STAR FM 93.9
OFFLINE
LIVE

STARVISION LTD
STV / STARFM 93.9 – პირველი მულტიმედია პლატფორმა საქართველოში 2004 წლიდან
რუსეთის სასამართლომ ამერიკელ კალათბურთელს, ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს ბრიტნი გრაინერს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლომ სპორტსმენი დამნაშავედ ცნო ნარკოტიკული საშუალებების შენახვასა და კონტრაბანდაში. ამასთან, სასამართლომ გრაინერს ერთი მილიონი რუბლის (16 300 დოლარი) ოდენობის ჯარიმა შეუფარდა. 31 წლის ბრიტნი გრაინერმა დანაშაული აღიარა, თუმცა უარყოფს, რომ კანონი მიზანმიმართულად დაარღვია და მომხდარს შეცდომა …
ნახვა »ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და 12 წლის მოზარდი მძიმედ დაშავდა ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. ავტომობილი ბებიასა და შვილიშვილს მაშინ დაეჯახა, როდესაც ისინი გზის სავალი ნაწილის გადაკვეთას ცდილობდნენ. შეჯახების შედეგად, 60 წლამდე ასაკის ქალი ადგილზე დაიღუპა, ხოლო 12 წლის მოზარდი მძიმე დაზიანებებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ზუგდიდის რეფერალურ …
ნახვა »დედაენის ბარის მფლობელი დათა ლაფაური აცხადებს, რომ ინტერნეტ სივრცეში რუსეთის მოქალაქეების მხრიდან ბარზე თავდასხმა მიმდინარეობს. ლაფაურის თქმით, რუსეთის მოქალაქეები ბარზე უარყოფით შეფასებებს როგორც სოციალურ ქსელებში, ასევე Google Map-ის აპლიკაციაში მასობრივად წერენ. ლაფაური ფორმულასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ რუსეთის მოქალაქეები ბარის შესახებ მიზანმიმართულად ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას და გარდა ამისა, საქართველოსადმი მუქარის შემცველ კომენტარებს წერენ. „დეზინფორმაციას ეწევიან, რომ თურმე …
ნახვა »ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში დაძაბულობის ესკალაციის საკითხზე კრემლში, უშიშროების საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. საბჭოს სხდომას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ხელმძღვანელობდა. პუტინის პრესსპიკერის თქმით, სხდომის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს, რომ რუსეთის, აზერბაიჯანის და სომხეთის მიერ 2020 წლის ნოემბერში ხელმოწერილი ცეცხლის შეყვეტის განცხადების ყველა დებულების შესრულება აუცილებელია. „ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით და …
ნახვა »სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ. აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, 3 აგვისტოს დილას სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა მთიან ყარაბაღში, ლაჩინის მიმართულებით აზერბაიჯანულ პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ერთი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. პასუხად, აზერბაიჯანმა კონტრტერორისტული ოპერაცია დაიწყო. ოპერაციის ფარგლებში განადგურებულია სომხური შეიარაღებული ფორმირებების რამდენიმე პოზიცია. არიან დაღუპულები და დაშავებულები. აზერბაიჯანის …
ნახვა »პუტინი უკრაინაში ომს თუ მოიგებს, მაშინ შემდეგი სამიზნე შესაძლოა, რუსეთის მეზობელი ქვეყნები გახდნენ, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კუნძულ უტოიაზე ახალგაზრდული ბანაკის წევრებთან შეხვედრის დროს განაცხადა. მისივე თქმით, ნატო-ს მორალური პასუხისმგებლობაა, მხარი დაუჭირონ უკრაინას. „ჩვენი მორალური პასუხისმგებლობაა, მხარი დავუჭიროთ უკრაინას. უკრაინა არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, სადაც 40 მილიონი ადამიანი …
ნახვა »თბილისის მერი კახა კალაძე ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ცენტრალური პარკის მოწყობის პროექტში განსახორციელებელ ცვლილებებს ადგილზე გაეცნო. ცვლილებების თანახმად, შეიცვალა დეკორატიული ატრაქციები. კერძოდ, ფრანგული ბაღისა და ბოტანიკური ბაღის ადგილზე, რომელთა საერთო ფართობი 28 232 კვადრატულ მეტრს შეადგენდა, მოეწყობა გამწვანებული სივრცეები და საპიკნიკე მოლები, ხოლო მცირე ზომის გორაკებზე დაირგვება ხე-მცენარეები ჩრდილისთვის. თბილისის მერის …
ნახვა »ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლომ ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შეთანხმების მასალები ე.წ. პარლამენტს უკან დაუბრუნა. ე.წ. საკონტიტუციო სასამართლოს აპარატის დე ფაქტო ხელმძღვანელის განცხადებით, დოკუმენტი იურიდიულად გამართული არ იყო, რადგან განმცხადებელმა მიმართვაში უნდა მოიყვანოს თავისი პოზიცია დადგენილ საკითხზე და წარმოადგინოს მისი სამართლებრივი საფუძველი. დე ფაქტო პარლამენტს შეუძლია 3 დღის განმავლობაში გაასაჩივროს …
ნახვა »ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური მთიან ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს. “ევროკავშირი საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს, რომელიც აზერბაიჯანულ და სომხურ ძალებს შორის ლაჩინის დერეფნის გარშემო და კონტაქტის ხაზის გასწვრივ, სხვა ადგილებში დაიწყო. სამწუხაროდ, ამ შეტაკებებს უკვე მოჰყვა მსხვერპლი და არიან დაშავებულები. აუცილებელია დეესკალაცია და ცეცხლის შეწყვეტის …
ნახვა »რუსემა ოკუპანტებმა ქალაქ ტორეცკში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება დაბომბეს. დაღუპულია 8 ადამიანი, 4 დაჭრილია. დაჭრილთა შორის 3 ბავშვია. სარაკეტო თავდასხმა დილის 11 საათისთვის განხორციელდა, როდესაც გაჩერებაზე ბევრი ხალხი იყო. ამის შესახებ ინფორმაციას დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პავლო კირილენკო ავრცელებს. “გარდა ამისა, რუსებმა დააზიანეს ეკლესია, დაიჭრა მღვდელი. ასევე დაზიანებულია მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მრავალსართულიანი შენობა. რუსი ოკუპანტები ყოველდღიურად …
ნახვა »