პოლიტიკა

Recent Posts

თბილისის ზღვაზე ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა

მაშველებმა თბილისის ზღვიდან ახალგაზრდა კაცი უგონო მდგომარეობაში ამოიყვანეს. მას ადგილზე პირველადი დახმარება გაუწიეს, თუმცა კაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მას, გულთან დაკავშირებით, პრობლემა ჰქონდა. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყების ცნობით, კაცი უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო.

ნახვა »

ერევანში მომხდარ აფეთქებას სულ მცირე ერთი ადამიანი ემსხვერპლა და 20 დაშავდა

ერევანში სავაჭრო ცენტრში მომხდარ აფეთქებას სულ მცირე ერთი ადამიანი ემსხვერპლა და 20 დაშავდა. ინფორმაციას სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, აფეთქება სავაჭრო ცენტრის იმ ნაწილში მოხდა, სადაც პიროტექნიკა ინახებოდა. საგანგებო სამსახურების ცნობით, სავაჭრო ცენტრში ხანძარია და შესაძლოა, შენობაში კიდევ იმყოფებოდნენ დაშავებულები. არ არის გამორიცხული მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდოს. ადგილზე მობილიზებულნი არიან სახანძრო ბრიგადები და …

ნახვა »

სინოპტიკოსების პროგნოზით, 19 აგვისტომდე საქართველოში ჰაერის მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19 აგვისტომდე საქართველოს ტერიტორიაზე შენარჩუნებული იქნება ჰაერის მაღალი ტემპერატურა. სინომპტიკოსების პროგნოზით, ტემპერატურა 34 – 39 გრადუსი იქნება. „15 აგვისტოს მთიან რეგიონებში ჰაერის მაღალ ტემპერატურასთან ერთად ზოგან ძლიერი ქარიცაა მოსალოდნელი, რაც ტყის ხანძრების გაჩენის ხელშემწყობ პირობებს შექმნის”- აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში.

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია