლად აჩვენა და ამისთვის მათ მადლობას უხდის. ნაციონალური მოძრაობის ერთერთ ლიდერ გია ბარამიძეს კი, აქციაზე მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას ხსენება დააკლდა.  ბარამიძე სოციალურ ქსელში წერს – ”არ შემიძლია ჩემი გაკვირვება არ გამოვხატო, იმ სამწუხარო ფაქტთან დაკავშირებით, რომ არც ერთმა სიტყვით გამომსვლელმა, არ ახსენა ის ადამიანები, ვინც ამ ოლიგარქიულ რეჟიმს ებრძვის და ამიტომ ისინი დღეს ციხეში არიან.”

წინ ევროპისკენ – ამ სულისკვეთებას უერთდება მმართველი გუნდიც. როგორც ”ქართულ ოცნებაში” ამბობენ, საქართველოს მოსახლეობის 85 პროცენტზე მეტი სწორედ ამის მომხრეა. ირაკლი ზარქუას განცხადებით,  ”ერთი სიტყვა არ იყო სააკაშვილთან დაკავშირებით, არც რადიკალური მოძრაობა „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესების შემცველი, ამიტომაც იყო, რომ გუშინ მთელი საზოგადოება, მათ შორის ჩვენი მომხრეები, სხვა პარტიის მომხრეები იყვნენ გაერთიანებული ერთი მოთხოვნით.”

ასევე ნახეთ

შემდეგი წლიდან სკოლაში შესვლა შეეძლებათ მხოლოდ იმ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შემდეგი წლიდან, სკოლაში შესვლის შესაძლებლობა შეეძლება მხოლოდ იმ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...