პოლიტიკა

editor

ე.წ. დეზერტირების ბაზრისა და სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეების უნებართვო კონსტრუქციები აიღეს

თბილისის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა ე.წ. დეზერტირების ბაზრისა და სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციები გაიტანეს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, ტერიტორია გასუფთავდა ცაბაძის, თევდორე მღვდლის, აბასთუმნის, წინამძღვრიშვილის ქუჩებზე, ასევე, წერეთლისა და თამარ მეფის გამზირების ნაწილზე. ტერიტორია შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა დაასუფთავეს, რის შემდეგაც ქუჩები და ტროტუარები სპეციალური ქაფით მოირეცხა. „მუნიციპალურმა …

ნახვა »

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8348 ლარი გახდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8348 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8504 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0156 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8782 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8658 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0124 …

ნახვა »

სოსო გოგაშვილს პატიმრობა შეეფარდა

სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს, სოსო გოგაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო. დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე გოგაშვილის 50 000 – ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, ბრალდების მხარე კი – პატიმრობას. აღსანიშნავია, რომ სასამართლო პროცესი გოგაშვილის მიერ დაკავების დეტალებზე საუბრის შემდეგ დაიხურა. პროკურორის, …

ნახვა »

მოსამართლის გადაწყვეტილებით, სოსო გოგაშვილთან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო სხდომა დაიხურა

თბილისის საქალაქო სასამართლო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს. სხდომის მიმდინარეობისას, პროკურატურის წარმომადგენელმა მოსამართლე არსენ კალატოზიშვილს მიმართა შუამდგომლობით, საქმის განხილვა სრულად დახურულ ფორმატში წარიმართოს. ბრალდების მხარემ განმარტა, რომ ვინაიდან, სხვა ბრალდებებთან ერთად, საქმე პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვებას, შენახვასა და გავრცელებას ეხება, მიზანშეწონილია, სხდომა საწყის ეტაპზევე დაიხუროს. შუამდგომლობას არ …

ნახვა »

სოსო გოგაშვილის მეუღლე – არ გავჩუმდებით, როგორი საჩუქარიც გამიკეთეს, ვალში არ დავრჩები და საჩუქარს მეც გავუგზავნი

პირობას ვაძლევ ყველას, რომ გოგაშვილის მეუღლე და მისი შვილები არ გაჩუმდებიან. როგორი საჩუქარიც გამიკეთეს, ვალში არ დავრჩები და საჩუქარს მეც გავუგზავნი, ბრძოლა იქნება ჩვენი საჩუქარი, – ამის შესახებ იოსებ გოგაშვილის მეუღლემ, თეა მარტყოფლიშვილმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, გოგაშვილის დაკავების შემდეგ, ოჯახის მისამართით არაერთი გამაფრთხილებელი და მუქარის წერილი …

ნახვა »

თბილისის საქალაქო სასამართლოში სოსო გოგაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე სასამართლო გოგაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს. დაცვის მხარე გოგაშვილის 50 000 – ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვს, ბრალდების მხარე კი – პატიმრობას. პროკურორი მაია სილაგაძის ინფორმაციით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე სხდომის დახურვასთან დაკავშირებით შუამდგომლობას დააყენებს, ვინაიდან წარდგენილი მასალები …

ნახვა »

აშშ-ში 18 პაციენტი, რომლებსაც კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, სრულად განიკურნენ – უახლესმა მკურნალობის მეთოდმა გაამართლა

აშშ–ში კიბოზე კვლევაზე ჩატარდა და ახლა, შედეგები, რომლებზეც საუკეთესო მეცნიერებმა მიიღეს, იმდენად იმედის მომცემია, როგორც – არასდროს. მართალია კვლევა მცირემაშტაბიანი იყო და ამის გამო ექსპერტები გამეორების აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ, თუმცა მონაწილე 18 ადამიანიდან, რომლებსაც სწორი ნაწლავის სიმსივნის დიაგნოზი ჰქონდათ, ყველა გამოჯანმრთელდა. ყოველი პაციენტის ორგანიზმიდან კიბო გაქრა, ის არც სამედიცინო კვლევისას, ენდოსკოპიისას, …

ნახვა »

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების შესახებ იმსჯელებენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ბრიუსელში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ იმსჯელებენ. მედიის ინფორმაციით, განსახილველ ზომებს შორის არის რუსეთიდან ოქროს შესყიდვის აკრძალვა. ევროკავშირმა, შესაძლოა, სანქცირებული რუსი მოქალაქეების სიის გაფართოებაზეც იმოქმედოს. „ვთავაზობთ, გამკაცრდეს ევროკავშირის სანქციები კრემლის წინააღმდეგ, უფრო ეფექტურად აღსრულდეს და გახანგრძლივდეს ისინი 2023 წლის იანვრამდე. მოსკოვმა უნდა გააგრძელოს აგრესიისთვის მაღალი ფასის …

ნახვა »

ონის მუნიციპალიტეტში, დაახლოებით 50 800 ჰექტარზე ეროვნული პარკი დაარსდება

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია აცხადებს, რომ ონის მუნიციპალიტეტში დაახლოებით 50 800 ჰექტარზე ეროვნული პარკი დაარსდება. ამის შესახებ მან მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ოთარ შამუგიას თქმით, ეს არის ახალი შესაძლებლობა რეგიონისთვის, რათა დავიცვათ უნიკალური ბუნება, ამავდროულად, ეს არის შესაძლებლობა, რომ რეგიონში განვითარდეს შესაბამისი …

ნახვა »

20 ივლისს 21:00 სთ-დან 21 ივლისის 09:00 სთ-მდე ქობულეთის გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის 28-ე კმ-ზე მდებარე საავტომობილო გვირაბში, განათების სისტემაში არსებული დაზიანების აღმოსაფხვრელად შესასრულებელი სამუშაოების გამო, საჭიროა საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვა 2022 წლის 20 ივლისს 21:00 სთ-დან 21 ივლისის 09:00 სთ-მდე. საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში, ავტოტრანსპორტით მოძრაობა გადაერთვება …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია