პოლიტიკა

ეკონომიკა

ბიზნეს სიახლეები, ყველა უახლესი ბიზნეს სიახლე, ეკონომიკის ახალი ამბები, საერთაშორისო სიახლეები, მთავარი ფინანსური ოპერაციები და სხვა.

თურქეთმა ექსპორტი ყველაზე მეტად საქართველოსა და ბულგარეთში გაზარდა

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის პერიოდში თურქეთის ექსპორტი მეზობელ ბულგარეთში, საქართველოში, ერაყში, ირანში, სირიასა და საბერძნეთში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 25,4%-ით გაიზარდა და 11,4 მილიარდ დოლარს მიაღწია, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ვაჭრობის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. თურქეთის ვაჭრობის სამინისტროსა და თურქეთის ექსპორტიორთა ასამბლეის მონაცემებით, თურქეთიდან მიმდინარე წლის 6 თვეში ექსპორტი 20%-ით გაიზარდა …

ნახვა »

ხელოვნების მუზეუმი ”მიხაილოვის საავადმყოფოს” ნაცვლად

ყოფილი „მიხაილოვის საავადმყოფო“ მალე თანამედროვე ხელოვნების მუზეუმად გარდაიქმნება. ინიციატივა ბათუმელ ბიზნესმენს, შალვა ბრეუსს ეკუთვნის, რომელმაც ობიექტი აუქციონზე 16 მილიონ ლარად შეიძინა. პრეტენდენტები აუქციონზე არ ყოფილან, რადგან პროექტი იმთავითვე ობიექტის კულტურულ დანიშნულებას ითვალისწინებდა და ბიზნესმენებისთვის კომერციულად საინტერესო არ აღმოჩნდა. საპრივატიზებო პირობების მიხედვით, ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსი, მათ შორის მუზეუმები, ბიბლიოთეკები, კაფეები და სხვა საჯარო …

ნახვა »

Meta ციფრული საფულის სერვისს აუქმებს

კომპანია Meta-მ გადაწყვიტა ციფრული საფულის პროექტი დახუროს, ამის შესახებ Bloomberg-ი იტყობინება. Novi ფუნქციონირებას ოფიციალურად 1 სექტემბრიდან შეწყვეტს. Novi არის ფულის გადარიცხვის სერვისი, რომელიც დაფუძნებულია კომპანიის ციფრულ საფულეზე. პროექტი მეტავერსის ნაწილი უნდა გამხდარიყო. მანამდე პროექტს აშშ-ის კონგრესი აკრიტიკებდა. როგორც ჩანს, კრიპტოვალუტების ფასების შემცირების ფონზე, კომპანიამ გადაწყვიტა მოიშოროს Novi. თავის მხრივ Novi მომხმარებლებს ურჩევს, რაც შეიძლება მალე გამოიტანონ თანხები. ამასთან, კომპანია პირობას დებს, რომ Novi-ს მუშაობის ბოლო დღის შემდეგ …

ნახვა »

როგორია 2022 წლის წლიური ინფლაციის მაჩვენებელი?

საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 12.8 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2022 წლის ივნისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 6.6 პროცენტით განისაზღვრა. ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის …

ნახვა »

ემუქრება თუ არა საფრთხე მოქალაქეთა საპნესიო დანაზოგებს?

საპენსიო სააგენტო მოქალაქეთა დანაზოგების შესახებ განცხადებას ავრცელებს: „მაღალი საზოგადოებივი ინტერესიდან გამომდინარე, საპენსიო სააგენტო მედიაში გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას ეხმიანება, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება. კერძოდ, გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ საპენსიო სააგენტოს და რაც მთავარია საპენსიო დანაზოგებს არავითარი საფრთხე არ ემუქრება და საპენსიო სააგენტო სტაბილურად, ჩვეულ რეჟიმში, აგრძელებს სამუშაო პროცესს. საპენსიო სააგენტო გამჭვირვალობის …

ნახვა »

საქართველოდან ხორბლის და ქერის ექსპორტი აიკრძალება

რეგიონში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია, ადგილობრივი წარმოების ხორბლის და ქერის რეალიზაცია მხოლოდ შიდა ბაზარზე განხორციელდეს, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ განაცხადა. მინისტრის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო სრულად დამოკიდებულია ხორბლის იმპორტზე (ყოველწლიურად 500 ათასი ტონა) და მცირე წარმოების გამო, ექსპორტს ვერ ახორციელებს, შექმნილი …

ნახვა »

დღეს Tbilisi Open Air-ი იწყება

დღეიდან სამი დღის განმავლობაში, Tbilisi Open Air-ი უცვლელ მისამართზე ბრუნდება. მსმენელის წინაშე ქართველი და უცხოელი მუსიკოსები წარდგებიან. ორგანიზატორები ფესტივალის სტუმრებს სთოხვენ,  გაითვალისწინონ სტუმართა უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა და ტერიტორიაზე საყვარელი არტისტის გამოსვლამდე 1-2 საათით ადრე მივიდნენ, რათა თავი აარიდონ გზებზე შექმნილ საცობებსა და რიგს შესასვლელთან. ფესტივალის განრიგი: 24 ივნისი, პარასკევი MAIN …

ნახვა »

აუდიტის სამსახურმა პრორუსულ “ალტ ინფოს” 217, 500 ლარის ჯარიმა დააკისრა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პრორუსულ “ალტინფოს” 217,483 ლარის ჯარიმა დააკისრა – ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელ ირაკლი მექვაბიშვილის მიერ სადეპუტატო კითხვაზე გაგზავნილი პასუხიდან ირკვევა. ორგანიზაციის შემოწირულობის შესახებ აუდიტის სამსახურს კითხვით დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ მიმართა. “სახელმწიფო აუდიტის სამსახურისათვის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფოს“ მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის თანახმად, პარტიის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს …

ნახვა »

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 22 ივნისისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 22 ივნისს ერთი ამერიკული დოლარი 2.9277 ლარი ეღირება, ევრო – 3.0925 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.6002 ლარი. დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.9340 ლარი ღირდა, ევრო – 3.0913 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.5962 ლარი. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი …

ნახვა »

VTB ბანკი ქართულ ბაზარს ტოვებს

VTB-ის ხელმძღვანელმა ანდრეი კოსტინმა დაადასტურა, რომ სანქციებში მოქცეული რუსული ბანკი ტოვებს ქართულ ბაზარს. „ერთი შემთხვევის გარდა, ჩვენ არსად არ ვყიდით [შვილობილ ბანკებს], არსად. პრინციპული პოზიცია გვაქვს, ყველგან დავრჩით. ჩვენ მხოლოდ საქართველოდან გავდივართ, მაგრამ იქ ცოტა სხვა ვითარებაა. ხოლო აზერბაიჯანში, სომხეთში, ბელარუსში, ყაზახეთში, ჩინეთში, ინდოეთში ჩვენ ვრჩებით და ხელს ვუწყობთ ეროვნულ …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია