პოლიტიკა

editor

თურქეთში საქართველოს ელჩი და საელჩოს თანამშრომლები სტიქიის ზონაში ჩავიდნენ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილების შესაბამისად, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა საელჩოს თანამშრომლებთან ერთად, სტიქიის ზონაში ჩავიდა. საგარეო უწყების ცნობით, ქართველი დიპლომატები შეხვედრებს გამართავენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მოინახულებენ საქართველოს მოქალაქეებს მათი საჭიროებების იდენტიფიცირების მიზნით. საელჩოს წარმომადგენლები ასევე შეხვდებიან საქართველოდან თურქეთში ჩასულ მაშველებს, რომლებიც რამდენიმე დღეა, სტიქიის ზონაში მუშაობენ. „საქართველოს …

ნახვა »

საქართველოში მიწისძვრა მოხდა – ნახეთ მაგნიტუდა და ეპიცენტრი

დღეს, თბილისის დროით 12:07 საათზე, სოფელ გომთან მოხდა 4.6 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა. გომი ოზურგეთის მუნიციპალიტეტს წარმოადგენს. შეგახსენებთ, რომ გუშინ სწორედ ოზურგეთთან, სოფელ ვაკიჯვარში 4.5 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა.  

ნახვა »

23 ათასზე მეტი დაღუპული, 80 ათასამდე დაშავებული – ბოლო მონაცემები თურქეთიდან და სირიიდან

დამანგრეველი მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი ისევ გაიზარდა. თურქეთ-სირიის საზღვართან ორშაბათს დილით მომხდარ 7,8 ბალიან მიწისძვრას ბოლო დღეების განმავლობაში ასზე მეტი განმეორებითი ბიძგი მოჰყვა, მათ შორის 7 და 5-ბალიანები. თურქეთისა და სირიის რამდენიმე ქალაქი თითქმის მთლიანად განადგურდა, რასაც 23,831 ადამიანი ემსხვერპლა. სამაშველო ოპერაცია უკვე 6 დღეა გრძელდება. ნანგრევებიდან ამოიყვანეს არაერთი გადარჩენილი. თუმცა ექსპერტების თქმით, მოსალოდნელია, რომ დაღუპულთა …

ნახვა »

სათამაშოების ახალი თავგადასავალი – დისნეიმ Toy Story-ის მე-5 ნაწილი დააანონსა

დისნეის CEO-მ, ბობ იგერმა, ახლახან დააანონსა, რომ Toy Story-ის მე-5 ნაწილი გამოვა. დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, მისი თქმით, დამატებით ინფორმაციას მალე გაუზიარებენ საზოგადოებას. ანიმაციური ფილმის პირველი ნაწილი ეკრანზე 1995 წელს გამოვიდა და მალევე გახდა პოპულარული, საერთო ჯამში კი უკვე მისი ოთხი ნაწილია გამოსული, რომელმაც მილიარდზე მეტი მოგება მოიტანა. ანიმაციური ფილმის მეოთხე …

ნახვა »

პოდოლიაკი – რუსეთთან მოლაპარაკებები გამორიცხულია – მხოლოდ უკრაინის გამარჯვება, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთი კრიმინალურად გაბატონდება მსოფლიოში

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, იმ ფონზე, როცა რუსეთი უარს აცხადებს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები დატოვოს, მასთან მოლაპარაკებები გამორიცხულია. „პერიოდული “მშვიდობისა და მოლაპარაკებების“ რიტორიკაში კრემლი აცხადებს, რომ არ დატოვებს უკრაინის ტერიტორიებს და არ იქნება პასუხისმგებელი დანაშაულებზე. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მოლაპარაკებები გამორიცხულია“, – წერს პოდოლიაკი „ტვიტერზე“. მისი თქმით, …

ნახვა »

ინდონეზიაში 6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ინდონეზიაში კუნძულ ტულაუდზე 6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინდონეზიის გეოფიზიკის სააგენტოს ინფორმაციით, მიწისძვრა დედამიწის ზედაპირიდან 11 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა. სპეციალისტებმა მიწისძვრის შედეგად ცუნამის გამოწვევის საშიშროება გამორიცხეს. სტიქიური უბედურებით გამოწვეული ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

ნახვა »

პარლამენტის მიერ შეგროვებული ჰუმანიტარული ტვირთი თურქეთის საელჩოს გადაეცა

საქართველოს პარლამენტის მიერ შეგროვებული ჰუმანიტარული ტვირთი თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს გადაეცა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებისთვის პროდუქტები და საყოფაცხოვრებო ნივთები გაიგზავნა. ჰუმანიტარული ტვირთის შესაძენად დეპუტატებმა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლებმა ქველმოქმედებისთვის თანხა სპეციალურად გახსნილ სახაზინო ანგარიშზე შეაგროვეს. პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, 2022 წლის დეკემბერში არასაპატიო გაცდენების გამო, დეპუტატებისთვის დაქვითული თანხა, ასევე …

ნახვა »

ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელად რაჟდენ კუპრაშვილი დაინიშნა

სსიპ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელად რაჟდენ კუპრაშვილი დაინიშნა. ანტიკორუფციული ბიუროს ახლად დანიშნულ უფროსს დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა მას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. “შეხვედრაზე საუბარი ანტიკორუფციული ბიუროს სამომავლო საქმიანობას შეეხო. ხაზი გაესვა, რომ მთავრობა ზედმიწევნით მუშაობს ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე და ანტიკორუფციული ბიუროს შექმნაც ევროკომისიის 12-პუნქტიანი …

ნახვა »

ვალერი ზალუჟნი – რუსული რაკეტები მოლდოვისა და რუმინეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრნენ

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის განცხადებით, უკრაინის მიმართულებით შავი ზღვიდან გაშვებული „კალიბრის“ ტიპის ორი რაკეტა ჯერ მოლდოვის, შემდეგ კი რუმინეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა. „დღეს, 10 თებერვალს, ორმა რუსულმა ფრთოსანმა რაკეტამ 10:18 საათზე უკრაინა-მოლდოვის სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა. 10:33 საათზე ამ რაკეტებმა რუმინეთის საჰაერო სივრცე გადაკვეთეს. ამის შემდეგ რაკეტები კვლავ შეიჭრნენ უკრაინის …

ნახვა »

სასამართლომ ესებუას ხელმეორედ პატიმრობა აღარ შეუფარდა, რადგან უკვე პატიმრობაშია

ზუგდიდში საქართველოს ბანკის დაყაჩაღებაში ბრალდებული ბადრი ესებუას სასამართლო პროცესი გაიმართა. დღევანდელ პროცესზე აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობდნენ, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა ტარებას ეხებოდა. წინასასამართლო სხდომა 30 მარტს გაიმართება.  პროკურატურა ესებუასთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა და ამტკიცებდა, რომ ამის საფუძვლები არსებობდა.  პროკურორის თქმით, ბადრი ესებუას დაკავებისას დიდი ოდენობით რუსული ფული …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია