პოლიტიკა

რადიო STAR FM 93.9 | LIVE

რადიო STAR FM 93.9 | LIVE

STAR FM 93.9

OFFLINE LIVE
STARVISION_Cropped
STARVISION LTD

STV / STARFM 93.9 – პირველი მულტიმედია პლატფორმა საქართველოში 2004 წლიდან

 

🎙️„ვარსკვლავთა მუსიკა“ – ეს ყველაზე ვარსკვლავური რადიოს – STAR FM 93,9-ის სლოგანია.

📻 რადიო, რომლის ეთერშიც ჰიტად ქცეულ სიმღერებს უსმენთ და რადიო, რომელიც წარმატებული ადამიანების შესახებ გიყვებათ, Fm სივრცეში 2009 წლის 7 სექტემბერს
გამოჩნდა.

🎧 ჩვენს ეთერში ყველასთვის საყვარელ და ნოსტალგიურ, ძველ ჰიტებთან ერთად, თანამედროვე, ჩარტების ლიდერ კომპოზიციებსა და სიმღერებსაც მოისმენთ

✔️ საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური სიახლეები, ახალი ამბები კულტურისა და სპორტის სფეროდან, ამინდის პროგნოზი და ვალუტის კურსი – მიმდინარე სიახლეებს, ,,ლაივ ნიუსის” პირდაპირ ეთერში, ჩვენი წამყვანები, საათში ორჯერ გაგაცნობენ.

✔️რადიოს STAR FM 93,9 მოსმენა გარდა სიხშირისა FM 93,9,
შესაძლებელია ინტერნეტსივრცეშიც. ეწვიეთ სტარფმის ოფიციალურ ინტერნეტ პორტალს და უსმინეთ რადიოს LIVE რეჟიმში

🌐 www.starvision.ge

📻 რადიო მსმენელთან ურთიერთობისთვის აქტიურად იყენებს სოციალურ ქსელებს –
ეწვიე რადიოს ფბ-გვერდს, მოიწონე და გაეცანი ვარსკვლავურ სიახლეებს
ლინკი ➡️ https://www.facebook.com/radiostarfm93.9/

ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს 77-ე სესიის გენერალურ დებატებზე აშშ-ის პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს 77-ე სესიის გენერალურ დებატებზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენის სიტყვით გამოსვლას დაესწრო. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, მთავრობის მეთაური ჯოზეფ ბაიდენის სიტყვით გამოსვლაზე დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა. გაერო-ს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის გენერალური დებატები 21 სექტემბერს გაიხსნა. საქართველოს მთავრობის მეთაური გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის …

ნახვა »

რუსეთში საომარი მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციებზე სულ მცირე 370 ადამიანი დააკავეს

რუსეთში საომარი მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციებზე სულ მცირე 370 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ რუს უფლებადამცველთა ჯგუფზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც რუსეთში „უცხო აგენტების“ სიაშია შეყვანილი. Ovd-info-ს ცნობით, ამ მომენტისთვის რუსეთის მასშტაბით 370 პირია დაკავებული, მათ შორის 96 პეტერბურგში, 89 მოსკოვში, ხოლო 45 ეკატერინბურგში. უფლებადამცველთა ჯგუფში აცხადებენ, რომ დაკავებისას პოლიცია იყენებს ძალას. …

ნახვა »

კახა კალაძე – დედაქალაქის მერია მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმას უახლოეს მომავალში წარადგენს

დედაქალაქის მერია მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმას უახლოეს მომავალში წარადგენს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა და დედაქალაქში მიუსაფარი ცხოველების მართვის გეგმაზე ისაუბრა. მისივე თქმით, მერიამ უკვე გადადგა ქმედითი ნაბიჯები მიუსაფარი ცხოველების სასტიკ მოპყრობასთან დაკავშირებული კანონპროექტის ინიცირების თვალსაზრისით და აღნიშნულ საკითხზე კომპლექსურ მუშაობას, არასამთავრობო სექტორთან …

ნახვა »

მარინა კალიურანდი – გთხოვთ იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც არ არიან ჩართულნი სამუშაო ჯგუფებში, ჩაერთეთ, გამოხატეთ თქვენი პოზიციები, დარწმუნებული ვარ, ამას ელოდება ქართველი ამომრჩეველი

გთხოვთ, იყავით ერთად, გთხოვთ, პარტიულ ინტერესზე მაღლა დადექით და დაიწყეთ თანამშრომლობა ქართველი ხალხის ინტერესებისთვის. იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც არ არიან ჩართულნი სამუშაო ჯგუფებში, გთხოვთ, ჩაერთეთ, გთხოვთ, შედით სამუშაო ჯგუფებში, გამოხატეთ თქვენი პოზიციები იქ, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა განაცხადა, რომელიც საქართველოს პარლამენტში შეხვედრებს მართავს. ევროპარლამენტარის განცხადებით, „ქართულ ოცნებამ“ უნდა …

ნახვა »

დღეიდან სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დღეიდან იწყება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, თამარ გაბუნიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა. თამარ გაბუნიას თქმით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ 200 ათასი დოზა ფრანგული წარმოების („სანოფი პასტერი“) ოთხკომპონენტიანი ვაქცინა უკვე შეიძინა. ის ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული პრეპარატებიდან ერთ-ერთია. ვირუსის საწინააღმდეგოდ აცრა რისკჯგუფებისთვის უფასო იქნება. …

ნახვა »

ქუთაისში საქართველოს ბანკის ფილიალზე თავდამსხმელს ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ

ქუთაისში საქართველოს ბანკის ფილიალზე თავდამსხმელს ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ. გრიგოლ ნარსია ამ დროისთვის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. პოლიციამ მძევლები უკვე გამოკითხა. „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირი 20 სექტემბერს, დილით შეიჭრა. ის 2 მილიონ დოლარს ითხოვდა და აცხადებდა, რომ ბანკში ასაფეთქებელი მოწყობილობები დაამონტაჟა. თავდამსხმელი დაკავებულია. თავდასხმის შედეგად, არავინ დაშავებულა.

ნახვა »

ქუთაისში, „საქართველოს ბანკში“ აყვანილი ყველა მძევალი გათავისუფლებულია

კაცი, რომელმაც ქუთაისში, „საქართველოს ბანკში“ მძევლები აიყვანა დაკავებულია. ყველა მძევალი გათავისუფლებულია, არცერთი მათგანი არ დაშავებულა. ბანკის ფილიალში შეიარაღებული პირი დღეს დილით შეიჭრა. ის 2 მილიონ დოლარს ითხოვდა და აცხადებდა, რომ ბანკში ასაფეთქებელი მოწყობილობები დაამონტაჟა. შსს-ს ინფორმაციით, თავდაპირველად, თავდამსხმელს 12 მძევალი ჰყავდა აყვანილი. ადგილზე ჩავიდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური.

ნახვა »

„საქართველოს ბანკში“ შეჭრილი შეიარაღებული პირი ვერტმფრენს, ანკესს და რუსეთის დროშას ითხოვს

შეიარაღებული პირი, რომელიც ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიჭრა, ახალ პირობებს ასახელებს. როგორც ერთ-ერთი მძევლის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, მძარცველი ვერტმფრენს, ანკესს და რუსეთის დროშას ითხოვს. ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირი დღეს დილით შეიჭრა. ის 2 მილიონ დოლარს ითხოვს და აცხადებს, რომ ბანკში ასაფეთქებელი მოწყობილობები …

ნახვა »

ქუთაისში, ბანკში შეჭრილი თავდამსხმელი ამბობს, რომ შენობა დანაღმულია, ითხოვს $2 მლნ-ს – ვიდეო

ქუთაისში, საქართველოს ბანკში შეჭრილი ამბობს, რომ შენობა დანაღმულია. მას მძევლები ყავს აყვანილი და $2 მილიონს ითხოვს.  სამართალდამცველებს მან ამისთვის დრო 15:00 საათამდე მისცა. მოთხოვნა მან ერთ-ერთი მძევლის ფეისბუქ ლაივ-ვიდეოში გაახმოვანა. ვიდეოში ის მიუთითებს ასაფეთქებელ მოწყობილობაზე, რომელიც, სავარაუდოდ, ოთახის ერთ-ერთ კედელზე აქვს მიმაგრებული.   თავდამსხმელს აცვია სამხედრო ფორმა და ნიღაბი უკეთია.   

ნახვა »

მედვედევი – რუსეთის ტერიტორიის ხელყოფა დანაშაულია, რომლის ჩადენაც თავდაცვის ყველა სახის ძალის გამოყენების საშუალებას იძლევა, სწორედ ამიტომ არის საჭირო რეფერენდუმების ჩატარება

რუსეთის ტერიტორიის ხელყოფა დანაშაულია, რომლის ჩადენაც თავდაცვის ყველა სახის ძალის გამოყენების საშუალებას იძლევა, სწორედ ამიტომ ეშინიათ რეფერენდუმების, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დიმიტრი მედვედევმა სოციალურ ქსელში დაწერა. მედვედევის თქმით, სწორედ ამიტომ არის საჭირო რეფერენდუმების ჩატარება. „რუსეთის ტერიტორიის ხელყოფა არის დანაშაული, რომლის ჩადენაც თავდაცვის ყველა სახის ძალის გამოყენების საშუალებას იძლევა. …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია