Breaking News

“შინ ევროპისკენ” – აქცია რუსთაველის გამზირზე

პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია „შინ ევროპისკენ“ მიმდინარეობს.

ადგილზე მოქალაქეებთან ერთად იმყოფებიან პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, კულტურის სფეროსა და სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები.
რუსთაველის გამზირზე აქციას შეუერთდნენ რეგიონებიდან ჩამოსული მოქალაქეებიც.

მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ ერთ-ერთი ლიდერის შოთა დიღმელაშვილის განცხადებით, როცა ხელისუფლება აღარ არის ლეგიტიმური, იწყება არაძალადობრივი წინააღმდეგობა.

„ყველა ხელისუფლება დგას ლეგიტიმაციაზე. რამდენი პრობლემა აქვს ქვეყანას: ინფლაცია 13 პროცენტს აჭარბებს, ბენზინის ფასი 4 ლარზე მეტია, 15 თეთრით ნაკლები რომ ყოფილიყო, 5-ჯერ გაზარდეს რუსეთიდან ბენზინის იმპორტი, როცა ევროპა პირიქით, ამცირებს, ყველაფერზე მიდიან, ვალი აიღეს, ამას ყველა ადამიანი გრძნობს. მარტო ეს ყველაფერი საკმარისია იმისთვის, რომ ყველა ხელისუფლებამ აწიოს ხელები და თქვას, ვერ ვაკეთებ ვერაფერს და წავედი. ამას ემატება კიდევ ის, რომ კონსტიტუციის 78-ე მუხლი, რომელიც ამბობს, საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა ქნას საქართველოს ევროინტეგრაციის უზრუნველსაყოფად, გათელილია, ირღვევა. აქ დგება უკვე ლეგიტიმაციის საკითხი. როცა ხელისუფლება აღარ არის ლეგიტიმური, იწყება არაძალადობრივი წინააღმდეგობა, რომელიც სრულდება იმით, რომ ხელისუფლება აღარ არის ხელისუფლება“, – განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა აქციის დაწყებამდე.

ამასთან, როგორც ცნობილია, აქციის მონაწილეთა ნაწილი რუსთავლის გამზირზე მთელი ღამის განმავლობაში გეგმავს დარჩენას.

Check Also

მასშტაბური მშენებლობა ქართულ კურორტებზე

ტურისტულ რეგიონებში, როგორიცაა ბაკურიანი, გუდაური და ბახმარო, ბინებზე მოთხოვნა გაიზარდა, თუმცა მასშტაბური მშენებლობები კურორტების იერსახესა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია