პოლიტიკა

რადიო STAR FM 93.9 | LIVE

რადიო STAR FM 93.9 | LIVE

STAR FM 93.9

OFFLINE LIVE
STARVISION_Cropped
STARVISION LTD

STV / STARFM 93.9 – პირველი მულტიმედია პლატფორმა საქართველოში 2004 წლიდან

 

🎙️„ვარსკვლავთა მუსიკა“ – ეს ყველაზე ვარსკვლავური რადიოს – STAR FM 93,9-ის სლოგანია.

📻 რადიო, რომლის ეთერშიც ჰიტად ქცეულ სიმღერებს უსმენთ და რადიო, რომელიც წარმატებული ადამიანების შესახებ გიყვებათ, Fm სივრცეში 2009 წლის 7 სექტემბერს
გამოჩნდა.

🎧 ჩვენს ეთერში ყველასთვის საყვარელ და ნოსტალგიურ, ძველ ჰიტებთან ერთად, თანამედროვე, ჩარტების ლიდერ კომპოზიციებსა და სიმღერებსაც მოისმენთ

✔️ საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური სიახლეები, ახალი ამბები კულტურისა და სპორტის სფეროდან, ამინდის პროგნოზი და ვალუტის კურსი – მიმდინარე სიახლეებს, ,,ლაივ ნიუსის” პირდაპირ ეთერში, ჩვენი წამყვანები, საათში ორჯერ გაგაცნობენ.

✔️რადიოს STAR FM 93,9 მოსმენა გარდა სიხშირისა FM 93,9,
შესაძლებელია ინტერნეტსივრცეშიც. ეწვიეთ სტარფმის ოფიციალურ ინტერნეტ პორტალს და უსმინეთ რადიოს LIVE რეჟიმში

🌐 www.starvision.ge

📻 რადიო მსმენელთან ურთიერთობისთვის აქტიურად იყენებს სოციალურ ქსელებს –
ეწვიე რადიოს ფბ-გვერდს, მოიწონე და გაეცანი ვარსკვლავურ სიახლეებს
ლინკი ➡️ https://www.facebook.com/radiostarfm93.9/

შოთა დიღმელაშვილი – ჩვენი მოთხოვნების შეუსრულებლობა განაპირობებს მასობრივ დაუმორჩილებლობას

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე „შინ ევროპისკენ“, „სირცხვილიას“ წარმომადგენელმა შოთა დიღმელაშვილმა აქციის ორგანიზატორთა მიერ შემუშავებული მანიფესტი წაიკითხა. როგორც მანიფესტშია ნათქვამი, ისინი ერთიანდებიან ევროპული მომავლის იდეით და იწყებენ ახალ სახალხო მოძრაობას. აქციის ორგანიზატორების თქმით, შემდეგი სამოქმედო გეგმა და ხელისუფლებისადმი მოთხოვნები სწორედ 24 ივნისის აქციაზე გამოცხადდება. შოთა დიღმელაშვილის თქმით, მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, იქნება …

ნახვა »

მაია ფანჯიკიძე – არც ერთი პოლიტიკური პარტიის მხარდასაჭერად არ მოვსულვარ აქ

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მაია ფანჯიკიძე მივიდა. მან აქციაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა: “ეს არის ზეპარტიული თემა, ეს არის საკითხი, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქეს უნდა აწუხებდეს მიუხედავად იმისა, რომელ პარტიას ირჩევს არჩევნებზე. ამიტომ, რადგან ეს არის ბედის, ყოფნა-არყოფნის საკითხი, ჩემთვის ასეა, ვფიქრობ, არავის პოლიტიკური ინტერესი და პოლიტიკური …

ნახვა »

რუსთაველის გამზირზე აქცია „შინ ევროპისკენ“ მიმდინარეობს

დედაქალაქის მთავარ გამზირზე აქცია – „შინ ევროპისკენ“ მიმდინარეობს, რომელიც “სირცხვილიას“ და სამოქალაქო მოძრაობების ორგანიზებით იმართება. პარლამენტის წინ აქცია საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნებით გაიხსნა. აქციის ორგანიზატორები განმარტავენ, რომ დღევანდელი შეკრების მიზანია ევროპელმა პარტნიორებმა დაინახონ, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ევროპული არჩევანი გააკეთეს. უსაფრთხოების მიზნით, მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია. თბილისის გარდა, დღეს, ამავე მიზნით …

ნახვა »

ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში 22 ივნისს წარსდგება

მთავრობის მეთაური საკანონმდებლო ორგანოში 22 ივნისს წარსდგება. ირაკლი ღარიბაშვილი დეპუტატებს სამთავრობო პროგრამის შესრულების 2022 წლის ანგარიშს წარუდგენს. პრემიერ-მინისტრმა პარლამენტს ანგარიში წერილობით პირველ ივნისს გადაუგზავნა. პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, ანგარიშის წარდგენის შემდეგ პრემიერი კანონმდებლების კითხვებს უპასუხებს.

ნახვა »

თბილისის ”დინამოს” გიორგი ჭიაბრიშვილი გაწვრთნის

თბილისის ”დინამოს” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს -მომდევნო 2,5 წელი გუნდს გიორგი ჭიაბრიშვილი უხელმძღვანელებს. მხარეებს შორის კონტრაქტი უკვე გაფორმდა. მასთან ერთად გუნდში მთავარი მწვრთნელის ასისტენტად გიორგი დეკანოსიძე იმუშავებს. გიორგი ჭიაბრიშვილის ბოლო კლუბი თბილისის ლოკომოტივი იყო, სადაც 2020-21 წლებში მუშაობდა და კლუბთან ერთად ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზა. ლოკომოტივის გარდა ქართველი …

ნახვა »

კოლუმბიის საპრეზიდენტო არჩევნებში გუსტავო პეტრომ გაიმარჯვა

კოლუმბიის დედაქალაქის, ბოგოტას ყოფილი მერი, მემარცხენე გუსტავო პეტრო კოლუმბიის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადდა. მედიის ინფორმაციით, არჩევნების მეორე ტურში პეტრომ მემარჯვენე როდოლფო ერნანდესი დაამარცხა. მონაცემების თანახმად, გუსტავო პეტრომ ხმების 50.5% მიიღო და კოლუმბიის პირველი მემარცხენე ლიდერი გახდა.

ნახვა »

გიორგი ვაშაძე – ერთი შეკრებით გაზაფხულს ვერ მოვიყვანთ

დღეს ძალიან ბევრნი უნდა ვიყოთ, მაგრამ უნდა ვიცოდეთ მნიშვნელოვანი, ერთი შეკრებით ჩვენ გაზაფხულს ვერ მოვიყვანთ, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისი თქმით, საჭიროა სისტემური, გეგმაზომიერი და თანმიმდევრული მუშაობა, რომ საქართველო, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” ააცდინა ევროპულ გზას, ამ გზაზე დააბრუნონ. „ქართული ოცნება” თავხედობას პირდაპირ აგრძელებს, პრემიერ- მინისტრმა გვაუწყა დილით, რომ …

ნახვა »

მამუკა მდინარაძე – დღევანდელი აქცია ეწინააღმდეგება ევროკავშირის მოწოდებას დეპოლარიზაციის შესახებ

მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე დღევანდელ აქციაზე ისაუბრა. მისი შეფასებით, ოპოზიცია დეპოლარიზაციისკენ ევროპელი პარტნიორების მოწოდებას პირველივე წუთიდან არღვევს. „პრაქტიკულად შეიძლება იდენტური ფრაზებით არ არის, მაგრამ დათქმები და ევროკომისიის რეკომენდაციები სამივე ქვეყნის მიმართ  არის იდენტური. ერთადერთი განმასხვავებელია მხოლოდ პირველი პუნქტი და ეს რომ მნიშვნელოვანი არ ყოფილიყო, პირველ პუნქტად …

ნახვა »

გაი რიჩი „ჰერკულესის“ კინოვერსიას გადაიღებს

რეჟისორი გაი რიჩი Disney-ს მულტფილმის, „ჰერკულესის“ კინოვერსიას გადაიღებს. ამის შესახებ Deadline-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, პროდაქშენ-კომპანია AGBO Джо და ენტონი რუსო იმუშავებენ. სურათის სცენარის შავი ვერსია დეივ კალაჰემმა დაწერა, თუმცა პროდიუსერები ახალ სცენარისტებს ეძებენ, რომლებიც პროექტს ბოლომდე მიიყვანენ. Disney-მ „ჰერკულესი“ 1997 წელს გამოუშვა. მულტფილმის სიუჟეტი ბერძნულ მითზეა აწყობილი, რომელიც ცნობილი გმირის, ჰერკულესის ცხოვრებაზე მოგვითხრობს.

ნახვა »

BBC – რუსეთი ჩინეთში ნავთობის უმსხვილესი ექსპორტიორი გახდა

რუსეთი ჩინეთში ნავთობის უმსხვილესი ექსპორტიორი გახდა. როგორც „ბიბისი“ იუწყება, მაისში რუსეთის ფედერაციიდან ჩინეთისთვის მიწოდებული ნავთობის მოცულობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და 8,42 მილიონი ტონა შეადგინა, რაც შარშანდელ მონაცემებთან შედარებით, 55%-ით მეტია. ჩინეთი ევროკავშირის შემდეგ რუსული ნავთობისა და ბუნებრივი აირის ყველაზე მსხვილი იმპორტიორია. როგორც მედია წერს, ივნისის დასაწყისში ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებულმა …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია