პოლიტიკა

ეკონომიკა

ბიზნეს სიახლეები, ყველა უახლესი ბიზნეს სიახლე, ეკონომიკის ახალი ამბები, საერთაშორისო სიახლეები, მთავარი ფინანსური ოპერაციები და სხვა.

ირაკლი ქადაგიშვილი – უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან განცხადებები მიზანმიმართულად კეთდება საქართველოს დასაზიანებლად

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი დავით არახამიას განცხადებას ეხმაურება. მისი თქმით, მრავალი განცხადებაა უკვე გაკეთებული ისეთი, რაც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მიზანმიმართულად კეთდება. ქადაგიშვილი მიიჩნევს, რომ ეს შემთხვევითობა არ არის, არამედ მიზანმიმართულად ხდება. ”მათ მიაჩნიათ, რომ თუ საქართველო დაზიანდება, ეს რადიკალურ ოპოზიციას, რომელიც მათთან პირდაპირ კავშირშია და ალბათ თავის დროზე …

ნახვა »

ანა ნაცვლიშვილი – ახლა დაეწყობიან და დაიწყებენ არახამიას ლანძღვა-გინებას

„ლელოს“ წევრის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, სანქციების გვერდის ავლაზე ბრალდებას სახელმწიფოს თანამდებობის პირებმა საქმიანად და ფაქტებზე დაყრდნობით უნდა უპასუხონ . მისივე თქმით, საკითხთან დაკავშირებით „ლელომ“ ინტერპელაციის წესით როდესაც დაიბარა საქართველოს პრემიერი, მისგან პასუხი ვერ მიიღო. ანა ნაცვლიშვილმა აღნიშნული კომენტარები მას შემდეგ გააკეთა, რაც ჟურნალისტებმა სთხოვეს, შეეფასებინა უკრაინის რადაში მმართველი პარტიის, „ხალხის …

ნახვა »

ეროვნული ბანკის პასუხი არახამიას – გამორიცხულია!

საქართველოს ეროვნულ ბანკში დავით არახამიას ბრალდებებს პასუხობენ და აცხადებენ, რომ გამორიცხულია სანქცირებულმა პირმა საქართველოს საბანკო სექტორის გამოყენებით ნებისმიერი სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელება შეძლოს. სებ-ის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „ქვეყნის ცენტრალური ბანკი კატეგორიულად გამორიცხავს, რომ სანქცირებულმა პირმა საქართველოს საბანკო სექტორის გამოყენებით ნებისმიერი სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელება შეძლოს. ასეთის აღმოჩენის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი უმკაცრეს …

ნახვა »

Reuters: სანქციების გვერდის ავლის მიზნით, რუსები ქართულ კომპანიებს და ბანკებს აქტიურად იყენებენ, ამბობენ უკრაინელი კანონმდებლები

სანქციების გვერდის ავლის მიზნით, რუსები ქართულ კომპანიებს და ბანკებს აქტიურად იყენებენ – ამის შესახებ განაცხადა ოთხშაბათს უკრაინული კანონმდებლების ჯგუფმა და მოუწოდა შეერთებულ შტატებს, მიიღონ ზომები ამ ბრალდებებთან დაკავშირებით. ვაშინგტონში საუბრისას, უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა დავით არახამიამ განაცხადა, რომ უკრაინის დელეგაციას დაგეგმილი აქვს შეხვედრები აშშ-ს კონგრესში, სახელმწიფო დეპარტამენტსა და ხაზინაში ამ საკითხის …

ნახვა »

რუსეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობა 889%-ით გაიზარდა

ფულადი გზავნილების მოცულობამ მაისში ახალ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და $500 მლნ-იან ზარს გადააჭარბა. გზავნილების 62% – $314 მლნ რუსეთიდან განხორციელდა. საქსტატის ცნობით, რუსეთიდან გადმორიცხულმა თანხის მოცულობამ მაისში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 889%-ით გაიზარდა. 2013-2021 წლებში რუსეთის წილი ფულად გზავნილებში 3-ჯერ 56%-დან 18%-მდე შემცირდა. კლების ტენდენცია 2022 წლის პირველ კვარტალშიც გაგრძელდა …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია