გელათის სამონასტრო კომპლექსს იტალიელი სპეციალისტების გაფართოებული ჯგუფი ეწვია. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, მომდევნო ხუთი თვის განმავლობაში, ისინი ქართველ სპეციალისტებთან ერთად სამონასტრო კომპლექსის ძირითად ტაძარში, დასავლეთ მკლავის კამარის დაზიანებული კედლის მხატვრობის გადასარჩენად, კვლევებზე დაფუძნებული მეთოდის გამოყენებით ყველა საჭირო სამუშაოს ჩაატარებენ. შესაბამისად, ამ ნაწილში განთავსებული მხატვრობა ზამთრის სეზონს დაცულ მდგომარეობაში შეხვდება. იტალიელ ექსპერტებთან …
ნახვა »თბილისის და ტაშკენტის მერებმა ტაშკენტში რუსთაველის ძეგლი ყვავილებით შეამკეს
უზბეკეთში ვიზიტით მყოფმა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ტაშკენტის მერთან, ჯახონგირარტიკ,ხოჯაევთან ერთად, ტაშკენტში მდებარე შოთა რუსთაველის ძეგლი ყვავილებით შეამკო. კახა კალაძემ კმაყოფილება გამოთქვა ცნობილი სკულპტორის, იაკობ შაპიროს ნამუშევრის- შოთა რუსთაველის ძეგლისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციის გამო. ტაშკენტის მერის განცხადებით, ტაშკენტის მერია გეგმავს ქალაქის სიმბოლო-ტრამვაი აღადგინოს, რომელიც სწორედ რუსთაველის ქუჩაზე იმოძრავებს. თბილისის …
ნახვა »შალვა პაპუაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტ კატრინ გიორინგ-ეკარდტს შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველოსა და გერმანიას მრავალწლიანი მჭიდრო თანამშრომლობა და მეგობრობა აკავშირებთ. მან მადლიერება გამოხატა გერმანიის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული მომავლის მხარდაჭერისთვის. „მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოს ევროკავშირში წევრობის გზა და ხაზი …
ნახვა »პირი, რომელმაც ფონიჭალაში დედა დაჭრა, მასთან ერთად მყოფი მამაკაცი კი მოკლა, 22 წლისაა
პირი, რომელმაც ფონიჭალაში დედა დაჭრა, მასთან ერთად მყოფი მამაკაცი კი მოკლა, 22 წლისაა. ამის შესახებ ჟურნალისტებს დანაშაულში ბრალდებულის ბებიამ განუცხადა. მისი თქმით, შემთხვევა ქუჩაში მოხდა. „სახლში არ მომხდარა, ქუჩაში მოხდა. ჩემი შვილიშვილი 22 წლისაა“, – აღნიშნა ბებიამ. ცნობისთვის, 22 წლის პირის დასაკავებლად შესაბამისი ღონისძიებები, ადგილზე კი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. დაჭრილი ქალი …
ნახვა »ირაკლი ღარიბაშვილმა ტაშკენტში შოთა რუსთაველის სახელობის სკვერის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად, ტაშკენტში შოთა რუსთაველის სახელობის რეკონსტრუირებული სკვერის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მთავრობის მეთაურმა დედაქალაქის მერთან ერთად სკვერში მდებარე შოთა რუსთაველის ძეგლი ყვავილებით შეამკო. უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა შოთა რუსთაველის სახელს ატარებს. ამავე ქუჩაზე განთავსებულია შოთა რუსთაველის …
ნახვა »რუსულმა ძალებმა ოდესას რაკეტებით დაარტყეს – არიან დაშავებულები
რუსმა ოკუპანტებმა ოდესის ოლქზე „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტებით თავდასხმა განახორციელეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ოპერატიულ სარდლობა „სამხრეთზე“ დაყრდნობით ავრცელებს. „მტერი ღამით ოდესის ოლქს რაკეტებით დაესხა თავს. შავი ზღვიდან გასროლილი „კალიბრის“ ტიპის 7 ფრთოსანი რაკეტა. 1 მათგანი საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, 6 – მშვიდობიან სოფელში მოხვდა”, – ნათქვამია ანგარიშში. მათივე ცნობით, დარტყმის …
ნახვა »პენტაგონი ზებგერითი რაკეტების მონიტორინგისთვის თანამგზავრების გაშვებას გეგმავს
პენტაგონი ზებგერითი რაკეტების მონიტორინგისთვის თანამგზავრების გაშვებას გეგმავს. ინფორმაციას სააგენტო „დოიჩე ველე“ ავრცელებს. პენტაგონის კოსმოსური სისტემების მართვის დეპარტამენტში განაცხადეს, რომ 2025 წლისთვის 28 თანამგზავრის გაშვებას გეგმავს, რომლებიც ზებგერითი რაკეტების მონიტორინგს განახორციელებენ. თავდაცვის უწყების ცნობით, მათ შექმნაზე შესაძლოა 1.3 მილიარდი დოლარი დაიხარჯოს. დეპარტამენტის დირექტორის, დერეკ ტერნერის განცხადებით, თანამგზავრების დასამზადებლად კონტრაქტების დადება L3Harris Technologies-თან …
ნახვა »კელი დეგნანმა მესტიაში ანსამბლ „რიჰოსთან“ ერთად სვანური ცეკვა შეასრულა – ვიდეო
საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა სვანეთში სტუმრობისას ანსამბლ „რიჰოსთან“ ერთად სვანური ცეკვა შეასრულა. „მესტიაში ვიზიტისას ელჩმა დეგნანმა სვანური ცეკვა ისწავლა. დიდი მადლობა ანსამბლ „რიჰოს“ შესანიშნავი გაკვეთილებისა და სვანეთის კულტურის უმნიშვნელოვანესი ნაწილის გაზიარებისთვის“, – აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ნახვა »რუსეთის სასამართლომ Google-ი უკრაინის ომის შესახებ „აკრძალული“ მასალის წაშლაზე უარის გამო, 361 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რუსეთის სასამართლომ Google-ი 21.1 მილიარდი რუბლით (361 მილიონ ევროზე მეტი) დააჯარიმა იმის გამო, რომ კომპანიამ უარი განაცხადა „აკრძალული“ მასალის წაშლაზე, – ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს. რუსეთის სახელმწიფო მარეგულირებელი კომპანიის, „როსკომნადზორის“ განცხადებით, ვიდეოს გაზიარების პლატფორმა YouTube „აკრძალულ“ ვიდეოებს არ შლის, მათ შორის ე.წ. „ყალბ ამბებს“ უკრაინის ომის შესახებ, რამაც გამოიწვია რუსი სამხედროების დისკრედიტაცია. …
ნახვა »ვატო წერეთელი პროკურატურაში დაიბარეს
„ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი, აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. „მთავარი არხის“ ინფორმაციით, ვატო წერეთელი პროკურატურაში დღეს, 18:00 საათზე მივა. ცნობისთვის, „ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი აცხადებს, რომ აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ვატო წერეთლის განცხადებით, მას ფიზიკური შეურაცხყოფა „ქართული ოცნების“ …
ნახვა »