ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და 12 წლის მოზარდი მძიმედ დაშავდა ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. ავტომობილი ბებიასა და შვილიშვილს მაშინ დაეჯახა, როდესაც ისინი გზის სავალი ნაწილის გადაკვეთას ცდილობდნენ. შეჯახების შედეგად, 60 წლამდე ასაკის ქალი ადგილზე დაიღუპა, ხოლო 12 წლის მოზარდი მძიმე დაზიანებებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ზუგდიდის რეფერალურ …
ნახვა »“გვემუქრებიან, რომ 2008 წელს მოგვანატრებენ” – რუსეთის მოქალაქეების თავდასხმა დედაენის ბარზე
დედაენის ბარის მფლობელი დათა ლაფაური აცხადებს, რომ ინტერნეტ სივრცეში რუსეთის მოქალაქეების მხრიდან ბარზე თავდასხმა მიმდინარეობს. ლაფაურის თქმით, რუსეთის მოქალაქეები ბარზე უარყოფით შეფასებებს როგორც სოციალურ ქსელებში, ასევე Google Map-ის აპლიკაციაში მასობრივად წერენ. ლაფაური ფორმულასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ რუსეთის მოქალაქეები ბარის შესახებ მიზანმიმართულად ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას და გარდა ამისა, საქართველოსადმი მუქარის შემცველ კომენტარებს წერენ. „დეზინფორმაციას ეწევიან, რომ თურმე …
ნახვა »ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში დაძაბულობის ესკალაციის საკითხზე კრემლში, უშიშროების საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს
ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში დაძაბულობის ესკალაციის საკითხზე კრემლში, უშიშროების საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. საბჭოს სხდომას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ხელმძღვანელობდა. პუტინის პრესსპიკერის თქმით, სხდომის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს, რომ რუსეთის, აზერბაიჯანის და სომხეთის მიერ 2020 წლის ნოემბერში ხელმოწერილი ცეცხლის შეყვეტის განცხადების ყველა დებულების შესრულება აუცილებელია. „ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით და …
ნახვა »სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ
სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ. აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, 3 აგვისტოს დილას სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა მთიან ყარაბაღში, ლაჩინის მიმართულებით აზერბაიჯანულ პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ერთი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. პასუხად, აზერბაიჯანმა კონტრტერორისტული ოპერაცია დაიწყო. ოპერაციის ფარგლებში განადგურებულია სომხური შეიარაღებული ფორმირებების რამდენიმე პოზიცია. არიან დაღუპულები და დაშავებულები. აზერბაიჯანის …
ნახვა »სტოლტენბერგი – პუტინი უკრაინაში ომს თუ მოიგებს, შესაძლოა, შემდეგი სამიზნე რუსეთის მეზობელი ქვეყნები გახდნენ
პუტინი უკრაინაში ომს თუ მოიგებს, მაშინ შემდეგი სამიზნე შესაძლოა, რუსეთის მეზობელი ქვეყნები გახდნენ, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კუნძულ უტოიაზე ახალგაზრდული ბანაკის წევრებთან შეხვედრის დროს განაცხადა. მისივე თქმით, ნატო-ს მორალური პასუხისმგებლობაა, მხარი დაუჭირონ უკრაინას. „ჩვენი მორალური პასუხისმგებლობაა, მხარი დავუჭიროთ უკრაინას. უკრაინა არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, სადაც 40 მილიონი ადამიანი …
ნახვა »კახა კალაძე: ცენტრალური პარკის პროექტში განხორციელდა მნიშვნელოვანი ცვლილება – ეს იყო მოქალაქეების დაკვეთა
თბილისის მერი კახა კალაძე ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ცენტრალური პარკის მოწყობის პროექტში განსახორციელებელ ცვლილებებს ადგილზე გაეცნო. ცვლილებების თანახმად, შეიცვალა დეკორატიული ატრაქციები. კერძოდ, ფრანგული ბაღისა და ბოტანიკური ბაღის ადგილზე, რომელთა საერთო ფართობი 28 232 კვადრატულ მეტრს შეადგენდა, მოეწყობა გამწვანებული სივრცეები და საპიკნიკე მოლები, ხოლო მცირე ზომის გორაკებზე დაირგვება ხე-მცენარეები ჩრდილისთვის. თბილისის მერის …
ნახვა »აფხაზეთის ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლომ ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შეთანხმების მასალები „პარლამენტს“ უკან დაუბრუნა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლომ ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შეთანხმების მასალები ე.წ. პარლამენტს უკან დაუბრუნა. ე.წ. საკონტიტუციო სასამართლოს აპარატის დე ფაქტო ხელმძღვანელის განცხადებით, დოკუმენტი იურიდიულად გამართული არ იყო, რადგან განმცხადებელმა მიმართვაში უნდა მოიყვანოს თავისი პოზიცია დადგენილ საკითხზე და წარმოადგინოს მისი სამართლებრივი საფუძველი. დე ფაქტო პარლამენტს შეუძლია 3 დღის განმავლობაში გაასაჩივროს …
ნახვა »EU სომხეთსა და აზერბაიჯანს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური მთიან ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს. “ევროკავშირი საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს, რომელიც აზერბაიჯანულ და სომხურ ძალებს შორის ლაჩინის დერეფნის გარშემო და კონტაქტის ხაზის გასწვრივ, სხვა ადგილებში დაიწყო. სამწუხაროდ, ამ შეტაკებებს უკვე მოჰყვა მსხვერპლი და არიან დაშავებულები. აუცილებელია დეესკალაცია და ცეცხლის შეწყვეტის …
ნახვა »რუსებმა ტორეცკში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება დაბომბეს – არიან დაღუპულები
რუსემა ოკუპანტებმა ქალაქ ტორეცკში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება დაბომბეს. დაღუპულია 8 ადამიანი, 4 დაჭრილია. დაჭრილთა შორის 3 ბავშვია. სარაკეტო თავდასხმა დილის 11 საათისთვის განხორციელდა, როდესაც გაჩერებაზე ბევრი ხალხი იყო. ამის შესახებ ინფორმაციას დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პავლო კირილენკო ავრცელებს. “გარდა ამისა, რუსებმა დააზიანეს ეკლესია, დაიჭრა მღვდელი. ასევე დაზიანებულია მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მრავალსართულიანი შენობა. რუსი ოკუპანტები ყოველდღიურად …
ნახვა »პარლამენტში ევროპული რეკომენდაციების შესასრულებლად კიდევ 5 სამუშაო ჯგუფი შეიქმნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ევროპული რეკომენდაციების შესასრულებლად 5 სამუშაო ჯგუფი შექმნა: „დეოლიგარქიზაციის“ საკითხზე კანონპროექტის შემუშავების, სასამართლო რეფორმის, საქართველოს საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის, ანტიკორუფციული ღონისძიებების და სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შემდგომი ინსტიტუციური გაძლიერების. კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, კომიტეტი ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების კუთხით ინტენსიურ სამუშაო პროცესზე გადადის. საქართველოს პარლამენტის …
ნახვა »