STAR FM 93.9
OFFLINE
LIVE

STARVISION LTD
STV / STARFM 93.9 – პირველი მულტიმედია პლატფორმა საქართველოში 2004 წლიდან
შეერთებულმა შტატებმა ჩეჩნეთის ლიდერს, რამზან კადიროვს და მის ოჯახს, სანქციები დაუწესა. ინფორმაციას ამერიკის სახაზინო დეპარტამენტი აქვეყნებს. ე.წ. „შავ სიაში“ შეიყვანეს კიდევ 44 ფიზიკური და 32 იურიდიული პირი, მათ შორის, ბავშვთა ომბუდსმენი, მარია ლვოვა-ბელოვა და რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე, მაქსიმ ორეშკინი.
ნახვა »ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის საზღვარზე ვითარება დაძაბულია. შეტაკება მოხდა ისფარინის რაიონში. ორმხრივი სროლის შედეგად, ერთი ტაჯიკი ჯარისკაცი დაიღუპა და 3 დაშავდა. 11 დაჭრილი ჯარისკაცის შესახებ იტყობინება ყირგიზული მხარეც. ცეცხლის გახსნაში ბიშკეკი და დუშანბე ერთმანეთს ადანაშაულებენ.
ნახვა »ჩვენ გვერდით ვუდგავართ საქართველოს 30 წელია, რადგანაც გვჯერა თქვენი ევროპული მომავლის. გვჯერა, რომ თქვენი დნმ, ისტორია, კულტურა, ტრადიციები ევროპასთან სრულ თანხვედრაშია, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა ტელეკომპანია „იმედთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ყველაფერი რასაც აშშ-ს საელჩო საქართველოში აკეთებს, ქართველ ხალხთან და საქართველოს მთავრობასთან პარტნიორობით …
ნახვა »საქართველო არის და ყოველთვის იყო ევროპული ქვეყანა. ის ევროპული პერსპექტივა, რაც საქართველომ იმაზე ადრე მიიღო, ვიდრე ამას საქართველოს მთავრობა ან ქართველი ხალხი მოელოდა, უზარმაზარი შესაძლებლობაა, განაგრძოს ეს ძალისხმევა და გააგრძელოს სვლა საქართველოს ევრო-ატლანტიკური მომავლისკენ, – ასე უპასუხა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა ტელეკომპანია „იმედთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ე.წ.ოთხეულის მოტივების შესახებ დასმულ …
ნახვა »ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებზე იმსჯელა. სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვისთვის პირს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება თუ სისხლში ეთანოლის შემცველობა 0,3 პრომილეზე მეტია და არ აღემატება 0,7 პრომილეს. პასუხისმგებლობა დაეკისრება ასევე იმ პირს, რომელიც სატრანსპორტო საშუალების მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებას …
ნახვა »საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტ ოდილ რენო-ბასოსთან საქართველოსა და რეგიონის სტრატეგიული განვითარების პრიორიტეტები განიხილა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ორბელიანების სასახლეში გამართული შეხვედრისას სალომე ზურაბიშვილმა ყურადღება გაამახვილა რამდენიმე მთავარ მიმართულებაზე, რომელთა განვითარებაშიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი მნიშვნელოვან როლს ასრულებს, კერძოდ, ენერგეტიკული უსაფრთხოება, საქართველოს რეგიონული, მაკავშირებლის ფუნქციის გაძლიერება და …
ნახვა »ევრობასკეტი 2022-ზე დასრულდა მეოთხედფინალური ეტაპი და დაკომპლექტდა ნახევარფინალური წყვილები: 1/2 ფინალი 16 სექტემბერი 19:15 პოლონეთი – საფრანგეთი 22:30 გერმანია – ესპანეთი 18 სექტემბერი 19:15 მე-3 ადგილისთვის 22:30 ფინალი
ნახვა »უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში ავარიაში მოყვა. როგორც უკრაინული მედია წერს, უკრაინის დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილი უკრაინის პრეზიდენტის მანქანას და დაცვის მანქანებს შეეჯახა. ზელენსკის თანმხლებმა ექიმებმა მსუბუქი ავტომობილის მძღოლს სასწრაფო დახმარება გაუწიეს. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. უკრაინის პრეზიდენტი ექიმმა გასინჯა და თქვა, რომ მას სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნება. „ავტოსაგზაო შემთხვევის ყველა გარემოებას სამართალდამცავები …
ნახვა »ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისიის პრეზიდენტი „ტვიტერში“ ავრცელებს. ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკისთან და დენის შმიგალთან რამდენიმე საკითხს განიხილავს. „კიევში, რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის დაწყებიდან მესამე ვიზიტი. ბევრი რამ შეიცვალა. უკრაინა ახლა ევროკავშირის წევრობის კანდიდატია. ვაპირებ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და დენის შმიგალთან განვიხილო ჩვენი ეკონომიკებისა და ხალხების დაახლოება უკრაინის გაწევრიანების გზაზე“, – წერს ურსულა …
ნახვა »სახალხო დამცველობის კანდიდატთა შერჩევის პროცესი დაიწყო. საკანონმდებლო ორგანოში განაცხადების მიღება 30 სექტემბრამდეა შესაძლებელი. ამ საკითხთან დაკავშირებით გამოქვეყნდა პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება. „გამოცხადდა განცხადებების მიღება სახალხო დამცველობის კანდიდატად წარდგენის მსურველთათვის.15 სექტემბრიდან 29 სექტემბრის ჩათვლით განცხადებები მიიღება ელექტრონულად: contact@parliament.ge ან მატერიალური სახით: თბილისი, რუსთაველის გამზირი №8ა.მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:ა) განცხადება, რომელშიც უნდა მიეთითოს: კანდიდატის სახელი და …
ნახვა »