STAR FM 93.9
OFFLINE
LIVE

STARVISION LTD
STV / STARFM 93.9 – პირველი მულტიმედია პლატფორმა საქართველოში 2004 წლიდან
ინგლისის ჩემპიონშიფის ახალი სეზონის პირველ ტურში „ჰალ სიტი“„ბრისტოლს“ დაუპირისპირდა. მატჩი შოთა არველაძის შეგირდებისთვის არასახარბიელოდ დაიწყო და „ჰალი“ 72-ე წუთამდე საკუთარ მოედანზე მარცხდებოდა. თუმცა, მასპინძლებმა თამაშის შემოტრიალება მოახერხეს. მატჩი ქართველი სპეციალისტის გუნდის გამარჯვებით, 2:1 დასრულდა. ჩემპიონშიფის მომდევნო ტურში (6 აგვისტოს) „ჰალი“ გასვლაზე „პრესტონს“ შეხვდება.
ნახვა »უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონეცკის ოლქის მცხოვრებლებს ევაკუაციისკენ მოუწოდა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა მორიგი ვიდეომიმართვის დროს განაცხადა. „დონბასში ასობით ათასი ადამიანი, ათობით ათასი ბავშვი, უარს ამბობს გამგზავრებაზე. მაგრამ ამის გაკეთება ნამდვილად აუცილებელია. ამ გადაწყვეტილების მიღება მაინც მოგიწევთ, დამიჯერეთ; და რაც უფრო ადრე გააკეთებთ ამას, რაც უფრო მეტი ადამიანი დატოვებს დონეცკის ოლქს, მით ნაკლები ადამიანის მოკვლას …
ნახვა »საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაზე უარს ამბობს და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირს წყვეტს – ამის შესახებ სააკაშვილის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა განაცხადა. მან სააკაშვილის გადაწყვეტილების მიზეზიც განმარტა. „მიზეზი მისი სიცოცხლის შენარჩუნება, გადარჩენა გახდა. აქედან გამომდინარე, სხვა ყველა საკითხი, მათ შორის, პოლიტიკაც, მოიხსნა და საერთოდ მიდის ქართული პოლიტიკიდან, არა მხოლოდ „ნაციონალური …
ნახვა »გუდაურში ტრაგედიის დროს პარაპლანის დაშავებული ინსტრუქტორის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. დაშავებული პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია გადაყვანილი. მედიკოსების შეფასებით, კვლევებისა და ქირურგიული ჩარევის შედეგად, პარაპლანის ინსტრუქტორის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. როგორც პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურტელაძემ განაცხადა, პაციენტს კლინიკაში შეყვანისას ჰქონდა მრავლობითი, ძლიერი დაჟეჟილობები მთელი სხეულის არეში, ასევე თავის ტვინის შერყევა. „ჩაუტარდა მაღალტექნოლოგიური კვლევა …
ნახვა »საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა გუდაურში სამაშველო ოპერაციის დროს მომხდარ ტრაგიკულ მოვლენასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა გუდაურში სამაშველო ოპერაციის დროს ტრაგიკულად დაღუპული ეკიპაჟის მამაცი წევრების, მაშველებისა და მედიკოსების ოჯახებსა და მეგობრებს უსამძიმრებს“, – აღნიშნულია განცხადებაში. შსს-ს ინფორმაციით, 29 ივლისს, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენის დროს ორი პირი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა. …
ნახვა »შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის გუდაურში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ცხედრები შემთხვევის ადგილიდან ამოსვენებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა, რომლის დახმარებით გუდაურში ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობდა, გუშინ მართვა დაკარგა და ჩამოვარდა, რის შედეგადეგაც ვერტმფრენში მყოფი რვავე პირი დაიღუპა. ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდნენ: მაშველები – კახა ტორჩინავა და გიორგი მარგიანი, მფრინავები – ანდრო ქუჯოშვილი, ლევან ჩოხელი, ზაზა ლორია, დიმა ქააძე, ექიმები – ქეთი გულაგაშვილი და …
ნახვა »შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცხვარიჭამიაში 20 წლის კაცის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, 2000 წელს დაბადებული დ.ჯ. დააკავეს. “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 28 ივლისს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში დაზიანება მიაყენა 2002 წელს დაბადებულ მ.კ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას …
ნახვა »შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, გუდაურში სამაშველო ვერტმფრენში მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა. მისივე განცხადებით, პარაპლანით მფრინავებიდან ერთი ქართველი მგზავრი გადარჩა და კლინიკაში გადაჰყავთ, ხოლო მეორე – უცხოელი ტურისტი დაიღუპა. “რაც შეეხება პარაპლანით ფრენებს, გიდასტურებთ, დიდი პრობლემაა. კვირა არ გავა სამაშველო ოპერაცია რომ არ ჩატარდეს, ვერტმფრენი არ ჩაირთოს, არის, რა …
ნახვა »გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო, 30 ივლისი ქვეყანაში გლოვის დღედ ცხადდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში არის აღნიშნული. პრემიერი სამძიმარს უცხადებს დაღუპულების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გუდაურში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ეკიპაჟის წევრების, მაშველებისა და ექიმების დაღუპვის გამო. ამ მძიმე წუთებში გულწრფელ …
ნახვა »შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა, რომლის დახმარებით გუდაურში ჩამოვარდნილი პარაპლანისტტების სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობდა მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. ვერტმფრენის ბორტზე ეკიპაჟის წევრების გარდა იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და მედიკოსები. მომხდარის შესახებ ყველა დეტალი ზუსტდება და დამატებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებას მიაწვდის.
ნახვა »