STAR FM 93.9
OFFLINE
LIVE

STARVISION LTD
STV / STARFM 93.9 – პირველი მულტიმედია პლატფორმა საქართველოში 2004 წლიდან
რუსმა ოკუპანტებმა დღეს დონეცკის ოლქის დაბომბვა დაიწყეს, – ამის შესახებ ოლქის გუბერნატორი, პავლე კირილენკო იუწყება. მისი თქმით, წინასწარი ინფორმაციით, ქალაქ დრუჟკივკაში სარაკეტო თავდასხმა მოხდა. დაზიანებულია საავადმყოფო, კულტურის სასახლე, საცხოვრებელი შენობები და სათამაშო მოედანი. ოკუპანტებმა სლოვიანსკში საცხოვრებელ სახლს დაარტყეს, რის შედეგადაც სახლის მეპატრონე ნანგრევების ქვეშაა მოყოლილი. კირილენკოს თქმით, ადგილზე მაშველები იმყოფებიან. …
ნახვა »უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე გრანდ სლემზე დღეს მედლების მოსაპოვებლად ორ წონით კატეგორიაში სამი ქართველი ძიუდოისტი ასპარეზობს. ტურნირზე პირველი შეხვედრა ჩაატარა ახალგაზრდა გიორგი შერაზადიშვილმა (81კგ), რომელმაც ბრიტანელი ლაჩიან მურჰედი იპონით დაამრცხა. რამდენიმე წუთში ამავე წონით კატეგორიაში იჭიდავებს მეორე ქართველი ზაურ დვალაშვილი, იგი უნგრელ ბენდეგეზ დემეტერის დაუპირისპირდება. მოგვიანებით ჩაერთვება შეჯიბრში ოლიმპიური, მსოფლიოს …
ნახვა »საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მუსლიმ თანამოქალაქეებს ყურბან-ბაირამს ულოცავს. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის მშვიდობის, სიკეთისა და იმედის დღესასწაული. „ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს ვულოცავ ყურბან-ბაირამს – მშვიდობის, სიკეთისა და იმედის დღესასწაულს. კეთილდღეობას, სიხარულსა და ბედნიერებას ვუსურვებ ყველას”,- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
ნახვა »საქართველოში ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ინსტიტუტების მხარდაჭერისთვის, რომელიც დაფუძნებულია თქვენი კონსტიტუციით, როგორიცაა სახალხო დამცველის ოფისი, – ამის შესახებ საქართველში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. კელი დეგნანმა კომენტარი გააკეთა საქართველოს პარლამენტის წევრის, მიხეილ ყაველაშვილის მისდამი ღია წერილზე. „წერილი იყო ტყუილებით და შეთქმულების თეორიებით სავსე. მისი ბოლომდე წაკითხვაც ვერ შევძელი, ჩემთვის ძალიან საწყენი იყო. ის ცხადად ვერ იგებს, რომ აშშ …
ნახვა »2021 წელს რეკლამაზე ყველაზე მეტი – 13.3 მლნ ლარი „ქართულმა ოცნებამ“ დახარჯა, რაც 17 პარტიის ჯამური სარეკლამო ხარჯის 70%-ს წარმოადგენდა. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, რომელიც პარტიების 2021 წლის დაფინანსების საკითხებს ეხება. როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში“ განმარტავენ, 17-მა პარტიამ მთლიანობაში დაახლოებით 43 მლნ ლარის ოდენობის …
ნახვა »შარლ მიშელის დოკუმენტი ანულირებულია – ევროკომისიას საჭიროდ რომ ჩაეთვალა 12-პუნქტიან რეკომენდაციებში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის გადმოტანა, როგორ წარმოგიდგენიათ, სასამართლოსთან დაკავშირებული საკითხი გადმოიტანა და საარჩევნო ბარიერის საკითხს არ გადმოიტანდა?! – ასეთია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის პასუხი, კონსტიტუციურ კანონში ცვლილებების რიგგარეშე სესიაზე მიღების მოთხოვნასთან დაკავშირებით. ოხანაშვილი ოპოზიციის მოთხოვნას “აბსურდულს” უწოდებს და აცხადებს, რომ ევროკომისიის …
ნახვა »ხელისუფლება და ოპოზიცია უნდა ვცდილობდეთ, რომ ევროპელებს თავი მოვაწონოთ, რათა ის შესაძლებლობა ექვს თვეში მაინც მოგვეცეს, რომელიც ახლა არ მოგვეცა, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა. მისივე თქმით, დეპოლარიზაციისთვის ყველაზე ეფექტური ნაბიჯი საარჩევნო ბარიერის დაწევაა. „ადამიანს, რომელსაც ვინმესთვის თავის მოწონება უნდა იმ წინადადებებით და ტონალობით შეიძლება ლაპარაკობდეს, …
ნახვა »8 ივლისს ქუთაისში +31 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +19 გრადუსი იქნება. მზიანი ამინდია მოსალოდნელი ოზურგეთშიც, სადაც დღისით +30, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. ბათუმში დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება. ფოთში უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21 გრადუსია მოსალოდნელი. …
ნახვა »რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ ინდონეზიის კუნძულ ბალიზე, G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრებმა უარი თქვეს დასწრებოდნენ ვახშამს, რომელიც “დიდი ოცეულის” წევრი ქვეყნების მინისტრებისთვის იმართებოდა. მანამდე, იაპონურმა სააგენტო Kyodo-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ინდონეზიის მიერ 7 ივლისს ორგანიზებულ ოფიციალურ მიღებას, G7-ის სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები სერგეი ლავროვის გამო არ …
ნახვა »BBC იაპონურ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ ქვეყნის ყოფილი პრემიერმინისტრი სინძო აბე, რომელსაც დღეს ესროლეს, გარდაიცვალა. სინძო აბეს თავს დღეს დაესხნენ. ქალაქ ნარაში ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს, უცნობმა კაცმა მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ ესროლა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 41 წლის თავდამსხმელი პოლიციამ ადგილზე დააკავა. როგორც მედია წერს, მას ადგილიდან გაქცევა არ უცდია. …
ნახვა »