ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილის განცალკევება საქართველოსგან და საქართველოს პოლიტიკისგან არის უბრალოდ წარმოუდგენელი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა. როგორც ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი არის ფაქტორი რეალურად ქართულ პოლიტიკაში. „მისი აწმყო არის ფაქტორი საქართველოს პოლიტიკაში. რაც შეეხება ღია მონაწილეობას არჩევნებში, ეს არის მისი პირადი გადასაწყვეტი და ასევე საქართველოს მოქალაქეებისა და ამომრჩევლების გადასაწყვეტი. …
Read More »სააკაშვილი: შევწყვიტოთ ქვეყნის შიგნით ცივი ომი და ბრაზი მივმართოთ დამპყრობელზე
“როდესაც ვამბობთ, რომ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებს ჰიბრიდული ომი, უნდა გვესმოდეს თუ რას ნიშნავს ეს. 1 ) მოქალაქეებს შთააგონებ, რომ მათზე არაფერი არაა დამოკიდებული. აბა მე რა ვქნა? ჩემზე რა არის დამოკიდებული? რა აზრი აქვს ქუჩაში გასვლას? 2 ) ჩვენი ბედი არ წყდება აქ მაინც. არსებობს სხვა მსოფლიო ცენტრები და იქ …
Read More »იაგო ხვიჩია მიხეილ სააკაშვილის სანახავად კლინიკა „ვივამედში“ მივიდა
პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია კლინიკა „ვივამედში“ მივიდა, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მკურნალობს. როგორც იაგო ხვიჩიამ განაცხადა, სააკაშვილისგან აინტერესებს, როგორ უყურებს ის ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას და ზოგადად მიმდინარე მოვლენებს. „პირველ რიგში, მოლოდინი მაქვს სერიოზული საუბრის იმასთან დაკავშირებით, რა უნდა მიხეილ სააკაშვილს და რა არის მის ინტერესებში. …
Read More »აქციაზე მიხეილ სააკაშვილის მომხრეები საკუთარი მოთხოვნებით მივიდნენ
რუსთაველის გამზირზე აქცია „შინ ევროპისკენ“ მიმდინარეობს, სადაც ასევე იმყოფებიან ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები, რომლებიც სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ. ისინი აქციის დაწყებამდე სკანდირებდნენ „თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს“. ასევე, მათ მოუწოდეს დღევანდელი აქციის წამყვანს, ლაშა ბუღაძეს, რომ ხელისუფლებას მისცეს 22:00 საათამდე ვადა მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას გათავისუფლებისთვის და სწორედ ეს იყოს აქციის მთავარი მოთხოვნა. მათი თქმით, …
Read More »როგორია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა?
საქართველოს მესამე პრეზიდენტი კლინიკა “ვივამედში” უფლებადამცველებმა მოინახულეს. როგორც ადვოკატმა ბექა ბასილაიამ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. “ვიზუალურად ერთი შეხედვითვე ჩანს, რომ მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. ამასთან დაკავშირებით მთელი ამ პერიოდის მანძილზე ჩვენ ძალიან მაღალი კომპეტენციის ექიმებისგან გვესმოდა შეფასებები და როგორც იცით, ველოდებით დასკვნას უახლოეს პერიოდში. ვიზუალური თვალსაზრისით, ძალიან მძიმედ …
Read More »სააკაშვილის ახალი ინიციატივა და გამოხმაურებები პოლიტიკურ სპექტრში
პატიმარი ექსპრეზიდენტის ახალი ინიციატივა – ტექნიკური მთავრობის შექმნა და პერმანენტული აქციები. მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ამბობს, რომ უნდა შეიქმნას ტექნიკური მთავრობა, რომელიც მისივე განმარტებით, ქართველი ერის ნების გამომხატველ არჩევნებს ევროკავშირის კონტროლის ქვეშ ჩაატარებს. ოპოზიციის ნაწილი მიხეილ სააკაშვილის პოზიციას იზიარებს და ეთანხმება, რომ ერთდღიანი პროტესტი ქვეყანაში არსებულ პრობლემებს …
Read More »მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი კლინიკა „ვივამედში“ ჩატარდება
მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი კლინიკა ”ვივამედში” ჩატარდება. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო ჩახნაშვილმა მიიღო. დღევანდელ სხდომაზე პროკურომა ლევან ვეფხვაძემ სასამართლოში გასვლითი სხდომის ჩატარების შუამდგომლობა დააყენა. აღნიშნულ შუამდგომლობას დაცვის მხარე არ დაეთანხმა. როგორც ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ განმარტა, ცნობაში არსადაა ნახსენები ტრანსპორტირება და რომ ცნობაში პირდაპირ წერია, რომ სააკაშვილი ჯანმრთელობის …
Read More »პროკურატურა სასამართლო პროცესის “ვივამედში“ ჩატარებასთან დაკავშირებით შუამდგომლობას დააყენებს
მიხეილ სააკაშვილის საქმის პროკურორის, ლევან ვეფხვაძის განცხადებით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე პროკურატურა პროცესის “ვივამედში“ ჩატარებასთან დაკავშირებით შუამდგომლობას დააყენებს. აღნიშნულის შესახებ ვეფხვაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. „ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი, რომელიც საზღვრის კვეთას ეხება, დღეს, 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩატარდება. გასულ სხდომაზე იყო მსჯელობა გასვლით სხდომასთან დაკავშირებით, რადგან ვერ ხერხდება ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის დაკითხვა. ბრალდების …
Read More »საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო
დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას სასამართლო პროცესი გადაიდო. სხდომაზე ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მიხეილ სააკაშვილი ვერ გამოცხადდა. ამასთან, მან კლინიკიდან გამოგზავნილ განცხადებაში მიუთითა, რომ პროცესის მის გარეშე ჩატარებას არ ეთანხმებოდა. მომდევნო პროცესი 11 ივლისს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.
Read More »