ეს ქსენოფობიის თუ შოვინიზმის გარდა, ომის გარანტიის მიღების მცდელობაა! მისმა სხვა თანამზრახველებმა იწვალეს, ხან ირიბად თქვეს, ხან – უფრო პირდაპირ, მერე თავი იმართლეს… ამ სიტყვების ავტორმა კი მკაფიოდ თქვა მათი სათქმელი, ყველასი ერთად! – ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ოპოზიციონერ ირაკლი ოქრუაშვილის Facebook-პოსტს. „ვისაც აქამდე კიდევ რჩებოდა …
ნახვა »ირაკლი ოქრუაშვილი: ერთი პატარა ბიძგი, რამდენიმე რუსი ჩაძაღლდეს ქართულ რესტორანში და მაგათი „დუხი“ აღარ იქნება აქ
რამდენიმე რუსი ჩაძაღლდეს რუსული მუსიკის ფონზე გახურებულ ქართულ რესტორანში და მაგათი „დუხი“ აღარ იქნება აქ,- წერს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი. როგორც ოქრუაშვილი აღნიშნავს, ამისთვის პატარა ბიძგია საჭირო. ,,ერთი პატარა მაგალითი/ბიძგი, რამდენიმე რუსი ჩაძაღლდეს რუსული მუსიკის ფონზე გახურებულ ქართულ რესტორანში და მაგათი „დუხი“ აღარ იქნება აქ. ვინაა მაგის მქმნელი თორემ კი. სტუმარ-მასპინძლობა, ჰუმანურობა, ეკონომიკა …
ნახვა »დავით არახამიას, ლიზა იასკოს და ალექსეი გონჩარენკოს დიპლომატიური პასპორტები გაუუქმდათ
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასობით დიპლომატიური პასპორტი, მათ შორის უკრაინის რადას დეპუტატების ნაწილის დიპლომატიური პასპორტები გააუქმა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. მანამდე უკრაინულ Telegram-არხებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დეპუტატებს, რომლებმაც ოფიციალური მივლინებების შემდეგ დიპლომატიური პასპორტები არ დააბრუნეს, შესაძლოა ეს პასპორტები ჩამოერთვათ. მედია წერდა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი გაბრაზებულია იმით, რომ დეპუტატები ომის დროს …
ნახვა »ისრაელის არმიამ ღაზას სექტორში პალესტინის „ისლამური ჯიჰადის“ ობიექტებზე ფართომასშტაბიანი საჰაერო დარტყმები დაიწყო
ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზას სექტორში პალესტინის „ისლამური ჯიჰადის“ ობიექტებზე ფართომასშტაბიანი საჰაერო დარტყმები დაიწყო. ისრაელის სამხედრო ავიაციის სამიზნე „ისლამური ჯიჰადის“ იარაღის საწარმო ობიექტები, საწყობები და რაკეტების გამშვები პოზიციებია. ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ბენი განცის თქმით, ისრაელი არ არის დაინტერესებული ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაზიანებით, მაგრამ „გაანადგურებს მათ, ვინც ისრაელს ემუქრება“. ისრაელის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, მაშინ როდესაც …
ნახვა »ისრაელის არმიამ სამხედრო ოპერაციისას ღაზას სექტორში რადიკალური დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადის“ ლიდერი მოკლა
ისრაელის არმიამ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში ღაზას სექტორში რადიკალური დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადის“ ლიდერი მოკლა, საერთო ჯამში კი, სულ მცირე 10 დაღუპულის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია. ღაზას სექტორის მმართველი „ჰამასის“ ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ხუთი წლის ბავშვია. დაბომბვის შედეგად სხეულის დაზიანება 55-მა ადამიანმა მიიღო. ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა და უპილოტო საფრენმა აპარატებმა იერიში მიიტანეს „ისლამური …
ნახვა »„ისლამურმა ჯიჰადმა“ ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 100-მდე რაკეტა გაუშვა
რადიკალურმა მოძრაობა „ისლამურმა ჯიჰადმა“ ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 100-მდე რაკეტა გაუშვა. დაჯგუფების პრესსპიკერის თქმით, რაკეტების სამიზნე ისრაელის ცენტრალური და სამხრეთ რაიონები გახდა. ისრაელის მედიის ინფორმაციით, ქვეყნის წინააღმდეგ ნასროლი რაკეტები ან ღია ტერიტორიაზე ჩამოვარდა, ან საჰაერო თავდაცვის სისტემა „რკინის გუმბათმა“ გაანეიტრალა. ისრაელის რაიონებში განგაშის სიგნალები ჩაირთო. „ისლამური ჯიჰადის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს …
ნახვა »ამირან გამყრელიძე თანამდებობას ტოვებს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაცია „პალიტრანიუსის“ ეთერში ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა დაადასტურა. მისი თქმით, ამირან გამყრელიძის მოვალეობას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია შეასრულებს. „ჩვენ გუშინ გვქონდა საუბარი ბატონ ამირანთან. მას დიდი დამსახურება აქვს ქვეყნის, ხალხის წინაშე, ის ამ სისტემაშია 90-იანი წლების დასაწყისიდან და მრავალი წლის …
ნახვა »პირველი ქართველი ქალი ოფიცერი FBI-ს აკადემიაში
ანა ჩაკვეტაძე პირველი ქართველი ქალი ოფიცერია, რომელიც გამოძიების ფედერალური ბიუროს აკადემიაში ისწავლის. ამ წარმატებას მას ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ულოცავს: ”უზარმაზარი მილოცვა ანა ჩაკვეტაძეს, პირველ ქართველ ქალ ოფიცერს, რომელიც FBI-ს აკადემიაში ისწავლის! დაბრუნების შემდეგ, მოუთმენლად ველით იმის ნახვას, როგორ გააგრძელებს ის საქართველოს მხარდაჭერას სამართალდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაში.” – წერია საელჩოს …
ნახვა »ნინო ლომჯარია – 8 აგვისტო მოდის და რატომ უკვირთ, რომ საქართველოს მოქალაქეებს შესაძლოა, ჰქონდეთ ნეგატიური განწყობები რუსების მიმართ
საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, მიუღებელია აგრესია თუ ფიზიკური დაპირისპირება განსხვავებული წარმოშობის ადამიანების მიმართ. მისივე თქმით, თუ დაინახავენ, რომ მსგავსი პრობლემა არსებობს, თითოეულ შემთხვევას გამოეხმაურებიან და დაგმობენ. ნინო ლომჯარიამ კომენტარი გააკეთა ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებაზე, სადაც მმართველი პარტიის თავმჯდომარე ამბობს: „დისკრიმინაციული კამპანია, ეთნიკური შუღლი როცა ღვივდება, პირველივე დღეს უნდა გამოეხმაუროს …
ნახვა »Joker 2-ში ლედი გაგა ითამაშებს – ნახეთ ტრეილერი
ოსკაროსანი ფილმის, ჯოკერის მეორე ნაწილი ნამდვილად დასამახსოვრებელ სანახაობას გვპირდება: ხოაკინ ფენიქსთან ერთად, ფილმში ლედი გაგაც მიიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ წყაროებმა დაუზუსტებელი ინფორმაცია ჯერ კიდევ ივნისში გაავრცელეს, თუმცა გაგამ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელებში ოფიციალურად დაადასტურა, რომ ჯოკერში ვიხილავთ. პირველ მუსიკალურ ტრეილერში ხოაკინისა და გაგას მოცეკვავე სილუეტებს ვხედავთ, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ მეორე გავრცელებული ინფორმაციაც მართალია …
ნახვა »