უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინულმა ძალებმა 38 000-მდე რუსი ჯარისკაცი გაანადგურეს. ამასთან, უკრაინელი სამხედროების მიერ, რუსული ძალების სხვადასხვა სახის ტექნიკაც განადგურდა. “უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს: მტრის 1672 ტანკი, 3866 ჯავშანტექნიკა, 842 საარტილერიო სისტემა, 247 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, 109 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 220 თვითმფრინავი, 188 ვერტმფრენი, 681 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის …
ნახვა »დმიტრო კულება – ჩვენ გავასამართლებთ რუს ომის დამნაშავეებს უკრაინული სისხლისა და ცრემლის თითოეული წვეთისთვის
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება აცხადებს, რომ რუსი „ომის დამნაშავეები“ ყოველი წვეთი უკრაინული სისხლისთვის გასამართლდებიან. „რუსეთმა კიდევ ერთი ომის დანაშაულს ჩაიდინა. ვინიცაზე სარაკეტო თავდასხმის მსხვერპლთა შორის სულ მცირე ერთი ბავშვი დაიღუპა. ჩვენ გავასამართლებთ რუს ომის დამნაშავეებს უკრაინული სისხლისა და ცრემლის თითოეული წვეთისთვის“, – წერს კულება „ტვიტერზე“. ცნობისთვის, უკრაინის ქალაქ ვინიცაში …
ნახვა »ვინიცაში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად 8 ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა
უკრაინის ქალაქ ვინიცაში სარაკეტო თავდასხმის შედეგად მინიმუმ 8 ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ეროვნულ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. წინასწარი ინფორმაციით, შენობას, რომელშიც საოფისე ფართებია განლაგებული, 3 რუსული რაკეტა მოხვდა. აფეთქების შედეგად ასევე დაზიანდა ოფიცერთა სახლი და მიმდებარე საცხოვრებელი სახლები. „ადგილზე ხანძარი გაჩნდა, ცეცხლი ავტოსადგომს მოედო. ახლა იქ …
ნახვა »რუსებმა დონეცკში კიდევ 4 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს
რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქში, გასული დღის განმავლობაში, ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს – ამის შესახებ დონეცკის ოლქის გუბერნატორი, პავლო კირილენკომ „ტელეგრამზე“ იუწყება. მისივე ცნობით, დაშავებულია კიდევ 8 სამოქალაქო პირი. “12 ივლისს რუსებმა დონეცკის ოლქში 4 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს: 2 ავდიივკაში, 1 – ბახმუტში და 1 – ჩასოვ-იარში. კიდევ 8 ადამიანი დაშავდა”, – …
ნახვა »ზელენსკი – მტერს ამ დრომდე არ აქვს გამბედაობა, აღიაროს დამარცხება და წავიდეს უკრაინული მიწიდან
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინელი მებრძოლების წარმატებისა და რუსული დანაკარგების მიუხედავად, მტერს ამ დრომდე არ აქვს გამბედაობა, აღიაროს დამარცხება და წავიდეს უკრაინული მიწიდან. ამის შესახებ ქვეყნის პირველმა პირმა ვიდეომიმართვაში ისაუბრა. „რუსეთის ფედერაციამ უკვე კარგად იგრძნო რას ნიშნავს თანამედროვე არტილერია და მათ არ ექნებათ უსაფრთხო ზურგი არსად ჩვენს მიწაზე, რომლის ოკუპაციაც …
ნახვა »მიკოლაივში რუსული დაბომბვის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, კირილო ტიმოშენკოს თქმით, გუშინ ღამით ქალაქ მიკოლაივში რუსული დაბომბვის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა. “მტერმა ღამით მასიურად დაბომბა ქალაქი,” – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ. ტიმოშენკო აღნიშნავს, რომ რუსეთის მხრიდან დაბომბვის შედეგად საცხოვრებელი სახლები დაინგრა, მაგრამ ქალაქ მიკოლაივის დაბომბვას მსხვერპლი არ მოჰყოლია. რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 …
ნახვა »ირანი რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების გადასაცემად ემზადება
ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს ინფორმაცია, რომ ირანი რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების გადასაცემად ემზადება, ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა. სალივანის თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებს ამ ეტაპზე დაზუსტებით არ შეუძლია იმის თქმა, გადასცა თუ არა უკვე ირანმა რუსეთს საფრენი აპარატები. სალივანი აღნიშნავს, რომ რუსეთმა უკვე მარცხი განიცადა უკრაინაში საკუთარი …
ნახვა »უკრაინის ვიცე-პრემიერი ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში მაცხოვრებლებს ტერიტორიების დატოვებისკენ მოუწოდებს
უკრაინის ხელისუფლება ქვეყნის ოკუპირებულ სამხრეთ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას, მოსალოდნელი კონტრშეტევების გამო, ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს. უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშუკის განცხადებით, ხერსონის და ზაპოროჟიეს რეგიონებში მცხოვრებმა უკრაინელებმა საცხოვრებელი ადგილები ყველა არსებული საშუალებით უნდა დატოვონ. უკრაინამ ხერსონის შავი ზღვის რეგიონის უმეტეს ნაწილზე ქვეყანაში რუსეთის შეჭრის შემდეგ პირველ კვირებში დაკარგა კონტროლი. „ცხადია, იქნება ბრძოლები, …
ნახვა »რუსებმა მარიუპოლში საბრძოლო მასალის საწყობები განათავსეს
მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრო ანდრიუშჩენკომ განაცხადა, რომ რუსებმა მარიუპოლის საცხოვრებელ რაიონებში საბრძოლო მასალის საწყობები განათავსეს. მისივე თქმით, რუსმა ჯარისკაცებმა საბრძოლო მასალის ორი საწყობი განათავსეს პირდაპირ საცხოვრებელ ზონაში. ამრიგად, დამპყრობლებს სურთ მარიუპოლის მშვიდობიანი მოსახლეობა „ფარად“ გამოიყენონ. ბოლო დროს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, HIMARS-ის მრავალჯერადი სარაკეტო გამშვების წყალობით, უკვე გაანადგურეს მრავალი რუსული სამხედრო …
ნახვა »დონეცკის ოლქში სარაკეტო იერიშის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც
დონეცკის რეგიონის გუბერნატორ პავლო კირილენკოს ინფორმაციით, სულ მცირე 6 ადამიანი გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც რუსული “ურაგანის” ტიპის რაკეტები დონეცკის ოლქში, ხუთსართულიან კორპუსს მოხვდა. აღნიშნული ინფორმაცია მედიაში ვრცელდება. მედიის ცნობით, დაბომბვის შედეგად კორპუსი ჩამოინგრა. ავლო კირილენკომ “ტელეგრამის” გვერდზე აღნიშნა, რომ აფეთქება ქალაქ ჩასივ-იარში მოხდა. მისი თქმით, ამ მომენტისთვის დადასტურებულია, რომ 6 ადამიანი …
ნახვა »