პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენი ფიქრები და ლოცვები შინძო აბეს ოჯახის გასამხნევებლად არის მიმართული, საქართველო იაპონიის გვერდით დგას

ჩვენი ფიქრები და ლოცვები შინძო აბეს ოჯახის გასამხნევებლად არის მიმართული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

მთავრობის მეთაური იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრ შინძო აბე ე მომხდარ თავდასხმას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საქართველო იაპონიის გვერდით დგას.

„ამომრჩევლებისადმი მიმართვის დროს შინძო აბეზე თავდასხმის ამბის გამო ძალიან დამწუხრებული ვარ. ჩვენი ფიქრები და ლოცვები მიმართულია მისი და ოჯახის გასამხნევებლად. საქართველო იაპონიის გვერდით დგას“,- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

ასევე ნახეთ

გმირთა მოედნის მიმდებარედ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე 23 პირი დააკავეს

2 მაისს, გმირთა მოედნის მიმდებარედ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე 23 პირი დააკავეს. …

ჩანთების ონლაინ მაღაზია