STAR FM 93.9
OFFLINE
LIVE

STARVISION LTD
STV / STARFM 93.9 – პირველი მულტიმედია პლატფორმა საქართველოში 2004 წლიდან
ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო უკრაინელი ოჯახების დაბინავებაზე 6.3 მილიონ ლარს დახარჯავს – ამის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთვის გაგზავნილი განცხადებიდან ირკვევა. უწყების ინფორმაციით, მათ უკვე გააფორმეს 1.6 მილიონი ლარის ხელშეკრულებები, რომელთა მოქმედების ვადაც 2022 წლის 20 აგვისტოა, ხოლო შემდგომი შესყიდვისთვის მათ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ნებართვა ესაჭიროებათ. …
ნახვა »ირანმა რუსეთს „შაჰედ 129“-ის ტიპის საბრძოლო უპილოტო საფრენი აპარატები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, ირანული უპილოტო თვითმფრინავების პარტია კასპიის ზღვით რუსეთში გაიგზავნა, სამომავლოდ კი ასტრახანისა და ვოლგოგრადის გავლით სამხედრო ტვირთის მიტანა უკრაინის საზღვრამდე იგეგმება. „შაჰედ 129“-ის შემუშავების დროს უპილოტო თვითმფრინავს საფუძვლად დაედო ისრაელის საფრენი აპარატი „ჰერმეს 450“ და ამერიკული აპარატი „ემქიუ-1 პრედატორი“. „შაჰედ 129“-ის ფიუზელაჟის სიგრძე …
ნახვა »ევროპა მზად უნდა იყოს რუსეთიდან გაზის მიწოდების სრული შეწყვეტისთვის, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელის თქმით, გაზის რეალური ავარიის შემთხვევაში, შესაძლებელი უნდა იყოს მოხმარების შემცირება. ურსულა ფონ დერ ლაიენი ამბობს, რომ რუსეთიდან გაზის მიწოდების შემცირებისთვის არაადეკვატურმა მომზადებამ შეიძლება გამოიწვიოს ეკონომიკური პროდუქციის კლება საშუალოდ …
ნახვა »იაპონიაში ვულკან საკურაჯიმას ამოფრქვევის გამო, განგაშის უმაღლესი, მე-5 დონე გამოცხადდა. ვულკანის ამოფრქვევასთან დაკავშირებით, იაპონიის ხელისუფლება მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ზარალისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ამოფრქვევის შედეგად, ფერფლის მასა კრატერიდან 2.5 კილომეტრის სიმაღლეზე ავიდა ჰაერში. იაპონიის ბირთვული მარეგულირებლების განცხადებით, სენდაის ატომურ ელექტროსადგურზე არანაირი დარღვევა არ შეინიშნება. საკურაჯიმა …
ნახვა »აშშ-ში, კალიფორნიის ნაწილში უმსხვილესი აქტიური ტყის ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, ხანძარი, რომელსაც ოაკი დაარქვეს, იოსმიტის ეროვნულ პარკთან მძვინვარებს. ევაკუირებულია 6 ათასზე მეტი ადამიანი, უკვე განადგურდა 10 სახლი. ცეცხლს 400-მდე მეხანძრე და 4 ვერტმფრენი ებრძვის. ოაკი კალიფორნიაში ტყის ხანძრების სეზონის დაწყებას აღნიშნავს. სპეციალისტების თქმით, გვალვა და კლიმატური ცვლილებები, ისევე როგორ …
ნახვა »სერბი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი ევროპის გუნდში ითამაშებს ლეივერის თასზე, – იტყობინება ტურნირის პრესსამსახური. ადრე ევროპის ნაკრებში შევიდნენ შვეიცარიელი როჯერ ფედერერი, ესპანელი რაფაელ ნადალი და ბრიტანელი ენდი მარეი. გუნდის კაპიტანი იქნება ლეგენდარული შვედი ბიორნ ბორგი. ევროპის გუნდში კიდევ ორი ადგილია ვაკანტური. „ეს ერთადერთ ტურნირია, რომელშიც შემიძლია ვითამაშო იმ ჩოგბურთელებთან ერთად, რომლებთანაც, …
ნახვა »გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის პრეზიდენტი აბდულა შაჰიდი, მთავრობის მოწვევით, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 23-26 ივლისს ეწვევა. გენერალური ასამბლეის პრეზიდენტი განიხილავს როგორც საქართველოს გაეროში გაწევრიანების 30 წლის იუბილეს, COVID-19 კრიზისის შემდგომ აღდგენას, მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებას, მდგრად ტურიზმს, ახალგაზრდობისა და ქალთა საკითხებს, ასევე გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტის “იმედის …
ნახვა »24 თებერვლიდან 24 ივლისამდე პერიოდში, უკრაინულმა ძალებმა 39 520 რუსი ჯარისკაცი მოკლეს, რაც წინა დღის მაჩვენებელს 280 მოკლული ოკუპანტით აღემატება. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. მათი ცნობით, უკრაინელმა დამცველებმა, რუსული შეჭრის ხუთი თვის თავზე, გაანადგურეს მტრის 1722 ტანკი, 3942 ჯავშანტექნიკა, 869 საარტილერიო სისტემა, 255 ზალპური ცეცხლის სარაკეტო …
ნახვა »საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მიმდინარე პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ქობულეთში ახალი ერთ კილომეტრამდე სიგრძის ბულვარის რეაბილიტაცია-კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა. ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს. ქობულეთის ახალი ბულვარი დღეს ოფიციალურად გახსნეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელმა თორნიკე რიჟვაძემ. როგორც აღინიშნა, პროგრამა „განახლებული რეგიონების“ …
ნახვა »2023 წლიდან, საქართველოში მსოფლიოს წამყვანი კომპანია SpaceX-ის პროექტი Starlink-ი დაიწყებს ოპერირებას, რომელიც თანამგზავრული სისტემებით მაღალსიჩქარიანი ფართოზოლოვანი ინტერნეტის მიწოდებას უზრუნველყოფს. საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანა გახდება, რომელშიც SpaceX-ის პროექტი Starlink-ი დაიწყებს ოპერირებას. პირველ ეტაპზე, Starlink-ის ინტერნეტი საქართველოს მასშტაბით არსებულ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ყველა ტექნოპარკს მიეწოდება. ქვეყნის მასშტაბით სწრაფი ინტერნეტის ამოქმედება ხელს …
ნახვა »