რუსეთ-საქართველოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით, პარლამენტის შენობაზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაეშვა. დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფო დროშები დაშვებულია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე არსებულ ადმინისტრაციულ შენობებზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში. 2008 წლის აგვისტოს ომმა 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ომში დაიჭრა და დაშავდა 2 232 პირი, მათგან 1 045 – სამხედრო მოსამსახურე
ნახვა »Recent Posts
გორისა და კარალეთის სკოლებს აგვისტოს ომში დაღუპული მებრძოლების ზაზა ბირთველიშვილისა და ოთარ სუხიტაშვილის სახელები მიენიჭათ
პრეზიდენტის მხარდაჭერით, გორისა და კარალეთის სკოლებს აგვისტოს ომში დაღუპული მებრძოლების ზაზა ბირთველიშვილისა და ოთარ სუხიტაშვილის სახელები მიენიჭათ, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. „საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერით, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული სამხედროების ზაზა ბირთველიშვილისა და ოთარ სუხიტაშვილის ხსოვნის უკვდასაყოფად, გორში და კარალეთში მდებარე სკოლებს და კარალეთის სკვერს მათი სახელები მიენიჭათ. შესაბამისი ინიციატივით დაღუპული …
ნახვა »ვოლსკი: 2012 წლიდან არ დავტოვეთ არც სამართლებრივი, არც პოლიტიკური პლატფორმა, სადაც ზუსტი შეფასება არ აქვს მიცემული რუსეთის აგრესიას
ემოცია, განცდა უდიდესია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც შვილები დაკარგა ქვეყანამ და აგრესორს სწორედ ამგვარი ნიშნით ვაფასებ. მოგვიკლეს ხალხი, დაგვინგრიეს სოფლები და განაპირობებს ის, რომ საქართველოს ტერიტორიების დიდი ნაწილი არის ოკუპირებული, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ აგვისტოს ომთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ხელიწუფლებას 2012 წლიდან არ დაუტოვებია …
ნახვა »