STAR FM 93.9
OFFLINE
LIVE
STARVISION LTD
STV / STARFM 93.9 – პირველი მულტიმედია პლატფორმა საქართველოში 2004 წლიდან
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ევროკავშირის ახალ ელჩს პაველ ჰერჩინსკის შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ევროკავშირისა და საქართველოს ასოცირების დღის წესრიგის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს. აღინიშნა, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებით დაადასტურა, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებამ საფუძველი დაუდო ახალ ეტაპს, რომელმაც საქართველო ევროკავშირის წევრობამდე უნდა მიიყვანოს. ირაკლი ღარიბაშვილის …
ნახვა »ახმეტაში, ჭიდაობის დროს გარდაცვლილი არასრულწლოვანი 16 წლის ვასიკო სიხარულიძეა. სოფელ ქისტაურში მცხოვრები ბიჭი, სპორტით იყო დაკავებული და მძიმე წონაში ჭიდაობდა. ვასიკოს შესახებ ერთ-ერთი მწვრთნელი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. „ვასიკო სიხარულიძე, ჩვენი ძაან სიმპატიური უმცროსი ძმა და ჩვენი ქართული ძიუდოს ოჯახის წევრი, უფალთან გაფრინდა, ზეციურ საქართველოში 8 სექტემბერს, დარბაზში ტატამზე. ️თბილი, უსაყვარლესი …
ნახვა »ელიზაბედ II 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალი მას შემდეგ გახდა, რაც 1952 წელს მამამისი, ჯორჯ VI გარდაიცვალა. საინტერესო ფაქტები დედოფლის შესახებ: 1 ელიზაბედს სკოლაში არ უვლია ელიზაბედს ყველაფრის სწავლა სახლში მოუწია. კერძო პედაგოგები მას კონსტიტუციონალიზმის ისტორიას, სამართალსა და ფრანგულს ასწავლიდნენ. ამის მიუხედავად, …
ნახვა »დედოფლის გარდაცვალება ნიშნავს, რომ სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას ვაჟი, არჩი მაუნტბატენ-უინძორი, ახლა ტექნიკურად პრინცია, მისი უმცროსი და ლილიბეტი, „ლილი“ კი – პრინცესა, – ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, 1917 წელს მეფე ჯორჯ V-ის მიერ დადგენილი პროტოკოლის თანახმად, მონარქის შვილებსა და შვილიშვილებს აქვთ ავტომატური უფლება მიიღონ ტიტული „მისი სამეფო უდიდებულესობა“ და …
ნახვა »83-ხმით ერთხმად – პარლამენტმა, მესამე მოსმენით, რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი დაამტკიცა, რომლის საფუძველზეც მომავალი სახალხო დამცველის კანდიდატის წარდგენა და არჩევა ახალი წესითა და პროცედურით მოხდება. მესამე მოსმენით კანონპროექტს მხარი კვლავ არ დაუჭირა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ლელომ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“. პარლამენტის მიერ მხარდაჭერილი რეგლამენტის პროექტით, ცვლილებები გარდამავალ დებულებებში აისახა, რაც იმას ნიშნავს, რომ …
ნახვა »მამაჩემს გაცნობიერებული აქვს, რომ აქ ჩამოსვლა შეცდომა იყო, ეს მისგან არაერთხელ გამიგია. მგონი ამას მიხვდა, ფიქრობს, რომ არც უნდა ჩამოსულიყო. დღეს მისი პრიორიტეტია, რომ უბრალოდ გადარჩეს და შეინარჩუნოს ჯანმრთელობა, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შვილმა, ედუარდ სააკაშვილმა ,,ვივამედის” კლინიკაში მისი მონახულების შემდეგ განაცხადა. ედუარდ სააკაშვილის თქმით, რთული წარმოსადგენია, რომ სააკაშვილი …
ნახვა »ადვოკატ ირაკლი ჩომახაშვილის ცნობით, რუსთავის საქალაქო სასამართლოში ნაფიცმა მსაჯულებმა ერთხმად, 12-ით 0-ის წინააღმდეგ, უდანაშაულოდ ცნეს ეთნიკური ნიშნით თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ბრალდებული ტაქსის მძღოლი – ამირან ბოკუჩავა. ბრალდებულს სასჯელის სახით 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა. “ნაფიცმა მსაჯულებმა დაადგინეს, რომ რუსებისთვის უკრაინული სიმღერის ჩართვა და საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვა არ არის დანაშაული. მინდა, მადლობა …
ნახვა »დმანისში არქეოლოგებმა 1.8 მლნ წლით დათარიღებული ევრაზიის უძველესი მაცხოვრებლების მიერ დამზადებული ქვის იარაღები აღმოაჩინეს. დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, არქეოლოგიურ სამუშაოები მერიის აქტიური ჩართულობითა და მხარდაჭერით მიმდინარეობდა. ოროზმანის აღმოჩენის პრეზენტაცია დღეს სოფელ ქვემო ოროზმანში გაიმართა. მოხდა ძეგლის დათვალიერება და აღმოჩენილი კბილის წარდგენა პრესისა და ფართო საზოგადოებისთვის. ოროზმანის ტერიტორიაზე პირველი არქეოლოგიური გათხრები …
ნახვა »დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა, ლიზ ტრასმა პატივი მიაგო გარდაცვლილ დედოფალ ელისაბედ II-ს და მხარდაჭერა და ლოიალობა გამოუცხადა ახალ მონარქს. „ჩვენ ვიწყებთ ახალ ეპოქას ჩვენი დიდი ქვეყნის ბრწყინვალე ისტორიაში ზუსტად ისე, როგორც მისი უდიდებულესობა ისურვებდა, შემდეგი სიტყვების წარმოთქმით: ღმერთო, დაიფარე მეფე“, – აღნიშნა ლიზ ტრასმა. ლიზ ტრასის თქმით, დედოფლის ერთგულება მოვალეობისადმი იყო მაგალითი …
ნახვა »გაეროს ცნობით, ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად მსოფლიოში ცხოვრების ხარისხი ეცემა. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია აცხადებს, რომ ჰუმანური განვითარების ინდექსი მსოფლიოს ქვეყნების 90%-ში ეცემა. გაეროს ცნობით, ბოლო ათწლეულების განმავლობაში მსოფლიოში ჰუმანური განვითარების ინდექსი, რაც მოიცავს ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხანგრძლივობის, განათლებისა და ცოდნის დონის, ისევე როგორც ადამიანების ეკონომიკური კეთილდღეობის მაჩვენებლებს, სტაბილურად უმჯობესდებოდა. ახლა კი ტენდენცია იცვლება. ჰუმანური …
ნახვა »