STAR FM 93.9
OFFLINE
LIVE

STARVISION LTD
STV / STARFM 93.9 – პირველი მულტიმედია პლატფორმა საქართველოში 2004 წლიდან
92 წლის ასაკში სკკპ-ს ცენტრალური კომიტეტის ბოლო გენერალური მდივანი და სსრკ-ს პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტი, მიხეილ გორბაჩოვი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. „მიხეილ გორბაჩოვი დღეს საღამოს მძიმე და ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა“, – განაცხადეს ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში.
ნახვა »უკრაინელები კონტრშეტევას რამდენიმე მიმართულებით წარმატებით ახორციელებენ. ხერსონის გარდა მათ ფრონტის ხაზი მიკოლაევის მიმართულებითაც გაარღვუეს. ჟურნალისტ რომან ციმბალიუკის ცნობით, უკრაინელებმა რუსული თავდაცვის ხაზი მიკოლაევის მისადგომების მიმართულებაზეც გაარღვიეს, ოკუპანტთა შორის არიან დაჭრილები და დაღუპულები. ციმბალიუკი იუწყება, რომ გარღვეულია 205-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის პოზიციები ერთ’ერთ დასახლებულ პუნქტთან, მიმდინარეობს ბრძოლები.
ნახვა »საფრანგეთმა რუსეთი ენერგორესურსების ომის იარაღად გამოყენებაში დაადანაშაულა მას შემდეგ, რაც „გაზპრომმა“ ევროპაში გაზის მიწოდება კიდევ უფრო შეამცირა. საფრანგეთის ენერგეტიკის მინისტრმა, ანიეს პანიე-რუნაშერმა განაცხადა, რომ აშკარაა, რომ რუსეთი გაზს ომის იარაღად იყენებს. „ჩვენ უნდა მოვემზადოთ მიწოდების სრული შეწყვეტის ყველაზე ცუდი სცენარისთვის“, – აღნიშნა საფრანგეთის ენერგეტიკის მინისტრმა. მანამდე ფრანგულმა ენერგოკომპანია Engie-მ განაცხადა, რომ დღეიდან „გაზპრომისგან“ …
ნახვა »ძმები კაკულიები ბრალს არ აღიარებენ და იარაღის ჩადებაში საგამოძიებო უწყებას ადანაშაულებენ. კაკულიების ბრალდების საქმის განხილვა ცოტა ხნის წინ დასრულდა საქალაქო სასამართლოში. სასამართლო პროცესზე უფროსმა ძმამ, დავით კაკულიამ სიტყვის უფლებით ისარგებლა და თქვა, რომ მას და მის ძმას საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებმა ჩხრეკის დროს, ცეცხლსასროლი იარაღები ჩაუდეს. მისივე თქმით, ამ ფაქტს იმ …
ნახვა »კრწანისის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, თბილისის ზოგიერთ რაიონს ხვალ ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის ქუჩის მოსახლეობას. გლდანის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ულიანოვის, უწერის, ვარდევანის, ხეჩუაშვილის, ბარისახოს, ყუშიტაშვილის, ჭრებალოს, სხვიტორის, ხანძთელის, ანდრონიკაშვილის, გაგრისა და ლიბანის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი …
ნახვა »რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ცენტრალურ რაიონებს ცეცხლი გაუხსნეს, – ამის შესახებ ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინიგუბოვი იუწყება. სინეგუბოვი მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს. თავდასხმის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის მერი, იგორ ტერეხოვიც ავრცელებს და აცხადებს, რომ წინასწარი მონაცემებით, დაღუპულია 5 და დაშავებულია 7 ადამიანი.
ნახვა »3 სექტემბრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურამ დაბლობში, ბარში და მთიანი რეგიონების ცალკეულ რაიონში შესაძლოა 38, 40 გრადუსს მიაღწიოს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, არსებული და მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა და გამომშრალი ნიადაგი კვლავ რჩება ხანძრის გაჩენის ხელშემწყობ პირობად.
ნახვა »სახალხო დამცველის შერჩევის საკითხთან დაკავშირებით ჩვენი პოზიციაა, რომ პარლამენტმა და საპარლამენტო პოლიტიკურმა ჯგუფებმა კანდიდატი შევარჩიოთ შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციების ფართო წრის მიერ შემოთავაზებული კანდიდატებისგან, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა. როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, „ლელო“ საპარლამენტო საქმიანობაში ერთვება საკომიტეტო, ბიუროს და პლენარული სხდომების ეტაპებიდან. „სამუშაო ჯგუფებთან დაკავშირებით „ლელოს“ პოზიცია უცვლელია. …
ნახვა »ოპოზიციური პარტიები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ საბოტაჟი გამოუცხადონ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესს და ახალი სიტყვა გამოიგონეს – მრავალწახნაგოვნება. ეს იმისთვის, რომ თან აქ მოვიდნენ და თან მათი დესტრუქციული ქმედებები და ე.წ. პროტესტი გამართლდეს ქუჩაში, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციას არ სურს, რომ რეკომენდაციები შესრულდეს. …
ნახვა »ევროპეიზაციის მიმართულებით საქართველოს მიღწევები, ისევე როგორც საერთო ევროპული საქმისადმი თავდადებისა და თავგანწირვის ისტორია საქართველოს ევროკავშირის წევრობის ღირსეულ კანდიდატად აქცევს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. შალვა პაპუაშვილი გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის განცხადებას ეხმაურება. „გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ვინაიდან გააკეთა მოწოდება ევროკავშირის გაფართოებისკენ, რომელიც მათ შორის …
ნახვა »