STAR FM 93.9
OFFLINE
LIVE

STARVISION LTD
STV / STARFM 93.9 – პირველი მულტიმედია პლატფორმა საქართველოში 2004 წლიდან
შოთა არველაძის იდეა საბოლოოდ დაკონკრეტდა – არველაძეების ფონდის და მისი პარტნიორის დახმარებით, ხვიჩა კვარაცხელიას (ნაპოლის) თამაშზე 12 სტუდენტი გაემგზავრება – ინფორმაციას არველაძეების ფონდი ავრცელებს. საინტერესოა, რომ ჯგუფი საქართველოს ყველა რეგიონის სტუდენტებისგან დაკომპლექტდება და მათ შორის იქნება სტუდენტი აფხაზეთიდან. „ჩვენი ფონდისა და პარტნიორი კომპანიის საერთო ძალისხმევით, 12 ნოემბერს, ნეაპოლში საუკეთესო შედეგის …
ნახვა »საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, პატრიარქ ილია მეორის მიმართ კეთილგანწყობას გამოხატავს გამოკითხულთა 88 პროცენტი. კახა კალაძის მიმართ კეთილგანწყობილია გამოკითხულთა 51 პროცენტი, ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ – 44 პროცენტი. ანა დოლიძის მიმართ ნდობას გამოკითხულთა 40 პროცენტი აფიქსირებს. სალომე ზურაბიშვილის, დავით უსუფაშვილისა და ნინო ლომჯარიას მიმართ კეთილგანწყობილია გამოკითხულთა 38 პროცენტი, 37-37 პროცენტს …
ნახვა »დღეს აშშ-ში კონგრესის შუალედური არჩევნები იმართება. არჩევნების შედეგები გადაწყვეტს, რომელი პარტია გააკონტროლებს კონგრესს. ამჟამად, წარმომადგენელთა პალატაშიც და სენატშიც უმრავლესობას დემოკრატები ფლობენ. ბოლო მონაცემებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ხმის მიცემის წინასწარი პროცედურით, 35 მილიონზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა. აშშ-ის მოქალაქეები აირჩევენ 435-წევრიანი წარმომადგენელთა პალატის სრულ შემადგენლობას და სენატის 35 წევრს. გარდა ამისა, 36 შტატში …
ნახვა »უკრაინის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისრის განცხადებით, კუნძულ „ზმეინიზე“ დაკავებული 30 ჯარისკაცი რუსების ტყვეობიდან გათავისუფლდა. დიმიტრო ლუბინეცმა დაადასტურა, რომ კუნძულ ‘ზმეინიზე“ დაკავებული 30 სამხედრო უკვე უკრიანის ტერიტორიაზე იმყოფება. როგორც მან აღნიშნა, უკრაინის ხელისუფლება ტყვეობაში მყოფი ჯარისკაცების გასათავისუფლებლად მუშაობას აგრძელებს. შეგახსენებთ, უკრაინულმა ძალებმა რუსების მიერ დროებით ოკუპირებული კუნძული …
ნახვა »ცნობილია, რომ რუსები ბოლო 1 კვირის განმავლობაში აქტიურად ამაგრებენ ხერსონში, მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე თავდაცვით ხაზებს, როგორც უშუალოდ მდინარის გასწვრივ, ისე შავი ზღვის სანაპიროზე, სადაც ეწყობა მიწათხრილები, მრავალშრიანი სანგრების სისტემა და რკინა-ბეტონის წინაღობები, რაც კიდევ ერთი მანიშნებელია იმისა, რომ რუსები აპირებენ სრულად გადმოჯგუფდნენ მდინარის მარცხენა სანაპიროზე და დატოვონ ქ.ხერსონი.
ნახვა »როგორც მედია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ვაჰან უნანიანის განაცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, ვაშინგტონში დღეს სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის შეხვედრა გაიმართება „ამერიკული მხარის ინიციატივით 7 ნოემბერს ვაშინგტონში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის არარატ მირზოიანის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ჯეიჰუნ ბაირამოვის …
ნახვა »როგორც ცნობილია, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის სამხრეთით 14 რუსი ჯარისკაცი, დრონების მართვის პუნქტი და საბრძოლო მასალის სამი საცავი გაანადგურეს. ოპერატიული სარდლობა „სამხრეთის“ ინფორმაციით, უკრაინის სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა გასული დღის განმავლობაში 147 საცეცხლე ამოცანა შეასრულეს. „დღის განმავლობაში მოწინააღმდეგის დანაკარგია : 14 რაშისტი, 3 ერთეული ჯავშანტექნიკა, უპილოტო საფრენი აპარატის მართვის პუნქტი, …
ნახვა »გილოცავთ ერეკლეობას! პატარა კახი, როგორც სიყვარულით შეარქვა ხალხმა, სიცოცხლეშივე იქცა ლეგენდად. დიდი ილიას სიტყვებით, იგი ნახევარ საუკუნეზე მეტი ხმალამოღებული პატრონობდა სამშობლოს. განუწყვეტელი ომების მიუხედავად, ერეკლე II-ემ საფუძველი ჩაუყარა ქვეყნის მოდერნიზაციისკენ მიმართულ მასშტაბურ რეფორმებს სახელმწიფოებრიობის, მრეწველობის, განათლების, კულტურის განვითარებისათვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს. ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ ღვაწლმოსილი მეფე …
ნახვა »იაპონიის დედაქალაქში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის სამუშაო ვიზიტი დაიწყო. დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს. ვიზიტის ფარგლებში, დღის მანძილზე, შეხვედრები გაიმართება იაპონიის წარმომადგენელთა პალატასა და ქვედა პალატის ხელმძღვანელებთან. „შეხვედრები, რომლებიც დღეს, იაპონიის წარმომადგენლობით პალატაში იმართება, რამდენიმე მიზანს ემსახურება. პირველ რიგში, ეს არის საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება. ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი იქნება დეოკუპაციის პოლიტიკის …
ნახვა »ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის აცნობა, რომ ამ კვირაში უკრაინას შესთავაზებს ევროკავშირის მნიშვნელოვან ფინანსურ პაკეტს, რომელიც მოიცავს 1,5 მილიარდ ევრომდე თვეში, საერთო ჯამში კი მისი მოცულობა 18 მილიარდ ევრომდეა, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს 2023 წლისთვის უკრაინის ფინანსური საჭიროებების დაკმაყოფილებაში. ორივე ლიდერმა აღიარა სახელმწიფო არსებითი …
ნახვა »