2022 წლის ექვსი თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები ჯამში 1 716 718 მგზავრს მოემსახურა, რაც 189%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე. პანდემიამდე, 2019 წლის პირველ ექვს თვეში გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობასთან მიმართებაში, მგზავრთნაკადის აღდგენის მაჩვენებელი 69%-ს შეადგენს, – ამის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს ინფორმაციას. სააგენტოს ცნობით, მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში, თბილისის საერთაშორისო …
ნახვა »