პოლიტიკა

კელი დეგნანი – აშშ საქართველოში არის მოსახლეობის და არა კონკრეტული პარტიის მხარდასაჭერად, აქ ვართ დამოუკიდებელი ინსტიტუტების მხარდაჭერისთვის, როგორიცაა სახალხო დამცველის ოფისი

საქართველოში ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ინსტიტუტების მხარდაჭერისთვის, რომელიც დაფუძნებულია თქვენი კონსტიტუციით, როგორიცაა სახალხო დამცველის ოფისი, – ამის შესახებ საქართველში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

კელი დეგნანმა კომენტარი გააკეთა საქართველოს პარლამენტის წევრის, მიხეილ ყაველაშვილის მისდამი ღია წერილზე.

„წერილი იყო ტყუილებით და შეთქმულების თეორიებით სავსე. მისი ბოლომდე წაკითხვაც ვერ შევძელი, ჩემთვის ძალიან საწყენი იყო. ის ცხადად ვერ იგებს, რომ აშშ აქ არის საქართველოს მოსახლეობის მხარდასაჭერად და არა კონკრეტული პოლიტიკური პარტიის. ჩვენ აქ ვართ დამოუკიდებელი ინსტიტუტების მხარდაჭერისთვის, რომელიც დაფუძნებულია თქვენი კონსტიტუციით, როგორიცაა სახალხო დამცველის ოფისი. ეს ინსტიტუტი არსებობს და აქვს კონსტიტუციური მანდატი, რომ დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქე. ყველა დემოკრატიისთვის ძალიან სახიფათოა, რომ დამოუკიდებელი ინსტიტუტები არიან ძირგამოთხრილი“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ელჩის თქმით, აშშ-სა და ევროპას არ სურთ საქართველოს ჩათრევა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში.

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რადგან ის როგორც ჩანს, ცდილობს დეზინფორმაციის გამეორებას, რომელიც იდენტიფიცირებულია, როგორც ცხადი ტყუილი. აშშ-ს და ევროპას არ სურთ საქართველოს ჩათრევა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ შეძლებისდაგვარად, რომ შევაჩეროთ ეს ომი, რომ მოხდეს მისი გავრცელების პრევენცია. ჩვენ ვმუშაობთ მშვიდობისთვის და ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც სურს მშვიდობისთვის მუშაობა ჩვენთან ერთად, ვცდილობთ, იყოს ჩვენ მხარეს. არის ძალიან ბევრი ქვეყანა და დარწმუნებული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრმა ნახა ნატო-ს ბოლო სამიტზე მადრიდში მხარდაჭერის გაწევა ძალისხმევისთვის უკრაინის წინააღმდეგ პუტინის ომის შესაჩერებლად. ეს არის სერიოზული საკითხი, რომელიც სასწორზეა. ჩემთვის ძალიან უცნაურია, რომ „ქართული ოცნების“ სავარაუდოდ, ყოფილი დეპუტატების ნარატივი ძალიან ახლოს მიჰყვება მმართველი პარტიის ლიდერების ნარატივს, რომლებიც ასევე იმეორებენ დეზინფორმაციას, რომელიც იდენტიფიცირებულია როგორც ტყუილი. რა არის მათი მოტივი, რომ აგრძელებენ ამის გამეორებას, რაც ტყუილია? – ეს არის ჩემი კითხვა. რაც ვიცი ისაა, რომ როგორც ჩანს, რასაც ის ამბობს, ამას ემხრობიან მმართველი პარტიის ლიდერები. ასე რომ, არ ჩანს თითქოს, ის დისტანცირებულია პარტიისგან, როგორც ამას თავად ამბობს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ასევე ნახეთ

ვიოლა ფონ კრამონი – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის სამიზნე, ის არასამთავრობო ორგანიზაციებია, რომლებიც მხარს უჭერდნენ არჩევნების დაკვირვებას, აპროტესტებდნენ დარღვევებს და ა.შ.

ჩვენ უნდა ვფოკუსირდეთ საქართველოში გამჭვირვალე არჩევნებსა და მის გარშემო სამართლებრივ ჩარჩოზე, თუმცა ეს იოლი არაა, …

ჩანთების ონლაინ მაღაზია