პოლიტიკა

Tag Archives: ომი უკრაინაში

რუსი ოკუპანტების აგრესიას უკრაინაში 338 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის შედეგად, სულ მცირე 338 ბავშვი დაიღუპა და 610 დაშავდა. ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურა იუწყება. მათივე ცნობით, ეს მაჩვენებლები საბოლოო არ არის, რადგან შემთხვევების დადასტურება აქტიური საომარი მოქმედებების რაიონებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე რთულია. ბავშვების დაღუპვისა და დაშავების შემთხვევების უმეტესობა დონეცკში ფიქსირდება, რომელსაც ხარკოვის, კიევის, ჩერნიგოვისა და …

ნახვა »

რუსეთის შეიარაღებული ძალების “ელიტა” განადგურებულია

უკრაინის უსაფრთოხების სამსახურმა (СБУ) გამოაქვეყნა ახალი ჩანაწერები, რომლიდანაც ირკვევა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა თითქმის მთლიანად გაანადგურეს რუსეთის შეიარაღებული ძალების “ელიტა” – დასავლეთის ოლქი. ეს დანაყოფი გაწვრთნილი იყო სპეციალურად ნატოს ძალებთან დასაპირისპირებლად. “დასავლეთის ოლქი აღარ არის, რადგან მხოლოდ ისინი გადარჩნენ, ვინც ომში არ წავიდა. მთელი ტექნიკა დაზიანებულია, მათი საბურავები დახვრეტილია, კოშკურა აღარ …

ნახვა »

აფეთქებები ნიკოლაევის ცენტრში – ვიდეო

ნიკოლაევის ცენტრში რამდენიმე აფეთქება მოხდა. ინფორმაციას ადასტურებს ნიკოლაევის ოლქის გუბერნატორი ვიტალი კიმიც. მსხვერპლზე და დაშავებულებზე ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.

ნახვა »

რუსეთს 1500-ზე მეტი უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე ტყვედ ჰყავს აყვანილი

როგორც უკრაინის ვიპე-პრემიერი ირინა ვერეშუკი იტყობინება, რუსეთს 1500-ზე მეტი უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე ტყვედ ჰყავს აყვანილი. “1500-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე რუსეთის ციხეებშია. ისინი არიან როსტოვსა და კურსკში. ისინი საპყრობილეში არიან, როგორც ომის ტყვეები, თუმცა ომის ტყვეები არ უნდა იყვნენ, ისინი უნდა გათავისუფლდნენ”, – განაცხადა ვერეშუკმა.

ნახვა »

რუსული სარაკეტო თავდასხმის შემდეგ, დნიპროპეტროვსკში საწვავის ავზი აფეთქდა, არის მსხვერპლი

უკრაინული მედიის ცნობით, დნიპროპეტროვსკის რეგიონში, რუსული სარაკეტო თავდასხმის შემდეგ, საწვავის ავზი აფეთქდა. გარდაიცვალა ერთი მაშველი, ორი კი დამწვრობით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მედიის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა. „ნოვომოსკოვსკის დასახლებაში საწვავის ავზი აფეთქდა. მაშველები უკვე 14 საათია ებრძვიან მტრის სარაკეტო თავდასხმის შედეგად გაჩენილ ხანძარს“, – წერს Telegram-ზე დნიპროპეტროვსკის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

ნახვა »

ბრიტანეთის გენშტაბის ხელმძღვანელი – რუსეთმა სტრატეგიულად ომი უკვე წააგო

​ბრიტანეთის გენშტაბის ხელმძღვანელის, ადმირალ სერ ტონი რადაკინის განცხადებით, რუსეთმა სტრატეგიულად ომი უკვე წააგო. მისი თქმით, რუსეთი ახლა უფრო შესუსტებულია და ის ვერასდროს შეძლებს უკრაინის სრულად დაკავებას. რადაკინი ამბობს, რომ რუსეთმა დაკარგა სახმელეთო ძალების 25 პროცენტი და ამის სანაცვლოდ მინიმალური სარგებელი მიიღო. „სტრატეგიულად, რუსეთმა ომი უკვე წააგო. ნატო გაძლიერდა, ფინეთი და შვედეთი …

ნახვა »

ოლაფ შოლცი, ემანუელ მაკრონი, მარიო დრაგი და კლაუს იოჰანისი ირპინში იმყოფებოდნენ

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, იტალიის პრემიერ-მინისტრი, მარიო დრაგი და რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი კიევის ოლქის ქალაქ ირპინში იმყოფებოდნენ. გამოცემა The Guardian-ის ცნობით, ქალაქის მონახულების შემდეგ ემანუელ მაკრონმა უკრაინის არმიის გმირობა შეაქო და განაცხადა, რომ მათ რუსული ძალების „ბარბაროსობის კვალი“ იხილეს. ევროპის ოთხი ქვეყნის ლიდერები უკრაინაში დღეს ჩავიდნენ.

ნახვა »

ოლექსი რეზნიკოვი – ახალი იარაღი უკრაინას საშუალებას მისცემს დაიბრუნოს ოკუპირებული ტერიტორიები

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ამერიკული იარაღი დაეხმარება უკრაინას დაიბრუნოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები, მათ შორის ყირიმი და დონბასი. კითხვაზე, ხომ არ გამოიწვევს სამხედრო საშუალებებით ყირიმის დაბრუნების მცდელობა რუსეთის შემდგომ პროვოცირებას, რომელიც ყირიმს რუსეთის ფედერაციის ნაწილად მიიჩნევს, რეზნიკოვმა უპასუხა, რომ ეს არ არის განხილვის თემა. „ამას …

ნახვა »

ვოლოდიმირ ზელენსკი – მსოფლიოს ნამდვილად სურს, უკრაინელებისგან ისწავლოს, როგორ იბრძოლონ და როგორ გაიმარჯვონ

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გაერთიანებული სამეფო და დანია აგვისტოში, კოპენჰაგენში სპეციალურ დონორ კონფერენციას გამართავენ, რომელშიც მონაწილეობას სავარაუდოდ, 14 სახელმწიფო მიიღებს და უკრაინის თავდაცვითი მხარდაჭერა შესაძლოა, მუდმივი გახდეს. ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა. ზელენსკის თქმით, ის ესაუბრა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს, მთავარი თემები კი, თავდაცვითი მხარდაჭერა და ივნისში დაგეგმილი მნიშვნელოვანი შეხვედრების წინ …

ნახვა »

რუმინეთის პრეზიდენტი კიევში იმყოფება

რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი კიევში ჩავიდა. შესაბამის ვიდეოს ის სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ აქვეყნებს. უკრაინაში ასევე იმყოფებიან საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის ლიდერები. კიევში ვიზიტამდე ერთი დღით ადრე რუმინეთის პრეზიდენტი კონსტანცაში ემანუელ მაკრონს შეხვდა. როგორც ორმხრივი პრესკონფერენციის დროს კლაუს იოჰანისმა განაცხადა, უკრაინისთვის, მოლოდვისა და საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს. რუმინეთის პრეზიდენტი ამას ზნეობრივად, ეკონომიკურად და უსაფრთხების თვალსაზრისით სწორ …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია