პოლიტიკა

editor

„აუდი“ ფორმულა 1-ს 2026 წლიდან შეუერთდება

ფორმულა 1-ს  ახალი საჯინიბო ეყოლება – „აუდის“ გუნდი მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ ავტორბოლას 2026 წლის სეზონიდან შეუერთდება. მარკუს დუისმანი (აუდის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე) –„ავტოსპორტი ჩვენი დნმ-ის ნაწილია, ფორმულა 1 კი ჩვენი ბრენდისთვის გლობალური ასპერეზი იქნება, აგრეთვე ლაბორატორიაც, სადაც ურთულესი ტექნოლოგიები შემუშავდება. ფორმულა 1-ის მაღალი ეფექტურობა და დიდი კონკურენცია ყოველთვის ხდება პროგრესის …

ნახვა »

ქუთაისი, როგორც საიდუმლო მიმართულება – Let’s GET LOST with WIZZAIR in Kutaisi

სამი დღის განმავლობაში ქუთაისი და იმერეთის რეგიონი მსოფლიოს ციფრული მედიის ყურადღების ცენტრში იქნება. ცნობილი მასშტაბური პროექტის მონაწილეებს „Let’s GET LOST with WIZZAIR“ – „მოდი, დავიკარგოთ Wizz air-თან ერთად“ 26-28 აგვისტოს ჩათვლით ქუთაისი და იმერეთის რეგიონი უმასპინძლებს. დიდი ბრიტანეთის, ესპანეთისა და ავსტრიის შემდეგ, საქართველო გახდება პირველი ქვეყანა, სადაც მსგავსი უპრეცედენტო და …

ნახვა »

ბორჯომში ხანძრის კერების უმეტესობა ამ მომენტისთვის ლიკვიდირებულია

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის კერების უმეტესობა ამ მომენტისთვის ლიკვიდირებულია. ძლიერი ქარი და მაღალი ტემპერატურა, კვლავ ხელს უშლის ხანძრის ქრობის პროცესს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, დღეს დილიდან, ხანძრის სალიკვიდაციო ღონისძიებებში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები და თურქეთის რესპუბლიკის სამი სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავი. „რთულად მისადგომ რელიეფზე, რამდენიმე კილომეტრის მანძილზე …

ნახვა »

პატიმარი გურამ სვანიძე, რომელიც თავში მიყენებული ჭრილობით საავადმყოფოში მკურნალობდა, გარდაიცვალა

პატიმარი გურამ სვანიძე, რომელიც თავში მიყენებული ჭრილობით საავადმყოფოში მკურნალობდა, გარდაიცვალა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ინფორმაცია პატიმრის ბიძამ ოთარ გიორგბერიძემ დაუდასტურა. 28 წლის გურამ სვანიძეს ოპერაცია ჩაუტარდა და რამდენიმე დღის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ცნობისთვის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების თანახმად, 20 აგვისტოს, თბილისში, შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ მე-3 …

ნახვა »

გაეროს 50-ზე მეტმა წევრმა სახელმწიფომ, მათ შორის საქართველომ უკრაინაში რუსეთის აგრესია დაგმო

ომის დაწყებიდან ექვსი თვის თავზე გაეროს წევრმა სახელმწიფოებმა მორიგ ჯერზე დაგმეს რუსეთის აგრესია. აღნიშნული განცხადებას შეუერთდა საქართველოც. ტექსტი გაეროში უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა, სერგი კისლიცამ წაიკითხა. “გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ საქართველო გაეროს წევრ 50-ზე მეტ ქვეყანას შეუერთდა, რათა დაგმოს რუსეთის მიერ გაეროს წესდების, საერთაშორისო სამართლისა და პრინციპების დარღვევა აგრესიის დაწყების …

ნახვა »

ნიდერლანდებთან მატჩში მიღებული ტრავმის გამო თორნიკე შენგელია ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს. ინფორმაციას კალათბურთის ფედერაცია ადასტურებს. მიზეზი კი 24 აგვისტოს, ნიდერლანდებთან მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩის დროს მიღებული ტრავმა გახდა, რის გამოც შენგელიას ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. „თორნიკეს არყოფნას, რა თქმა უნდა, ვერ ავანაზღაურებთ, თუმცა აუცილებლად ვიპოვით გზას, რათა კონკურენტუნარიანები ვიყოთ და შედეგის მისაღწევად ვიბრძოლოთ“, …

ნახვა »

DJ „დინჯი“ გარდაიცვალა

ქართველი რადიო და საკლუბო დიჯეი, პროდიუსერი არჩილ ბუბუტეიშვილი, რომელსაც საზოგადოება DJ „დინჯის“ სახელით იცნობდა, 50 წლის ასაკში გარდაიცვალა. არჩილ ბუბუტეიშვილი 1994 წლიდან რადიოკომპანიაში „რადიო 105“ მუშაობდა. ამავე წელს, შედგა მისი საეთერო დებიუტი, სადაც პირველად გამოჩნდა ფსევდონიმით „MC“, მოგვიანებით კი DJ „დინჯის“ სახელით გაააგრძელა მუშაობა. არჩილ ბუბუტეიშვილი მძიმე სენს ებრძოდა.

ნახვა »

უკრაინაში, რკინიგზის სადგურის დაბომბვას 20-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, დაღუპულთა შორის ბავშვიცაა

აღმოსავლეთ უკრაინაში, ქალაქ ჩაპლინეს რკინიგზის სადგურზე რუსეთის სარაკეტო იერიშს 22 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის 11 წლის ბიჭიცაა, – ინფორმაციას BBC ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. „ასე ემზადებოდა რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომისთვის. ოთხი სამგზავრო ვაგონი იწვის… დაღუპულთა რიცხვი შეიძლება გაიზარდოს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. თავდასხმის შედეგად, 50 ადამიანია დაშავებული. მოსკოვს მომხდარზე ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.

ნახვა »

საქართველოსა და მექსიკას შორის განათლებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი

მექსიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ოფიციალური ცერემონიის ფარგლებში, საქართველოსა და მექსიკის შეერთებული შტატების მთავრობებს შორის განათლებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი. მექსიკის მხრიდან შეთანხმებას ხელი მოაწერა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარსელო ებრარდ კასაუბონმა, ხოლო საქართველოს მხრიდან მექსიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ზაზა გაბუნიამ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, …

ნახვა »

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს მაღალი ტემპერატურის გამო ტყის ხანძრების მომატებულ რისკთან დაკავშირებით აფრთხილებს

”შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მიწოდებული ინფორმაციით, 28 აგვისტომდე საქართველოში ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება. გარდა ამისა, ჰაერის მაღალ ტემპერატურასთან ერთად, კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთში, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, გორი-სურამის მონაკვეთზე და მთიანი რეგიონების ზოგიერთ რაიონში ძლიერი ქარიცაა მოსალოდნელი, რაც კიდევ უფრო ზრდის …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია