პოლიტიკა

editor

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ USA2GEORGIA-ს მიერ მომხმარებლის უფლებების შესაძლო დარღვევის ფაქტზე საქმის შესწავლა დაიწყო

USA2GEORGIA-ს მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაძლო დარღვევის ფაქტზე, საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, მომხმარებლის განაცხადის საფუძველზე, საქმის შესწავლა დაიწყო. კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საკითხი ეხება, აშშ-დან მომხმარებლების მიერ ნივთის დისტანციურად შეძენისას, ტრანსპორტირების საფასურის გამოთვლის წესის ცვლილებას. „განმცხადებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, გადამზიდმა კომპანიამ USA2GEORGIA-მ მომხმარებლების გაფრთხილების გარეშე, წონის …

ნახვა »

უკრაინელი ბავშვები ომის შედეგად დაზარალებული ქალაქ მიკოლაევის ოლიმპიური სკოლიდან, თბილისში ჩამოვიდნენ

საქართველოს პარლამენტის და თბილისის მერიის ორგანიზებით, უკრაინელი ბავშვები ომის შედეგად დაზარალებული ქალაქ მიკოლაევის ოლიმპიური სკოლიდან თბილისში ჩამოვიდნენ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, უკრაინის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი არჩილ თალაკვაძე, უკრაინის რადას დეპუტატს, უკრაინა-საქართველოს პარლამენტებს შორის მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეს ლიუდმილა მარჩენკოს და უკრაინელ ბავშვებს თბილისის აეროპორტში დახვდა „ეს არის კიდევ ერთი პროექტი და სოლიდარობის ინიციატივა, …

ნახვა »

კრისტოფერ ნოლანის ახალი ფილმის, Oppenheimer-ის ნახვა მაყურებელს 2023 წლის ივლისიდან შეეძლება

კრისტოფერ ნოლანის ახალი ფილმის, Oppenheimer-ის, ნახვა მაყურებელს 2023 წლის 21 ივლისიდან შეეძლება. ახლახან გავრცელდა ფილმის ტრეილერიც. ოპენჰაიმერი თეორიტიკოს-ფიზიკოსისა და “ატომური ბომბის მამის” სახელით ცნობილ ჯ. რობერტ ოპენჰაიმერის ცხოვრებაზე მოგვითხრობს, რომლის როლსაც ფილმში არც მეტი, არც ნაკლები კილიან მერფი თამაშობს.    როგორც ცნობილია, ფილმი შთაგონებულია კაი ბერდისა და მარტინ ჯ. შერვინის წიგნით: ამერიკელი …

ნახვა »

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თეირანი რუსეთთან ურთიერთობისთვის ნებართვას არავისგან ითხოვს

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თეირანი არ ითხოვს ნებართვას არავისგან რუსეთთან ურთიერთობების გასაფართოებლად. ირანს რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდებაში ადანაშაულებენ, რომელიც უკრაინაზე თავდასხმისთვის გამოიყენება. აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელმა, უილიამ ბერნსმა განაცხადა, რომ ირანსა და რუსეთს შორის სამხედრო თანამშრომლობა „ნამდვილ საფრთხეს უქმნის“ აშშ-ის მოკავშირეებს ახლო აღმოსავლეთში. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს …

ნახვა »

არგენტინა მსოფლიო ჩემპიონია

36 წლიანი მოლოდინის შემდეგ არგენტინის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ბოლოს არგენტინელებს 1986 წელს მარადონამ მოუტანა ოქროს თასი, ამჯერად კი ლიონელ მესიმ მოაგებინა სანუკვარი ჯილდო. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს არგენტინა და საფრანგეთი დაუპირისპირდნენ. სამხრეთამერიკელებმა ფინალის საგზური ხორვატიის დამარცხებით (3:0) მოპოვეს, ფრანგებმა კი ტურნირის აღმოჩენას, მაროკოს ეროვნულ გუნდს 2:0 …

ნახვა »

ჰენრი კევილი საკულტო თამაშის Warhammer 40,000 ადაპტაციაში ითამაშებს

ჰენრი კევილი საკულტო თამაშის Warhammer 40,000 ადაპტაციაში ითამაშებს. ინფორმაცია ამის შესახებ ბრიტანელმა მსახიობმა სოციალურ ქსელებში გააზიარა. როგორც ირკვევა, შოუს სტუდია Amazon-ი გადაიღებს. ამ ეტაპზე უცნობია რა როლს შეასრულებს კევილი, თუმცა ის მომავალი პროექტის პროდიუსერიც იქნება. „Warhammer-ის თაყვანისმცემლებს ვპირდები, რომ პატივისცემით მოვეპყრობი თამაშს, რომელიც ჩვენ გვიყვარს. გპირდებით, რომ რაღაც ნაცნობს გავაკეთებ და …

ნახვა »

მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ არსებული ვითარება; რა ხდება “ნაციონალურ მოძრაობაში”?; საახალწლო განწყობა დედაქალაქში – გადაცემა “აქტუალური თემა”

ნახვა »

გერმანიაში თხევადი გაზის პირველი ტერმინალი გაიხსნა

გერმანიაში თხევადი გაზის პირველი ტერმინალი გაიხსნა. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა Die Zeit ავრცელებს. გამოცემის თანახმად, გერმანიის ქალაქ ვილჰელმსჰაფენში თხევადი გაზის იმპორტისთვის განკუთვნილი პირველი ტერმინალი გაიხსნა. გახსნის ცერემონიას კანცლერი ოლაფ შოლცი, ეკონომიკის მინისტრი რობერტ ჰაბეკი, ფინანსთა მინისტრი კრისტიან ლინდნერი და ქვემო საქსონიის მინისტრ-პრეზიდენტი სტეფან ვაილი ესწრებოდნენ. როგორც შოლცმა აღნიშნა, ტერმინალის …

ნახვა »

კიევში, სარაკეტო თავდასხმის გამო, მეტროს მუშაობა ყველა ხაზზე დროებით შეჩერებულია

უკრაინის დედაქალაქ კიევში მეტროს მუშაობა ყველა ხაზზე დროებით შეჩერებულია, – ამის შესახებ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, მეტროს მიწისქვეშა სადგურები სარაკეტო თავდასხმის გამო თავშესაფრის ფუნქციას ასრულებს. კლიჩკომ კიევის მცხოვრებლებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა. შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა დღეს უკრაინის ტერიტორიაზე მასიური სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს.

ნახვა »

ეროვნულ ბიბლიოთეკაში პრესის მუზეუმი გაიხსნა

15 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, პირველად საქართველოში, გაიხსნა პრესის მუზეუმი. ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ქეთევან დუმბაძე და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ. როგორც ცნობილია, მუზეუმი შეიქმნა ეროვნული ბიბლიოთეკის საქართველოს ეროვნული ბიბლიოგრაფიის საარქივო ფონდის განყოფილების ბაზაზე. ამ …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია