რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ახალი საზღვაო დოქტრინა დაამტკიცა. როგორც რუსული მედია იუწყება, დოკუმენტის მიხედვით, რუსეთს ექნება უფლება, გამოიყენოს სამხედრო ძალა საკუთარი ინტერესების რეალიზაციისთვის მსოფლიო ოკეანეში, როდესაც დიპლომატიური შესაძლებლობები ამოიწურება. ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთის ეროვნული უსაფრთხოებისთვის მთავარი გამოწვევა მსოფლიო ოკეანეში აშშ-ის დომინირებაა. დოქტრინაში აღნიშნულია, რომ ნატო-სთან ურთიერთობებში ფუნდამენტური ფაქტორი გახდება ის, რომ …
ნახვა »ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულებს 2 აგვისტოს სამების საკათედრო ტაძარში დაასვენებენ
ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულებს სამშაბათს, 2 აგვისტოს სამების საკათედრო ტაძარში დაასვენებენ. ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი. ამავე განცხადებაში საპატრიარქო მწუხარებას გამოთქვამს კასპის ეპისკოპოს დამიანეს (ხუფენია) გარდაცვალების გამო. „გუდაურის ტრაგედიამ და სამთავისისა და კასპის ეპისკოპოს დამიანეს (ხუფენია) გარდაცვალებამ საყოველთაო მწუხარება გამოიწვია. დიდია ჩვენი გულისტკივილიც. ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად გარდაცვლილნი სამშაბათს, 2 …
ნახვა »მამუკა ონაშვილის მდგომარეობა მძიმეა, იმყოფება მართვით სუნთქვაზე – პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა
მომღერალი მამუკა ონაშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მამუკა ავარიაში მოყვა. პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამბობენ, რომ მომღერლის მდგომარეობა მძიმეა და მამუკა ონაშვილი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. „მდგომარეობა მძიმეა, იმყოფება მართვით სუნთქვაზე. ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია, შიდა ორგანოები ჰქონდა დაზიანებული. ამ ეტაპზე მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებს“ – განაცხადეს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში.
ნახვა »ხულოში სატვირთო ავტომობილი ხევში გადავარდა – არის მსხვერპლი
ხულოს მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 26 წლის მამაკაცი დაიღუპა, დაშავდა კიდევ ერთი პირი. შემთხვევა ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მაშინ მოხდა, როდესაც სატვირთო ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა. როგორ საქართველოში შინაგან საქმეთა სამინისტროში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას …
ნახვა »აშშ-ში მილიარდ დოლარზე მეტი გათამაშდა – გამარჯვებული ჯერ არ გამოჩენილა
აშშ-ში, ილინოისის შტატში შეძენილმა Mega Millions-ის ბილეთმა $1.34 მილიარდი მოიგო. შანსი 300 მილიონიდან ერთი იყო, – ამის შესახებ BBC წერს. გამარჯვებული კომბინაცია იყო – 13, 36, 45, 57 და 67 (ბონუსი 14). გამარჯვებული ჯერ არ გამოჩენილა. ამ დრომდე, Mega Millions-ში გათამაშებული ყველაზე მაღალი თანხა $1,537 მილიარდი იყო (2018 წელი).
ნახვა »აშშ-ში გოგომ სახლის დატბორვისას ოთხფეხა მეგობარი არ მიატოვა და 5 საათი დახმარებას მასთან ერთად, სახურავზე ელოდა
აშშ-ში, კენტუკის შტატში წყალდიდობაა. მსოფლიო მედიის ყურადღება 17 წლის გოგოს – ქლოი ადამსის ფოტომ მიიპყრო, რომელზეც ის საკუთარ ოთხფეხა მეგობართან ერთად ჩანს, – წერს CNN-ი. როგორც გოგო ჰყვება, სახლში ძაღლთან ერთად იყო, როდესაც გაიღვიძა და უჩვეულო სურათი ნახა – სააბაზანოს სანიაღვრედან და სამზარეულოს ფილებიდან წყლის ძლიერი ნაკადი მოდიოდა. 911 ზარებით იყო გადატვირთული. ამიტომ, გოგომ გადაწყვიტა, …
ნახვა »რუსებმა ქალაქი მიკოლაივი დაბომბეს
31 ივლისის ღამეს რუსმა სამხედროებმა ქალაქი მიკოლაივი დაბომბეს, რამაც საცხოვრებელი სახლების დაზიანება და რამდენიმე ობიექტის განადგურება გამოიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია მიკოლაევის მერზე, ალექსანდრ სიენკევიჩზე დაყრდნობით ავრცელებს. „მტერმა დღეს მიკოლაივზე მასიური იერიში მიიტანა. ალბათ, ეს ყველაზე ძლიერი თავდასხმა იყო, რაც აქამდე მომხარა. ძლიერი აფეთქებები გაისმა დილის 01:00 საათის შემდეგ და …
ნახვა »ცხვარიჭამიაში მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორი – კონფლიქტი ერთმანეთისთვის მხრის გაკვრის გამო დაიწყო
<span;>ცხვარიჭამიაში, 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე დაკავებულების მიმართ პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს. <span;>როგორც საქმის პროკურორმა, დავით ყაზარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ყველა დამნაშავე კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს და პროკურატურა ამისთვის ყველაფერს გააკეთებს. <span;>„მსგავსი კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეებზე საქართველოს პროკურატურა უმკაცრეს პოლიტიკას ატარებს. მნიშვნელოვანია, რომ ყველა დამნაშავე პირი კანონის …
ნახვა »დავით ჯიჯეიშვილი – ხულიგნობაში თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ – ვაღიარებ, რომ მირიან კუკავა ჩემი მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა
ხულიგნობაში თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ. ვაღიარებ რომ ჩემი მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა, – ამის შესახებ ცხვარიჭამიაში 20 წლის ახალგაზრდის, მირიან კუკავას განზრახ მკვლელობაში ბრალდებულმა დავით ჯიჯეიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა. ამასთან, საქმეზე დაკავებული სხვა 7 პირი ბრალს არ აღიარებს. დაკავებულ რვავე პირს ბრალი ოფიციალურად 30 ივლისს წარუდგინეს. ბრალდებული 7 პირიდან 5 პირს ბრალი …
ნახვა »თბილისის „დინამო“ კაპიტანმა დატოვა
ურთიერთშეთანხმების საფუძველზე „დინამო თბილისი“ კაპიტანმა, გიორგი პაპავამ დატოვა – ინფორმაციას თბილისური კლუბის პრესსამსახური ავრცელებს. „დინამო თბილისი“ კლუბის კაპიტანს გიორგი პაპავას დაემშვიდობა. მხარეებს შორის კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა. კლუბში გატარებული პერიოდისთვის მადლობას ვუხდით კაპიტანს და წარმატებას ვუსურვებთ მომავალ საფეხბურთო კარიერაში“, – წერია „დინამოს“ განცხადებაში. გიორგი პაპავას „დინამოს“ მაისურით 182 შეხვედრა აქვს გამართული, ამ …
ნახვა »