საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა სვანეთში სტუმრობისას ანსამბლ „რიჰოსთან“ ერთად სვანური ცეკვა შეასრულა. „მესტიაში ვიზიტისას ელჩმა დეგნანმა სვანური ცეკვა ისწავლა. დიდი მადლობა ანსამბლ „რიჰოს“ შესანიშნავი გაკვეთილებისა და სვანეთის კულტურის უმნიშვნელოვანესი ნაწილის გაზიარებისთვის“, – აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ნახვა »რუსეთის სასამართლომ Google-ი უკრაინის ომის შესახებ „აკრძალული“ მასალის წაშლაზე უარის გამო, 361 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რუსეთის სასამართლომ Google-ი 21.1 მილიარდი რუბლით (361 მილიონ ევროზე მეტი) დააჯარიმა იმის გამო, რომ კომპანიამ უარი განაცხადა „აკრძალული“ მასალის წაშლაზე, – ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს. რუსეთის სახელმწიფო მარეგულირებელი კომპანიის, „როსკომნადზორის“ განცხადებით, ვიდეოს გაზიარების პლატფორმა YouTube „აკრძალულ“ ვიდეოებს არ შლის, მათ შორის ე.წ. „ყალბ ამბებს“ უკრაინის ომის შესახებ, რამაც გამოიწვია რუსი სამხედროების დისკრედიტაცია. …
ნახვა »ვატო წერეთელი პროკურატურაში დაიბარეს
„ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი, აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. „მთავარი არხის“ ინფორმაციით, ვატო წერეთელი პროკურატურაში დღეს, 18:00 საათზე მივა. ცნობისთვის, „ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი აცხადებს, რომ აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ვატო წერეთლის განცხადებით, მას ფიზიკური შეურაცხყოფა „ქართული ოცნების“ …
ნახვა »ევროკავშირი უკრაინას სამხედრო დახმარებისთვის დამატებით 500 მილიონ ევროს გამოუყოფს
ევროკავშირი უკრაინას სამხედრო დახმარებისთვის დამატებით 500 მილიონ ევროს გამოუყოფს. ამაზე ევროკავშირის საგარეო მინისტრები ორშაბათს გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ. ამ თანხის ჩათვლით, ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირის მიერ გაწეული დახმარება უკრაინისადმი 2.5 მილიარდ ევრომდე გაიზრდება. “დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მიღწეული იქნა პოლიტიკური შეთანხმება უკრაინის სამხედრო დახმარების მეხუთე ტრანშზე”, – განაცხადა შვედეთის საგარეო …
ნახვა »მკვლელობა ფონიჭალაში
თბილისში, ფონიჭალაში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, შვილმა დედა დაჭრა, მასთან ერთად მყოფი მამაკაცი კი მოკლა. პირი, რომელმაც სავარაუდოდ, აღნიშნული დანაშული ჩაიდინა, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მის დასაკავებლად შესაბამისი ღონისძიებები, ადგილზე კი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. დაჭრილი ქალი კლინიკაშია მოთავსებული. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე 19-109-ე მუხლებით დაიწყო, …
ნახვა »რატომ გაძვირდა პირადობა და პასპორტი? – საჯარო რეესტრის განმარტება
2022 წლის 1 მაისიდან საქართველოში პირადობის მოწმობისა და ბიომეტრიული პასპორტის აღება გაძვირდა. პირადობის საფასური 30 ლარიდან 60 ლარამდე გაიზარდა, ბიომეტრიული პასპორტის კი 100 ლარიდან 150 ლარამდე. ტარიფების ცვლილებასთან დაკავშირებით პარლამენტარმა დავით უსუფაშვილმა მთავრობას სადეპუტატო კითხვით მიმართა, საჯარო რეესტრის პასუხიდან ირკვევა, რომ ტარიფების ცვლილება ამ დოკუმენტების წარმოების თვითღირებულების გაძვირებამ განაპირობა. კერძოდ, …
ნახვა »კონსერვატორების კენჭისყრის მესამე რაუნდი ბრიტანეთის პარლამენტში
დიდი ბრიტანეთის პარლამენტში კონსერვატორი დეპუტატების კენჭისყრის მესამე რაუნდის შედეგად, პარტიის თავმჯდომარეობის და შესაბამისად, პრემიერ-მინისტრობის ოთხი კანდიდატი დარჩა. ინფორმაციას ბიბისი ავრცელებს. ეს კანდიდატები არიან ფინანსთა ყოფილი მინისტრი რიში სუნაკი, სავაჭრო პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პენი მორდონტი, საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი და სოციალური განვითარების ყოფილი მინისტრი კემი ბადენოხი. ბოლო კენჭისყრის შედეგად, ყველაზე ნაკლები ხმა დააგროვა და პრემიერობისთვის რბოლას …
ნახვა »ზელენსკი – უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ჯამში 1 028 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს, ოკუპირებულია 2 621
დღევანდელი მდგომარეობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 1 028 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს, კიდევ 2 621 კი ოკუპირებული რჩება, – ამის შესახებ ყოველდღიურ მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალების ქმედებების შედეგად, მტერმა არსებითი ლოგისტიკური დანაკარგი განიცადა და რუსულ არმიას სულ უფრო უჭირს ოკუპირებული ტერიტორიების შენარჩუნება. ამავე დროს, უკრაინის ლიდერის თქმით, რუსეთს ოკუპირებულ …
ნახვა »ე.წ. დეზერტირების ბაზრისა და სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეების უნებართვო კონსტრუქციები აიღეს
თბილისის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა ე.წ. დეზერტირების ბაზრისა და სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციები გაიტანეს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, ტერიტორია გასუფთავდა ცაბაძის, თევდორე მღვდლის, აბასთუმნის, წინამძღვრიშვილის ქუჩებზე, ასევე, წერეთლისა და თამარ მეფის გამზირების ნაწილზე. ტერიტორია შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა დაასუფთავეს, რის შემდეგაც ქუჩები და ტროტუარები სპეციალური ქაფით მოირეცხა. „მუნიციპალურმა …
ნახვა »1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8348 ლარი გახდა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8348 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8504 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0156 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8782 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8658 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0124 …
ნახვა »