STAR FM 93.9
OFFLINE
LIVE

STARVISION LTD
STV / STARFM 93.9 – პირველი მულტიმედია პლატფორმა საქართველოში 2004 წლიდან
დეკემბერში ჩვენს კანდიდატობის სტატუსთან დაკავშირებით სამართლიან გადაწყვეტილებას ველით – ჩვენ არ ვარიდებთ თავს ვალდებულებების აღებას. მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ, რაც დანიშნულების ადგილამდე მისვლას სჭირდება, რათა გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ხორვატიის პრემიერ-მინისტრთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან აღნიშნა, რომ ევროკავშირი საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებით, …
ნახვა »რუსეთი სისტემატიურად ანგრევს უკრაინაში მართლმადიდებლურ ეკლესიას და მის შენობებს. ბოლო თავდასხმა ოდესის ფერისცვალების ტაძარზე განხორციელდა, – დაწერა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ „ტვიტერზე“. მისი განცხადებით, უკრაინა ამ საკითხს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე დააყენებს. „ჩვენ ამ საკითხს გაერო-ს უშიშროების საბჭოს მომავალ შეხვედრაზე დავაყენებთ, რათა ნათლად განვაცხადოთ: რუსეთი ერთადერთი საფრთხეა უკრაინის …
ნახვა »ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი დათანხმდა უკრაინული მხარის თხოვნას, ახლად შექმნილი უკრაინა-ნატოს საბჭოს სხდომა მოიწვიოს, რათა ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით კონსულტაციები გაიმართოს. ინფორმაციას გამოცემა dpa-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ალიანსის პრესსპიკერმა, ოანა ლუნგესკუმ განაცხადა, რომ შეხვედრა ოთხშაბათს ელჩების დონეზე გაიმართება, რათა ბოლოდროინდელი მოვლენები, მათ შორის უკრაინული მარცვლეულის შავი ზღვის გავლით ტრანსპორტირების საკითხი, …
ნახვა »რაჭა-ლეჩხუმის ღვინის რიგით მეორე ფესტივალი ქალაქ ცაგერში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. წელს ფესტივალში რაჭა-ლეჩხუმის რეგიონის დიდი, საშუალო და მცირე 65 მარანი მონაწილეობდა. მათ საკუთარი პროდუქცია ფესტივალის სტუმრებს, ევროპის ქვეყნებიდან მოწვეულ სავაჭრო ქსელების …
ნახვა »დღეს დილით ბათუმში, სასტუმრო ორბი სითის შენობის 22-ე სართულიდან უცხო ქვეყნის მოქალაქე გადმოვარდა და დაიღუპა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია. შსს-ის ცნობით, საქმეზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს
ნახვა »რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი დღეს ბელარუს კოლეგას, ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდება. მედიის ცნობით, შეხვედრა სანქტ-პეტერბურგში გაიმართება. ორი დღის წინ, ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ პოლონეთის ლიდერებს, სავარაუდოდ, “ნატოს ქოლგის” ქვეშ რაიმე სახის კოალიციის შექმნის იმედი აქვთ, რათა უშუალოდ ჩაერიონ უკრაინის კონფლიქტში და თავისთვის უკრაინის კარგი ნაწილი მიიტაცონ. …
ნახვა »ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დავაფუძნეთ „გამარჯვების პლატფორმა“, შესაბამისად, ჩვენთვის მთავარია გამარჯვება. მესმის, ახლა ვიღაცებს უნდათ, თანამდებობების თემაზე ჩაგვციკლონ, მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს ხალხი, მათთან საუბარი, მსჯელობა და მთელი ერის, ქართული ეროვნული ენერგიის კონსოლიდაცია, რათა საქართველო იყოს ძლიერი, რეგიონის ლიდერი, ევროკავშირის წევრი, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ …
ნახვა »“გამარჯვების პლატფორმა“ შექმნილია მიხეილ სააკაშვილის გარშემო და, ცხადია, პრეზიდენტი სააკაშვილი ჩართული იქნება ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში, ის იქნება მთავარი ფაქტორი ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ლევან ხაბეიშვილის თქმით, „გამარჯვების პლატფორმის“ თანამშრომლობა დაფუძნებულია თანასწორობაზე. „მე მოვუწოდებ ყველას, ვისაც ისტერიკები აქვს უფროს-უმცროსობაზე, ჩვენ ეგ არ გვაინტერესებს. …
ნახვა »უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოსა და ასევე, დასავლეთ ბალკანეთში დღეს ევროპის ისტორიის ახალი თავი იწერება –განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ნიუ იორკში, სადაც მან მსოფლიო მშვიდობისა და თავისუფლების ჯილდო მიიღო. „ჩვენი კავშირის ისტორია არის ახალგაზრდა და ძველი დემოკრატიების ისტორია, რომლებიც ერთად ძლიერდებიან. ეს არის გერმანიის და იტალიის ისტორია, რომლებიც ხელახლა …
ნახვა »პროკურატურამ რესპუბლიკური საავადმყოფოს რამდენიმე ყოფილი თანამშრომლის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო, – ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია. “საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველომ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე, შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური …
ნახვა »