ჩვენ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ქვეყნის გამთლიანების გზად მშვიდობიანი, გონივრული პოლიტიკა ავირჩიეთ და გვჯერა, აუცილებლად მივაღწევთ მიზანს, საქართველო გაერთიანდება – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით წერს. „14 წელი გავიდა 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებიდან, რომელმაც ბევრი ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლე …
ნახვა »მარინა კალიურანდი აგვისტოს ომზე – არასოდეს დავივიწყებთ და ვაპატიებთ რუსეთს
ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ და არ ვაპატიებთ რუსეთს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი “ტვიტერზე” წერს და ეხმაურება 2008 წლის აგვისტოს ომის 14 წლისთავს. “14 წლის წინ რუსეთი თავს დაესხა საქართველოს და დაიწყო ომი, რომელსაც მოჰყვა სიკვდილი, ტანჯვა და ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია. ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ და არ ვაპატიებთ მას. ევროპარლამენტი მტკიცედ დგას …
ნახვა »ისრაელსა და „ისლამურ ჯიჰადს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა
ისრაელსა და დაჯგუფება „ისლამურ ჯიჰადს“ შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ძალაში შევიდა. ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისმა შეთანხმებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ თუ ის დაირღვევა, “ისრაელის სახელმწიფო ინარჩუნებს უფლებას მკაცრი რეაგირება მოახდინოს”. ამასთან, პრემიერ-მინისტრის ოფისი მადლობას უხდის ეგვიპტეს, რომელიც შეთანხმების მიღწევის მიზნით მოლაპარაკებებს შუამავლობდა. შეთანხმების პირობები ჯერჯერობით არ საჯაროვდება, თუმცა, ეგვიპტის …
ნახვა »რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მიგების ნიშნად, პარლამენტის შენობაზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაეშვა
რუსეთ-საქართველოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით, პარლამენტის შენობაზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაეშვა. დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფო დროშები დაშვებულია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე არსებულ ადმინისტრაციულ შენობებზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში. 2008 წლის აგვისტოს ომმა 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ომში დაიჭრა და დაშავდა 2 232 პირი, მათგან 1 045 – სამხედრო მოსამსახურე
ნახვა »გორისა და კარალეთის სკოლებს აგვისტოს ომში დაღუპული მებრძოლების ზაზა ბირთველიშვილისა და ოთარ სუხიტაშვილის სახელები მიენიჭათ
პრეზიდენტის მხარდაჭერით, გორისა და კარალეთის სკოლებს აგვისტოს ომში დაღუპული მებრძოლების ზაზა ბირთველიშვილისა და ოთარ სუხიტაშვილის სახელები მიენიჭათ, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. „საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერით, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული სამხედროების ზაზა ბირთველიშვილისა და ოთარ სუხიტაშვილის ხსოვნის უკვდასაყოფად, გორში და კარალეთში მდებარე სკოლებს და კარალეთის სკვერს მათი სახელები მიენიჭათ. შესაბამისი ინიციატივით დაღუპული …
ნახვა »ვოლსკი: 2012 წლიდან არ დავტოვეთ არც სამართლებრივი, არც პოლიტიკური პლატფორმა, სადაც ზუსტი შეფასება არ აქვს მიცემული რუსეთის აგრესიას
ემოცია, განცდა უდიდესია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც შვილები დაკარგა ქვეყანამ და აგრესორს სწორედ ამგვარი ნიშნით ვაფასებ. მოგვიკლეს ხალხი, დაგვინგრიეს სოფლები და განაპირობებს ის, რომ საქართველოს ტერიტორიების დიდი ნაწილი არის ოკუპირებული, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ აგვისტოს ომთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ხელიწუფლებას 2012 წლიდან არ დაუტოვებია …
ნახვა »პრეზიდენტმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული შინდისის გმირების ხსოვნას პატივი მიაგო
საქართველოს პრეზიდენტი 2008 წლის აგვისტოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით დღეს შიდა ქართლში იმყოფებოდა, სადაც სოფელ შინდისში აგვისტოს ომში დაღუპული შინდისის გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო. პრეზიდენტი ნიქოზის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძარში ომში დაღუპულთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრო, რომელიც ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტმა ისაიამ აღავლინა. „ღმერთმა შეისმინოს ჩვენი ლოცვა …
ნახვა »სალომე ზურაბიშვილი – 1801, 1921, 1992, 2008, ეს არის თარიღები, რომლებიც თითოეულ ქართველს სამუდამოდ ემახსოვრება
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში აგვისტოს ომთან დაკავშირებით წერს. როგორც ზურაბიშვილი აცხადებს, საქართველოს გამძლეობა უფრო ძლიერი აღმოჩნდა. „1801,1921, 1992, 2008 – ეს თარიღები თითოეულ ქართველს სამუდამოდ ემახსოვრება. ისინი რუსეთის შეიარაღებული აგრესიისა და ოკუპაციის დაუნდობელ პოლიტიკას ასახავენ. საქართველოს გამძლეობა უფრო მტკიცე აღმოჩნდა. ჩემი ფიქრები აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ …
ნახვა »გიგა ბოკერია – დღეს არის ბოლო ფურცელი მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა, როდესაც ჩვენი სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებისთვის ადამიანები თავს სწირავდნენ
დღეს არის დღე ბოლო ფურცელი მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა, როდესაც ჩვენი სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებისთვის ადამიანები თავს წირავდნენ, ბოლო ფურცელი იყო სწორედ დღეს, 7 აგვისტოს ჩვენი მთავარი გარე მტრის აგრესიისა. ამ ადამიანებმა თავი შესწირეს იმას, რომ ჩვენ შეგვენარჩუნებინა სუვერენიტეტი და თავისუფლება, ეს ბრძოლა არ დამთავრებულა გრძელდება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ …
ნახვა »გია ბარამიძე – 7 აგვისტოს პატივს მივაგებთ იმ ადამიანებს, რომლებმაც თავი გასწირეს სამშობლოსთვის, მათი ხსოვნა და დიდება სამარადჟამოდ უნდა შეინარჩუნოს ჩვენმა ხალხმა
დღეს პატივს მივაგებთ იმ ადამიანებს, რომლებმაც თავი გასწირეს ჩვენი სამშობლოსთვის, მათი ხსოვნა და დიდება სამარადჟამოდ უნდა შეინარჩუნოს ჩვენმა ხალხმა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გია ბარამიძე განაცხადა. როგორც გია ბარამიძემ აღნიშნა, საქართველოს ყავს ხელისუფლება, რომელიც საკუთარ სახელმწიფოს ადანაშაულებს ომის დაწყებაში და სწორედ 7 აგვისტოს ხაზგასმით მემორიალზე მისვლა არის აუცილებელი. …
ნახვა »