პოლიტიკა

editor

ვინიცაში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად 8 ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა

უკრაინის ქალაქ ვინიცაში სარაკეტო თავდასხმის შედეგად მინიმუმ 8 ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ეროვნულ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. წინასწარი ინფორმაციით, შენობას, რომელშიც საოფისე ფართებია განლაგებული, 3 რუსული რაკეტა მოხვდა. აფეთქების შედეგად ასევე დაზიანდა ოფიცერთა სახლი და მიმდებარე საცხოვრებელი სახლები. „ადგილზე ხანძარი გაჩნდა, ცეცხლი ავტოსადგომს მოედო. ახლა იქ …

ნახვა »

იაგო ხვიჩია: რა კონცერტს დგამს ხელისუფლება და ოპოზიცია ევროინტეგრაციის მიმართულებით – ეს არის „ქართული ოცნების“ სიმფონიური ორკესტრი, ერთად უკრავენ და დირიჟორი არ ჩანს

ჩემი მიზანია ადამიანებს გავაგებინო, რა კონცერტს დგამს ხელისუფლება და ოპოზიცია ევროინტეგრაციის მიმართულებით, ეს არის „ქართული ოცნების” სიმფონიური ორკესტრი, ერთად უკრავენ და დირიჟორი არ ჩანს, – ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა. ხვიჩია ოპოზიციის მიერ რიგგარეშე სხდომის მოწვევის აზრს ვერ ხედავს და აცხადებს, რომ ეს პოლიტიკური პიარისთვის კეთდება, რაში მონაწილეობაც მათთან …

ნახვა »

ჰუბერტ ქნირში პოლიტიკოსებს საკუთარი “სვანური კოშკებიდან” ჩამოსვლას ურჩევს

არ ვიცი, იპოვის თუ არა თითოეული პოლიტიკოსი და პარტია თავის თავში ძალასა და გამბედაობას, ქვემოთ ჩამოვიდეს საკუთარი „სვანური კოშკიდან“. იმედი მაქვს, ისინი მკაფიოდ გრძნობენ, რომ ამის სურვილი არა მხოლოდ ევროკავშირის, არამედ საქართველოს მოსახლეობის მხრიდანაც მოდის, – ამის შესახებ გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში დეპოლარიზაციის აუცილებლობაზე საუბრისას აღნიშნა. ელჩის თქმით, …

ნახვა »

კობახიძე სამარცხვინოს უწოდებს იუკნევიჩიანეს ნათქვამს, რომ დეოლიგარქიზაცია დებიძინიზაციაა

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე რასა იუკნევიჩიანეს განცხადებას სამარცხვინოს უწოდებს – ევროპარლამენტარმა ევროპარლამენტში თქვა, რომ “დეოლიგარქიზაცია ნიშნავს დებიძინიზაციას, დეივანიშვილიზაციას“. “ქალბატონი რასას განცხადება იყო უბრალოდ სამარცხვინო. მეორეც, მისი განცხადება ფაქტობრივად იმეორებს იმას, რაც ჩაიწერა ევროპარლამენტის რეზოლუციაში. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვჭირდება განმარტებები. სიტყვების დამარცვლა კი არ არის საჭირო, საჭიროა ფაქტების მოყვანა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იმართება ქვეყანა. არავითარი …

ნახვა »

საქართველო-რუსეთის საზღვართან მიწისძვრა მოხდა

სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, საქართველო-რუსეთის სასაზღვრო ზოლთან მიწისძვრა მოხდა. ცენტრის ცნობით, მიწისძვრა დღეს 11:22 საათზე მოხდა და მისი სიმძლავრე 3.3 მაგნიტუდას შეადგენდა.

ნახვა »

სააკაშვილი: შევწყვიტოთ ქვეყნის შიგნით ცივი ომი და ბრაზი მივმართოთ დამპყრობელზე

“როდესაც ვამბობთ, რომ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებს ჰიბრიდული ომი, უნდა გვესმოდეს თუ რას ნიშნავს ეს. 1 ) მოქალაქეებს შთააგონებ, რომ მათზე არაფერი არაა დამოკიდებული. აბა მე რა ვქნა? ჩემზე რა არის დამოკიდებული? რა აზრი აქვს ქუჩაში გასვლას? 2 ) ჩვენი ბედი არ წყდება აქ მაინც. არსებობს სხვა მსოფლიო ცენტრები და იქ …

ნახვა »

ტოჩინოშინის მესამე გამარჯვება ნაგოიას სუპერტურნირზე

ნაგოიაში მიმდინარე სუმოს სუპერტურნირზე ტოჩინოშინმა მეხუთე ბრძოლა გამართა. ლევან გორგაძე მერვე მაეგაშირა ნიშიკიგის დაუპირისპირდა. ქართველ სუმოისტს ბალანსზე 2 მოგება და 2 წაგება ჰქონდა, მის მეტოქეს კი 4-დან 4 გამარჯვება. ივლისის სუპერტურნირზე ნიშიკიგის წაუგებელი სერია ლევანმა შეწყვიტა. მეტოქემ ქართველი სუმოისტის მძლავრ მიძალებას ვერ გაუძლო და ტოჩინოშინმა ნიშიკიგი დოჰიოდან გადაიყვანა. ლევან გორგაძე …

ნახვა »

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ლევან ვარშალომიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი დაუჭირა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღეს ოპიზიციონერ დეპუტატ ლევან ვარშალომიძისთვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განხილა და გადაწყვეტილება მიიღო. კომიტეტის წევრებმა კენჭისყრით გადაწყვიტეს, რომ ვარშალომიძეს არასაპატიო მიზეზით სხდომების გაცდენის გამო დეპუტატის უფლებამოსილება უნდა შეუჩერდეს. ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, პარლამენტში 2022 წლის საგაზაფხულო სესიის სულ 26 სხდომა ჩატარდა და ლევან …

ნახვა »

ბათუმის “დინამო” ბრატისლავის “სლოვანთან” დამარცხდა

“დინამო ბათუმმა” უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრა გამართა. საქართველოს ჩემპიონი გუნდის მეტოქე ბრატისლავის „სლოვანი“ იყო. მატჩის ძირითადი დრო ფრედ დასრულდა, ვლადიმერ ვაისის გუნდს დამატებით ტაიმში, 103-ე წუთზე გოლი ზურიკო დავითაშვილმა გაუტანა. მატჩის ბედი კი დამატებითი ტაიმის ბოლო წუთებზე გადაწყდა, როცა სლოვანმა მეორე, გამარჯვების გოლი გაიტანა. შეგახსენებთ, რომ …

ნახვა »

გაფართოების პაკეტზე ანგარიშს ევროკომისია 2023 წელს მოამზადებს

ჩვენ, როგორც ევროპულმა საბჭომ გვთხოვა, ანგარიშს მოვამზადებთ პრიორიტეტებზე გაფართოების პაკეტში 2023 წელს. ეს მისცემს ქართულ პოლიტიკურ სისტემას არსებით დროს განსაზღვრულ პრიორიტეტებზე სამუშაოდ – ამის შესახებ ევროპული სამეზობლო და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალურ დირექტორატში, საქართველოს საკითხებზე ჯგუფის ხელმძღვანელმა, მიხაელ რუპმა ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ანგარიში შეეხება როგორც საქართველოს, უკრაინასა და …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია