პოლიტიკა

ვან გოგის ნახატის უკანა მხარეს მხატვრის ავტოპორტრეტი აღმოაჩინეს

შოტლანდიის ეროვნული გალერიის თანამშრომლებმა ვან გოგის ნახატების კოლექციის რენტგენით დავალიერებისას შემთხვევით ცნობილი მხატვრის აქამდე უცნობი ავტოპორტრეტი აღმოაჩინეს. ავტოპორტრეტი მისი ერთ-ერთი ნახატის უკანა მხარეს, მუყაოსა და წებოს ფენის მიღმა “იმალებოდა”.

სავარაუდოდ, ვან გოგმა ავტოპორტრეტი ფრანგი იმპრესიონისტების ნამუშევრების გაცნობის პერიოდში შეასრულა. გალერიის მიხედვით, მხატვარი ტილოებს ხშირად რამდენჯერმე იყენებდა, რათა ფული დაეზოგა და სწორედ ასე აღმოჩნდა ავტოპორტრეტი სხვა ნახატის უკანა მხარეს.

ნახატში ვან გოგს ყელსახვევი უკეთია და ქუდი ახურავს. ნახატში მის მარცხენა ყურსაც ვხედავთ. ექსპერტების თქმით, ავტოპორტრეტის ორივე ნახატის დაუზიანებლად აღდგენას ფრთხილი და ხანგრძლივი სარესტავრაციო სამუშაოები დასჭირდება.

ასევე ნახეთ

ნიკოლ ფაშინიანი – ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ფაქტობრივად პირველად, სომხეთმა და აზერბაიჯანმა საკითხი მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაწყვიტეს

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პირველად, სომხეთმა და აზერბაიჯანმა საკითხი მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაწყვიტეს, – ამის შესახებ სომხეთის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია