STAR FM 93.9
OFFLINE
LIVE
STARVISION LTD
STV / STARFM 93.9 – პირველი მულტიმედია პლატფორმა საქართველოში 2004 წლიდან
ვატიკანში, პეტრე-პავლობისადმი მიძღვნილი მესას შემდეგ, სამების საკათედრო ტაძრის გუნდის მიერ შესრულებული „შენ ხარ ვენახი“ აჟღერდა. იქამდე, წმინდა პეტრეს ტაძარში, გუნდთან ერთად, თამარ ალიბეგაშვილმა პატრიარქის „ავე მარია“ შეასრულა. მესას რომის პაპი ფრანცისკე უძღვებოდა.
ნახვა »მიკოლაევში დღეს დილით ძლიერი აფეთქებები მოხდა. რუსი ოკუპანტები მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაესხნენ თავს, – ამის შესახებ ქალაქის მერმა ალექსანდრ სენკევიჩმა „ტელეგრამში“ განაცხადა. ამასთან, მიკოლაევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიტალი კიმმა განაცხადა, რომ მიკოლაევში მაღალსართულიან კორპუსზე განხორციელებული დარტყმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. არის 3 დაჭრილი, 2 გარდაცვლილი. დაშავებულია საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის …
ნახვა »უკანასკნელი დღეების მანძილზე წარმოქმნილმა ჭარბმა ნალექმა და მეწყრული პროცესების განვითარებამ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩარგალში მდებარე ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმს პრობლემები შეუქმნა. კერძოდ, მოვარდნილმა ღვარცოფმა ჩამოიტანა დიდი რაოდენობით ქვა-ღორღი და მუზეუმის აღმოსავლეთ ფლანგზე მდებარე შენობა-ნაგებობები დატბორა და ნაშალი მასალით აავსო. ასევე, დაიტბორა მუზეუმის უკანა მხარე. მნიშვნელოვანია, რომ საგამოფენო სივრცეს, სადაც ინახება ვაჟა-ფშაველას ხელნაწერთა …
ნახვა »ქორები გამოეყვნენ ყვავებს, – ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე სამი დეპუტატის მიერ „ქართული ოცნების“ დატოვებას სოციალურ ქსელში. აღნიშნულ დეპუტატებს გოცირიძე „ფარდისამხდელთა ჯგუფს“ უწოდებს. „პარლამენტში ფარდისამხდელთა ჯგუფი შეიქმნა. მათი პირით იღაღადებს ბიძინა“,- წერს გოცირიძე. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, „ქართული ოცნებიდან“ სამი დეპუტატის წასვლა მმართველი პარტიის სისუსტის დემონსტრირებაა. როგორც ვაშაძემ განაცხადა, „ქართული …
ნახვა »საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა, თბილისსა და შიდა ქართლში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის შვიდი პირი დააკავეს, მათ შორის სამი ნარკორეალიზატორია – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებისა და გასაღების მცდელობის ბრალდებით დაკავებულები არიან: 1993 …
ნახვა »საპენსიო სააგენტო მოქალაქეთა დანაზოგების შესახებ განცხადებას ავრცელებს: „მაღალი საზოგადოებივი ინტერესიდან გამომდინარე, საპენსიო სააგენტო მედიაში გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას ეხმიანება, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება. კერძოდ, გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ საპენსიო სააგენტოს და რაც მთავარია საპენსიო დანაზოგებს არავითარი საფრთხე არ ემუქრება და საპენსიო სააგენტო სტაბილურად, ჩვეულ რეჟიმში, აგრძელებს სამუშაო პროცესს. საპენსიო სააგენტო გამჭვირვალობის …
ნახვა »მიხეილ ყაველაშვილმა, დიმიტრი ხუნდაძემ და სოზარ სუბარმა პარტიიდან წასვლის მიზეზები განმარტეს. წასვლის ოფიციალური მიზეზეი ასეთია: მათ სურთ საზოგადოებას მეტი ინფორმაცია მაიწოდონ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, ამაში კი მამრთველი პარტიის ქოლგის ქვეშ ყოფნა, როგორც ჩანს, ხელს უშლიდათ. რა საკითხებთან დაკავშირებით აპირებენ ახლა უკვე დამოუკიდებელი დეპუტატები ე.წ. კულისებიდან ინფორმაციის გასაჯაროებას, ჯერჯერობით უცნობია. …
ნახვა »მიხეილ ყაველაშვილმა, დიმიტრი ხუნდაძემ და სოზარ სუბარმა პარტია “ქართული ოცნების” დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს. ამის შესახებ მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე განმარტებით, პარტიიდან წასულებს მიაჩნიათ, რომ ე.წ. კულისებიდან პოლიტიკური ფაქტებისა და მოვლენების შესახებ მეტი ინფორმაცია უნდა ვრცელდებოდეს.
ნახვა »რეგიონში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია, ადგილობრივი წარმოების ხორბლის და ქერის რეალიზაცია მხოლოდ შიდა ბაზარზე განხორციელდეს, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ განაცხადა. მინისტრის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო სრულად დამოკიდებულია ხორბლის იმპორტზე (ყოველწლიურად 500 ათასი ტონა) და მცირე წარმოების გამო, ექსპორტს ვერ ახორციელებს, შექმნილი …
ნახვა »„თბილისი პრაიდის“ კვირეული დღეს ოფიციალურად დაიწყება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ორგანიზატორებმა აცნობეს, კვირეული ქართველი რეჟისორის ელენე ნავერიანის ქვიარ ფილმის “სველი ქვიშა” ჩვენებით გაიხსნება. კვირეულის გახსნის ღონისძიებაზე ლგბტქ ადამიანები, მხარდამჭერები, დიპლომატიური კორპუსი, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები შეიკრიბებიან. კვირეულს მისასალმებელი სიტყვებით “თბილისი პრაიდის” თანადირექტორები, მარიამ კვარაცხელია და ანა სუბელიანი, ასევე ნიდერლანდების ადამიანის უფლებათა ელჩი, …
ნახვა »