მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური სიახლეების მიმოხილვა – აქტუალური თემის შეკითხვებს ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე და პარტია ლელოს საპარლამენტო სისის წევრი ვახტანგ სურგულაძე პასუხობენ.
ნახვა »კახა კალაძე – რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელმა ოთხმა პარტიამ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს ანტისახელმწიფოებრივი წერილი საიდუმლოდ გაუგზავნეს
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, თბილისის მერი, კახა კალაძე აცხადებს, რომ ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს ანტისახელმწიფოებრივი წერილი საიდუმლოდ გაუგზავნა, რითაც ისინი „საპარლამენტო არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადებას და საქართველოსთან ყველა დონეზე ურთიერთობის შეჩერებას მოითხოვენ“. კალაძის თქმით, ეს არის რადიკალური დაჯგუფება, რომლებიც ქართულ სახელმწიფოებრიობას ებრძვიან. მათი პოლიტიკა გაჯერებულია სიძულვილით, …
ნახვა »ნიკოლოზ ბასილაშვილი იოკოჰამას ტურნირის მერვედფინალში ითამაშებს
ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი იაპონიაში, იოკოჰამას ჩელენჯერის ტურნირზე ასპარეზობას წარმატებით იწყებს. მან 1/16-ფინალურ შეხვედრაში ხორვატი ივან დოდიგი სამ სეტში – 6:4, 2:6, 6:4 დაამარცხა და მერვედფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა. ბასილაშვილის შემდეგი მეტოქე გერმანელ ნეგრიტუსა და ფრანგ ლესტიენს შორის გამარჯვებული იქნება. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ ქართველმა ჩოგბურთელმა სეულის ჩელენჯერი მოიგო, …
ნახვა »დათა ჩაჩუამ საუკეთესო ახალი შემსრულებლის ჯილდო მიიღო
ქართველმა მსახიობმა, დათა ჩაჩუამ „აზიური ოსკარის“ ჯილდო მიიღო, ნომინაციაში საუკეთესო ახალი შემსრულებელი ფილმისთვის Panopticon. 14 ნოემბერს, აზია-წყნარი ოკეანის ეკრანის აკადემიამ (APSA), Jewel Private Residences-თან ერთად, გამოაცხადა სამი სპეციალური ჯილდოს გამარჯვებულები 17-ე APSA ცერემონიის წინ, რომელიც გაიმართება 30 ნოემბერს, The Langham-ში, ავსტრალიაში. გამარჯვებულებს შორისაა დათა ჩაჩუა.
ნახვა »პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი დეკემბერში გაიხსნება
2019 წელს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს ხანძარი გაუჩნდა, რის შედეგადაც დაზიანდა და განადგურდა: სახურავი, საათი და გუმბათი. ხუთი წლის განმავლობაში რესტავრატორები ზარებზე მუშაობდნენ და დაზიანებული ფრაგმენტების აღდგენას ცდილობდნენ. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი Twitter-ზე წერს, რომ ტაძრის კარები დეკემბერში გაიღება. ტაძარმა სამი ახალი ზარი შეიძინა, მათ შორის “პარიზი 2024”, რომელიც ოლიმპიადის დროს …
ნახვა »სიახლე Apple-ის წარმოებაში
გაზაფხულზე Apple-ი გამოუშვებს ახალ პროდუქტს – ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე პლანშეტს, რომელიც ადამიანებს სახლის გაკონტროლებაში დაეხმარება, – წერს Reuters. Apple-ს სურს დაეწიოს კონკურენტებს „ჭკვიანი სახლის“ ბაზარზე. კედლის AI-პლანშეტი შეძლებს აკონტროლოს და მართოს სახლში არსებული ტექნიკა, ასევე ჩაატაროს ვიდეო-კონფერენციები. კომპანიაში სჯერათ, რომ Apple-ის ახალი პროდუქტი გახდება ძლიერი მოთამაშე „ჭკვიანი სახლის“ სეგმენტში. მის შექმნაზე სპეციალისტები …
ნახვა »ასტრიდ ლინდგრენი
14 ნოემბერი მსოფლიოში ყველა ბავშვისა და მოზრდილის საყვარელი ავტორის, ანა ემილია ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღეა, ის 117 წლის გახდებოდა. “პეპი გრძელწინდა”, “კარლსონი”, “ყაჩაღის ასული რონია”, “მიო, ჩემო მიო”, “ემილი ლიონებერგიდან”, “ძმები ლომგულები”, “გამომძიებელი კალე ბლუმკვისტი”, “მადიკენი”, “მაწანწალა რასმუსი” – ეს იმ ნაწარმოებების არასრული ჩამონათვალია, რომელთა ავტორი 1907 წლის 14 ნოემბერს, …
ნახვა »2023 წელს მიღებული სიგნალი კოსმოსიდან გაშიფრულია
2023 წლის მაისში დედამიწამ მიიღო იდუმალი სიგნალი ExoMars Trace Gas Orbiter-დან, რომელის დაფიქსირებაც სამმა ობსერვატორიამ შეძლო. ნედლეული მონაცემები გავრცელდა ინტერნეტით და მოქალაქე მეცნიერთა მამა-შვილის ჯგუფმა, კენ და კელი ჩაფინებმა, თითქმის ერთი წელი დახარჯეს მის გაშიფვრაში. მათ აღმოაჩინეს, რომ შეტყობინება იყო ხუთი ამინომჟავის ვიზუალური თანმიმდევრობა, სიცოცხლის საშენი ბლოკი, რომელიც მოწყობილია დინამიურად. …
ნახვა »პროკურატურა – დაილუქა საპარლამენტო არჩევნებში გამოყენებული ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატები, რათა უზრუნველყოფილიყო მათზე არსებული ინფორმაციის დაცულობა
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ვერიფიკაციის აპარატებთან დაკავშირებით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. პროკურატურაში განმარტავენ, რომ სხვა საგამოძიებო მოქმედებებთან ერთად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციულ შენობაში დაილუქა საპარლამენტო არჩევნებში გამოყენებული ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატები, რათა უზრუნველყოფილიყო მათზე არსებული ინფორმაციის დაცულობა. „გვსურს გამოვეხმაუროთ ბოლო დროს ცალკეული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან საჯაროდ …
ნახვა »ირაკლი კობახიძე – მე მგონია, რომ ბოლოს ყველა შემოვა პარლამენტში
ოპოზიციის ლეგიტიმაცია არ სჭირდება პარლამენტს, პარლამენტს სჭირდება სახალხო ლეგიტიმაცია, რომელიც ამ პარლამენტმა უკვე მიიღო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიციის ლეგიტიმაცია რომ სჭირდებოდეს რომელიმე პარლამენტს რომელიმე ქვეყანაში, ამ შემთხვევაში ვერცერთი დემოკრატიული სისტემა ვერ იფუნქციონირებდა. „მე მგონია, რომ ბოლოს ყველა შემოვა პარლამენტში. ეს არის …
ნახვა »