პოლიტიკა

შოვში დამონტაჟებული დროებითი ხიდი მდინარემ წაიღო

საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, შოვში დამონტაჟებული დროებითი ხიდი მდინარემ წაიღო. სპეციალისტები ახალ ხიდს ამონტაჟებენ:

„ინტენსიურად გრძელდება სამუშაოები. მოვახერხეთ კალაპოტიდან მისვლა მძიმე ტექნიკითაც კოტეჯების სასადილოსთანაც. ჩვენ ახლა ვდგავართ იმ ადგილას, სადაც მეორე დროებითი ხიდი, რომელიც დამონტაჟებული იყო, მდინარემ წაიღო და ახლა ვამონტაჟებთ ახალ ხიდს.

მანამდე ამოვიღეთ ის წაღებული ხიდი, შევამოწმეთ, მაგრამ არ ექვემდებარება განმეორებით გამოყენებას. შესაბამისად, ახალი ხიდი იქნა გადმოტანილი უკვე გუშინ“, — აცხადებს ირაკლი ქარსელაძე.

3 აგვისტოს, შოვში მეწყერი ჩამოწვა. მეექვსე დღეა მაშველები დაკარგულებს ეძებენ . ამ დროისთვის 21 გარდაცვლილის პოვნა მოხერხდა, 12 ადამიანის ძებნა კი გრძელდება.

ასევე ნახეთ

დღეს, რესპუბლიკის მოედანზე აქცია „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ გაიმართება

დღეს, რესპუბლიკის მოედანზე აქცია – „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ გაიმართება. აქცია საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ …

ჩანთების ონლაინ მაღაზია