STAR FM 93.9
OFFLINE
LIVE

STARVISION LTD
STV / STARFM 93.9 – პირველი მულტიმედია პლატფორმა საქართველოში 2004 წლიდან
🔺️ პარლამენტმა სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილი კანდიდატების მოსმენის პროცესი დაიწყო. ვინ არიან ოპოზიციის მიერ წარდგენილი კანდიდატები, ვის დაუჭერს მხარს მმართველი გუნდი და როგორ განვითარდება მოვლენები? 🔺️ მსოფლიოს ერთ-ერთმა წამყვანმა საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბრენდმა „ბეკომ“ საქართველოში საქმიანობის 25 წლის იუბილე გრანდიოზულად აღნიშნა. რა სიახლეებით შეხვდა კომპანია იუბილეს და როგორ ჩაიარა საიუბილეო …
ნახვა »ბალენსიაგამ 2022 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციისთვის შავი ქურთუკი წარადგინა, რომელიც სოკოსგან მიღებული ტყავის შემცვლელითაა დამზადებული. როგორც ცნობილია, ქურთუკის ღირებულება 9 ათას ევროს შეადგენს. ცნობილია, რომ პროდუქტის შესაქმნელად ბალენსიაგამ იტალიური ბიოტექნოლოგიური ფირმის, SQIM-ის, წარმოებული მასალა Ephea გა მოიყენა, რომელიც სოკოს ძირეული სტრუქტურისგან, მიცელიუმისგან, მზადდება. ქურთუკის დიზაინერი ბალენსიაგას შემოქმედებითი ხელმძღვანელი და მოდის …
ნახვა »Bloomberg-ის ინფორმაციით, სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში, ჰელოუინის აღნიშვნისას, ჭყლეტის დროს, 120 ადამიანი დაიღუპა და 100 დაშავდა. როგორც სეულის იონსანის რაიონის სახანძრო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ჩხვე სონ ბომი აღნიშნავს, რომ გარდაცვლილთა რიცხვი კიდევ შეიძლება გაიზარდოს, ვინაიდან იტევონის გასართობ რაიონში მაშველები აგრძელებენ დაშავებულთა სეულის მასშტაბით საავადმყოფოებში გადაყვანას. კორეის ეროვნული სახანძრო სააგენტოს წარმომადგენლის, …
ნახვა »აშშ-ში ციხიდან გაათავისუფლეს 69 წლის კაცი – მორის ჰასტინგსი, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 1984 წელს აღმოჩნდა და 1988 წლიდან სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, – ამის შესახებ BBC წერს. კაცის გათავისუფლებისა და უდანაშაულოდ ცნობის საფუძველი დნმ-ის ახალი მტკიცებულებები გახდა, რომლითაც გაირკვა, რომ დანაშაული არა მან, არამედ სულ სხვა კაცმა ჩაიდინა. საქმე ეხებოდა რობერტა უაიდერმაიერის მკვლელობას, რომლის …
ნახვა »საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე მუსტაფა შენთოფს ეროვნულ დღესასწაულს ულოცავს. ამის შესახებ შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „99 წლის წინ თურქეთმა გამოაცხადა რესპუბლიკის დაარსების შესახებ და დაიწყო თანამედროვე, ძლიერი სახელმწიფოს შენება. ვულოცავ მუსტაფა შენთოფს ამ ისტორიულ დღეს და გულწრფელად გისურვებთ მშვიდობასა და კეთილდღეობას თქვენ, თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის …
ნახვა »რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია დასრულდა, რომლის ფარგლებში სულ მობილიზებულ იქნა 300 000 ადამიანი, მათგან 82 000 უკვე ფრონტზე იმყოფება, ხოლო 218 000 საბრძოლო მოქმედებების ზონაში გაგზავნამდე ემზადება. როგორც შოიგუმ აღნიშნა, ფრონტზე გაიგზავნა ასევე დამატებით 13 000 მოხალისე, რომლებიც თავისი სურვილით ჩაერიცხნენ რუსეთის შეიარაღებული ძალების რეზერვში.
ნახვა »ბრიტანული გაზეთი The Telegraph-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, ბორის ჯონსონი უკრაინის რეკონსტრუქციისთვის თანხების შესაგროვებლად ფონდის შექმნას გეგმავს. ცნობილია, რომ ინფორმირებულმა წყარომ ჯონსონის იდეას უკრაინის “მარშალის გეგმა” უწოდა და აღნიშნა, რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრს კერძო დონორებისგან ფულის შეგროვების სურვილი აქვს. როგორც The Telegraph-ს წყაროებმა განუცხადეს, ჯონსონი თავისი იდეის გამოცხადებას ამ ზამთარში “აშშ-ში ხმაურიანი …
ნახვა »როგროც რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი სოჭში, 31 ოქტომბერს სამმხრივ მოლაპარაკებებს გამართავენ. ცნობილია, რომ მხარეები განიხილავენ, რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების 2020 წლის 9 ნოემბრის, 11 იანვრისა და 2021 წლის 26 ნოემბრის შეთანხმებების რეალიზაციის პროცესს, სამხრეთ …
ნახვა »ცნობილი ბრიტანელი მომღერლის, ადელის თქმით, ლას-ვეგასის შოუების დასრულების შემდეგ, სურს, ხარისხი მიიღოს ინგლისურ ლიტერატურაში. “მომღერლის კარიერა რომ არ მქონოდა, ვფიქრობ, ინგლისური ლიტერატურის მასწავლებელი ვიქნებოდი. ვფიქრობ, ინგლისური ლიტერატურის მიმართ სიყვარულს ჩემს საქმიანობაშიც ვამჟღავნებ. კარგი იქნებოდა, უნივერსიტეტში მესწავლა და ეს გამოცდილებაც მიმეღო, მაგრამ სწავლას ონლაინ ვაპირებ, მასწავლებლის დახმარებით. ესაა ჩემი გეგმა 2025 …
ნახვა »თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში მოქალაქემ სავარაუდოდ ხელყუმბარა ააფეთქა. სავარაუდოდ, მან თვითმკვლელობა სცადა. ის მძიმე დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს.9 ადგილზე სამართალდამცველები მუშაობდნენ. გამოძიება 229-ე მუხლით დაიწყო. მომხდარზე სხვა დეტალები ჯერ უცნობია.
ნახვა »