პოლიტიკა

Recent Posts

კახა კალაძე – ხელისუფლების ცვლილება მხოლოდ არჩევნების გზით მოხდება – სხვა სურვილები, რომ ვიღაცამ გადატრიალება მოაწყოს და სადღაც შევარდეს, ეს ყველაფერი განწირულია მარცხისთვის

ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილება მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების გზით მოხდება – სხვა სურვილები, რომ ვიღაცამ გადატრიალება მოაწყოს და სადღაც შევარდეს, ეს ყველაფერი განწირულია მარცხისთვის, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში არეულობის მოხდენა „ნაციონალური მოძრაობის“ სურვილია და ისინი ამის შესახებ პირდაპირ განცხადებებსაც აკეთებენ. „ყველასთვის ცხადია, რომ „ნაციონალური …

ნახვა »

ქალები, რომლებმაც გერმანიის კანცლერთან ფოტოს გადაღება მოისურვეს, მოულოდნელად გაშიშვლდნენ

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, როდესაც ქალები, რომლებმაც მასთან ფოტოს გადაღება მოისურვეს, მოულოდნელად გაშიშვლდნენ. ქალებს სხეულზე ეწერათ საპროტესტო სლოგანი, რომლითაც რუსულ გაზზე ემბარგოს დაუყოვნებლივ დაწესებას ითხოვდნენ. რუსეთის ენერგორესურსებზე ემბარგოს დაწესება ერთ-ერთია იმ საკითხებს შორის, რის გამოც გერმანიის მთავრობას აკრიტიკებენ.

ნახვა »

დარია დუგინას მკვლელობაზე პასუხისმგებლობა, „ნაციონალურმა რესპუბლიკურმა არმიამ“ აიღო

რუსი ულტრანაციონალისტის, ალექსანდრ დუგინის შვილის, დარია დუგინას მკვლელობაზე პასუხისმგებლობა, „ნაციონალურმა რესპუბლიკურმა არმიამ“ აიღო. ორგანიზაციის ცნობით, მასში გაწევრიანებულები არიან რუსი აქტივისტები, სამხედროები და პარტიზანები, რომლებიც პუტინის წინააღმდეგ იბრძვიან. ამის შესახებ „როსპარტიზანმა“ ტელეგრამარხზე დაწერა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ნაციონალური რესპუბლიკური არმია“ უკრაინაში ომის წინააღმდეგია. ორგანიზაცია მიზნად პუტინის განადგურებას ისახავს.

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია