პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი კატარის ეკონომიკურ ფორუმზე გაემგზავრა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კატარის ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

„ფორუმზე დასასწრებად საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, დღეს გაემგზავრა.

დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის ორმხრივი, მაღალი დონის შეხვედრები. ვიზიტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა შესაბამის პანელურ დისკუსიაზე.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, იმყოფებიან ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე ნახეთ

„სენა ავტო ჯგუფი“ წამყვანი საავტომობილო ბრენდის JAC Motors-ის უახლესი პიკაპის 2025 წლის მოდელის JAC T9 Hunter-ის გაყიდვებს იწყებს

კომპანია „სენა ავტო ჯგუფი“ საქართველოში მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი საავტომობილო ბრენდის  JAC Motors-ის ახალი პიკაპის JAC …

ჩანთების ონლაინ მაღაზია