პოლიტიკა

editor

იაგო ხვიჩია – ჩვენ ძალიან ვგულშემატკივრობთ, რომ ყველა პოლიტიკური პარტია გაერთიანდეს ერთმანეთში და არჩევნების დღეს ბიულეტენზე იყოს სამი პარტია: „ნაცები“, „ქოცები“, და „გირჩი“

ჩვენ ძალიან ვგულშემატკივრობთ, რომ ყველა პოლიტიკური პარტია გაერთიანდეს ერთმანეთში და არჩევნების დღეს ბიულეტენზე იყოს სამი პარტია: „ნაცები“, „ქოცები“, და „გირჩი“. ამიტომ ბატონ ვაშაძეს, როგორც პირველ მერცხალს წარმატებას ვუსურვებთ 5 ნომრად ინტეგრაციაში და სასურველი პრემიერობის კანდიდატის მოპოვებაში, – განაცხადა „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ. როგორც ამბობს, წინასაარჩევნოდ „ნაციონალური მოძრაობა“ სულ ახერხებს იმ …

ნახვა »

პოლონური მხარე – პოლონელი ექიმის ჩხრეკის ჩანაწერის გამოქვეყნება და საქართველოს სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლების არაერთი ემოციური განცხადება ეწინააღმდეგება კარგი თანამშრომლობის პრინციპებს

მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტის დროს მომხდარი ინციდენტი განიმარტა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას და ამ კონტექსტში, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილება, რომ პოლონელი ექიმის ჩხრეკის ჩანაწერი გამოაქვეყნოს, კარგი თანამშრომლობის პრინციპებს ეწინააღმდეგება, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც საქართველოში პოლონეთის საელჩო ავრცელებს. ამასთან, უწყების განმარტებით, არც ინციდენტი …

ნახვა »

დღეს საქართველოში ორი მიწისძვრა მოხდა

დღეს საქართველოში ორი მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, მიწისქვეშა ბიძგები თავდაპირველად ქალაქ დედოფლისწყაროს სამხრეთ-დასავლეთით, სოფელ გამარჯვებასთან დაფიქსირდა. მეორე მიწისძვრა კი ქალაქ დმანისთან, სოფელ მამიშლართან მოხდა. სოფელ გამარჯვებაში დაფიქსირებული ბიძგების სიმძლავრე 3,2 მაგნიტუდა იყო, სიღრმე კი 10 კილომეტრი. იგი თბილისის დროით 06:38 საათზე მოხდა. რაც შეეხება სოფელ მამიშლარს, იქ …

ნახვა »

კახა კალაძე – სექტემბრიდან, თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის სახსრების ენდოპროთეზირების პროგრამას ვიწყებთ

თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ახალი გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა. დედაქალაქშია რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის სექტემბრიდან სახსრების ენდოპროთეზირების პროგრამა დაიწყება. მერის თქმით, მუხლისა და მენჯ-ბარძაყის ხელოვნური ანალოგით შეცვლის მიზნით, ერთი მოქალაქის დასაფინანსებლად, 6 000 ლარი განისაზღვრება. “მინდა, საზოგადოებას კიდევ ერთი გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია მივაწოდო. ეს სიახლე იმ ადამიანებს ეხება, ვინც …

ნახვა »

თბილისის ზღვაში ნაპოვნი ცხედარი 22 წლის ლუკა ლაცაბიძეს ეკუთვნის

თბილისის ზღვაში ნაპოვნი ცხედარი 22 წლის ლუკა ლაცაბიძეს ეკუთვნის. ის 4 დღის წინ გაუჩინარდა. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლიციამ მისი ტელეფონი და ჩანთა თბილისის ზღვასთან იპოვა. მას შემდეგ ადგილზე და მიმდებარე ტერიტორიაზე მაშველები მუშაობდნენ. აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურეს მისმა დეიდაშვილი და ახლობლები. შსს-ში გამოძიება 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. …

ნახვა »

ათენის ჩრდილო-დასავლეთით გაჩენილი ხანძრის გამო მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო

ათენის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში გაჩენილმა ხანძარმა სახლები, ავტომანქანები და ინფრასტრუქტურა გაანადგურა. ხანძრის გამო მოსახლეობა იძულებული გახდა, ტერიტორია დაეტოვებინა. ოფიციალური პირების ცნობით, ხანძრის აქტიური კერები რვა კილომეტრზე ვრცელდებოდა. მედიის ინფორმაციით, პოლიციამ 300-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოახდინა. ხანძრის ჩასაქრობად  250 მეხანძრე, 75 სახანძრო მანქანა, 11 თვითმფრინავი და 9 ვერტმფრენია მობილიზებული. მათ დასახმარებლად საფრანგეთმა და იტალიამ …

ნახვა »

ყირიმის ნახევარკუნძულზე, სამხედრო ბაზაზე ხანძრის გამო იგეგმება 2 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია

ყირიმის ნახევარკუნძულზე, კიროვსკის რაიონში ხანძრის გამო მოსახლეობის ევაკუაცია იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. ასევე საჭირო გახდა მიმდებარე გზატკეცილის დაკეტვა. „ყირიმის ნახევარკუნძულზე, კიროვსკის რაიონში, სამხედრო ბაზაზე ხანძარი გაჩნდა. იგეგმება ოთხი დასახლების მაცხოვრებლების დროებით ევაკუაცია. საუბარია 2 000-ზე მეტ ადამიანზე“, – განაცხადა რუსეთის მიერ დანიშნულმა ყირიმის ხელმძღვანელმა, სერგეი აქსენოვმა „ტელეგრამზე“. ხანძრის …

ნახვა »

გორში მესამე სართულიდან 2 წლის ბავშვი გადმოვარდა

გორში, კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე ერთ-ერთი მრავალსართულიანი კორპუსის მესამე სართულიდან 2 წლის ბავშვი გადმოვარდა. შემთხვევის შედეგად ბავშვმა ქალა-ტვინის ტრავმა მიიღო, ის თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალშია გადაყვანილი. ჰოსპიტლის ინფორმაციით, იგეგმება მცირეწლოვანი პაციენტის რეფერირება თბილისში ბავშვთა სპეციალიზებულ კლინიკაში.

ნახვა »

ყვარელსა და ლაგოდეხში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან

სტიქიამ კახეთის ორი მუნიციპალიტეტი, ყვარელი და ლაგოდეხი დააზარალა. მოსახლეობა მიყენებულ ზარალს ითვლის. ყვარელში ქინძმარულის ზონაში დაისეტყვა ჰექტრობით ვენახი. მევენახეების ინფორმაციით, მოსავლის 80% განადგურდა. დასეტყვილია ასევე ერთწლიანი კულტურები, მათ შორის საზამთროს და ნესვის ბაღები. ლაგოდეხში კი რამდენიმე სოფელში ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა. დაზიანდა 60-ზე მეტი საცხოვრებელი სახლის სახურავი. მოგლეჯილია ელექტროგადამცემი …

ნახვა »

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატები Credit Suisse-სთან მიმდინარე საქმეებზე ინფორმაციას ავრცელებენ

“ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილსა და Credit Suisse-ის შორის მიმდინარე დავებთან დაკავშირებით ივანიშვილის ადვოკატები ამ დროისთვის არსებულ ინფორმაციას ავრცელებენ. როგორც იურიდიული კომპანია Metric-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, ბერმუდის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა ბერმუდის პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც Credit Suisse-ის შვილობით კომპანიას ბიძინა ივანიშვილის ოჯახის სასარგებლოდ დაეკისრა 607 მილიონი …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია