პოლიტიკა

რადიო STAR FM 93.9 | LIVE

რადიო STAR FM 93.9 | LIVE

STAR FM 93.9

OFFLINE LIVE
STARVISION_Cropped
STARVISION LTD

STV / STARFM 93.9 – პირველი მულტიმედია პლატფორმა საქართველოში 2004 წლიდან

 

🎙️„ვარსკვლავთა მუსიკა“ – ეს ყველაზე ვარსკვლავური რადიოს – STAR FM 93,9-ის სლოგანია.

📻 რადიო, რომლის ეთერშიც ჰიტად ქცეულ სიმღერებს უსმენთ და რადიო, რომელიც წარმატებული ადამიანების შესახებ გიყვებათ, Fm სივრცეში 2009 წლის 7 სექტემბერს
გამოჩნდა.

🎧 ჩვენს ეთერში ყველასთვის საყვარელ და ნოსტალგიურ, ძველ ჰიტებთან ერთად, თანამედროვე, ჩარტების ლიდერ კომპოზიციებსა და სიმღერებსაც მოისმენთ

✔️ საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური სიახლეები, ახალი ამბები კულტურისა და სპორტის სფეროდან, ამინდის პროგნოზი და ვალუტის კურსი – მიმდინარე სიახლეებს, ,,ლაივ ნიუსის” პირდაპირ ეთერში, ჩვენი წამყვანები, საათში ორჯერ გაგაცნობენ.

✔️რადიოს STAR FM 93,9 მოსმენა გარდა სიხშირისა FM 93,9,
შესაძლებელია ინტერნეტსივრცეშიც. ეწვიეთ სტარფმის ოფიციალურ ინტერნეტ პორტალს და უსმინეთ რადიოს LIVE რეჟიმში

🌐 www.starvision.ge

📻 რადიო მსმენელთან ურთიერთობისთვის აქტიურად იყენებს სოციალურ ქსელებს –
ეწვიე რადიოს ფბ-გვერდს, მოიწონე და გაეცანი ვარსკვლავურ სიახლეებს
ლინკი ➡️ https://www.facebook.com/radiostarfm93.9/

ხათუნა სამნიძე – ხვალ რომ არჩევნები იყოს, ჩემი აზრით, ჩვენ მზად არ ვართ

ხვალ რომ არჩევნები იყოს, ჩემი აზრით, ჩვენ მზად არ ვართ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. სამნიძის თქმით, როგორი იქნება არჩევნები – 2024 წელს იქნება, თუ რიგგარეშე, ამას პოლიტიკური პროცესი აჩვენებს და ახლა ძალიან რთულია რაიმე პროგნოზის გაკეთება. „მაგრამ ხვალ რომ არჩევნები …

ნახვა »

პაკისტანში წყალდიდობას ათობით ადამიანი ემსხვერპლა

პაკისტანის სამხრეთ პროვინციაში, ბალუჯისტანში ძლიერი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად 57 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ქალები და ბავშვები. 2 ადამიანი დაიღუპა ჩრდილო-დასავლეთით მდებარე პახტუნხვას პროვინციაშიც. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ძლიერი წვიმების გამო რვა კაშხალზე წყლის დონემ აიწია და მიმდებარე ტერიტორიები დატბორა. წყალდიდობის გამო, ასობით ადამიანი უსახლკაროდ დარჩა, რომელთა უმეტესობა თავშესაფრებში გადაიყვანეს.

ნახვა »

ხუნდაძე: კელი დეგნანმა ქართველი ამომრჩეველი შეურაცხყო, იმიჯი უზიანდება მის ქვეყანას

ქართული ოცნებიდან წასული დეპუტატი, დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა შეურაცხყოფა მიაყენა ქართველ ამომრჩეველს, ამით კი იმიჯი უზიანდება იმ ქვეყანას, რომელსაც ის წარმოადგენს”. საქმე მიხეილ ყაველაშვილის მიერ დეგნანისთვის გაგზავნილ წერილს და მასზე ელჩის პასუხს ეხება. ყაველაშვილის წერილში ნათქვამია, რომ “კარგი იქნებოდა, ამერიკის იმიჯის დასაცავად, ნაციონალური მოძრაობის განხორციელებულ პროვოკაციებს ელჩი საჯაროდ გამიჯვნოდა”. პასუხად დეგნანმა განაცხადა, რომ წერილი “სავსე იყო …

ნახვა »

„სირცხვილია“ – გულითად ბოდიშს ვიხდით და გპირდებით, აღარაფერს და აღარავის მივცემთ უფლებას, დაემუქროს უამრავი განსხვავებული მოქალაქის გამაერთიანებელ სულისკვეთებას

გულითად ბოდიშს ვიხდით და გპირდებით, აღარაფერს და აღარავის მივცემთ უფლებას, დაემუქროს უამრავი განსხვავებული­ მოქალაქის გამაერთიანებელ სულისკვეთებას, – ამის შესახებ მოძრაობა „სირცხვილიას“ მიერ 3 ივლისის აქციის შესახებ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. როგორც „სირცხვილიას“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მოძრაობის წევრები „აცნობიერებენ შეცდომებს“, რის გამოც ვერ მოხერხდა სამოქმედო გეგმის აქციის მონაწილეებისადმი „უფრო მკაფიოდ და გასაგებად …

ნახვა »

აშშ უკრაინას დამატებით 400 მილიონი დოლარის სამხედრო აღჭურვილობას, მათ შორის, HIMARS-ის კიდევ 4 სარაკეტო სისტემებს გაუგზავნის

აშშ უკრაინას დამატებით 400 მილიონი დოლარის სამხედრო აღჭურვილობას, მათ შორის, HIMARS-ის კიდევ 4 სარაკეტო სისტემებს გაუგზავნის. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება. მედიის ცნობით, აღნიშნული პაკეტი ასევე მოიცავს 1000 ვაზნას, ახალი ტიპის საარტილერიო საბრძოლო მასალისთვის, რომელსაც უკრაინას დასავლელი მოკავშირეები აწვდიან. აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ახალი საარტილერიო სახის დახმარება უფრო მეტად ზუსტია, …

ნახვა »

კანადის ხელისუფლებლამ რუსეთის პატრიარქს სანქციები დაუწესა

კანადა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებს. სანქციები დაუწესდა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქს კირილს (ვლადიმერ გუნდიაევს), როსკომნადზორს და სააგენტო რეგნუმს. ასევე აიკრძალა ოქროს იმპორტი რუსეთის ფედერაციიდან ნებისმიერი ფორმით.

ნახვა »

რუსეთმა დონეცკის დაბომბვა დაიწყო

რუსმა ოკუპანტებმა დღეს დონეცკის ოლქის დაბომბვა დაიწყეს, – ამის შესახებ ოლქის გუბერნატორი, პავლე კირილენკო იუწყება. მისი თქმით, წინასწარი ინფორმაციით, ქალაქ დრუჟკივკაში სარაკეტო თავდასხმა მოხდა. დაზიანებულია საავადმყოფო, კულტურის სასახლე, საცხოვრებელი შენობები და სათამაშო მოედანი. ოკუპანტებმა სლოვიანსკში საცხოვრებელ სახლს დაარტყეს, რის შედეგადაც სახლის მეპატრონე ნანგრევების ქვეშაა მოყოლილი. კირილენკოს თქმით, ადგილზე მაშველები იმყოფებიან. …

ნახვა »

გიორგი შერაზადიშვილმა ბუდაპეშტის გრანდ სლემზე პირველი გამარჯვება მოიპოვა

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე გრანდ სლემზე დღეს მედლების მოსაპოვებლად ორ წონით კატეგორიაში სამი ქართველი ძიუდოისტი ასპარეზობს. ტურნირზე პირველი შეხვედრა ჩაატარა ახალგაზრდა გიორგი შერაზადიშვილმა (81კგ), რომელმაც ბრიტანელი ლაჩიან მურჰედი იპონით დაამრცხა. რამდენიმე წუთში ამავე წონით კატეგორიაში იჭიდავებს მეორე ქართველი ზაურ დვალაშვილი, იგი უნგრელ ბენდეგეზ დემეტერის დაუპირისპირდება. მოგვიანებით ჩაერთვება შეჯიბრში ოლიმპიური, მსოფლიოს …

ნახვა »

ირაკლი ღარიბაშვილი – მუსლიმ თანამოქალაქეებს ვულოცავ ყურბან-ბაირამს, მშვიდობის, სიკეთისა და იმედის დღესასწაულს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მუსლიმ თანამოქალაქეებს ყურბან-ბაირამს ულოცავს. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის მშვიდობის, სიკეთისა და იმედის დღესასწაული. „ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს ვულოცავ ყურბან-ბაირამს – მშვიდობის, სიკეთისა და იმედის დღესასწაულს. კეთილდღეობას, სიხარულსა და ბედნიერებას ვუსურვებ ყველას”,- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

ნახვა »

კელი დეგნანი – აშშ საქართველოში არის მოსახლეობის და არა კონკრეტული პარტიის მხარდასაჭერად, აქ ვართ დამოუკიდებელი ინსტიტუტების მხარდაჭერისთვის, როგორიცაა სახალხო დამცველის ოფისი

საქართველოში ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ინსტიტუტების მხარდაჭერისთვის, რომელიც დაფუძნებულია თქვენი კონსტიტუციით, როგორიცაა სახალხო დამცველის ოფისი, – ამის შესახებ საქართველში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. კელი დეგნანმა კომენტარი გააკეთა საქართველოს პარლამენტის წევრის, მიხეილ ყაველაშვილის მისდამი ღია წერილზე. „წერილი იყო ტყუილებით და შეთქმულების თეორიებით სავსე. მისი ბოლომდე წაკითხვაც ვერ შევძელი, ჩემთვის ძალიან საწყენი იყო. ის ცხადად ვერ იგებს, რომ აშშ …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია